როგორც ყოველთვის, ყველა ქალაქში საინტერესო შეხვედრები ჰქონდათ გოგონათა კლუბის წევრებს. მონაწილეებმა მოისმინეს სოხუმის ისტორია, მისი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
კლუბის ერთ-ერთმა წევრმა მარი ნავაძემ მის მიერ აფხაზეთის სურათებით შექმნილი სლაიდ შოუ წარმოადგინა, რომელსაც მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს.
კლუბის წევრთა შორის რამდენიმე სოხუმელია, ისინი კლუბის შეხვედრებს მნიშვნელოვანს უწოდებენ. თვლიან, რომ საკუთარ ქალაქზე ძალიან საინტერესო ინფორმაციები მიიღეს.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |