ოთხშაბათი, 24.04.2024, 04:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მარტი » 22

- რა ეტაპზეა სტრატეგიის მიხედვით დევნილთათვის ბინების გადაცემა-დაკანონების საკითხები, რა პრობლემები აქვთ დევნილებს წყალტუბოში,  - ძირითადად ამ პრობლემების ირგვლივ გაიმართა მსჯელობა წყალტუბოში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, რომელსაც კლუბის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტი ქალები...

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა წყალტუბოში - ომარ ბედენაშვილმა ვრცელი ინფორმაცია გააკეთა დევნილთათვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წყალტუბოში უკვე შენდება ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია იმ სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებისათვის, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან. ამასთანავე შემოსულია 400 დევნილი ოჯახის განცხადება, რომელთაც სურვილი აქვთ  ფოთში გადავიდნენ და იქ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით.

შეკრებილებმა მთავრობის წარმომადგენელთან დასვეს შეკითხვები, რომელიც ძირითადად შეეხო ფართების განაწილების, სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულების საკითხებს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 964 | დაამატა: admin | თარიღი: 22.03.2011

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ნანა თოდუა ორკვირიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. სადაც ტრენინგი გაიარა თემაზე, - ადამიანის უფლებები. შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ კლუბის წევრებმა ზუგდიდში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს: კერძო სკოლის მასწავლებლების ჯანმრეთელობას არ აზღვევს სახელმწიფო, რაც მათი აზრით, ადამიანის უფლების შელახვაა. სკოლებში, არ არსებობს სპორტული მწვანესაფარიანი მოედნები, პედაგოგებსა და მოსწავლეებ არა აქვთ შეღავათები ტრანსპორტით მგზავრობისას. არ არსებობს ყოველთვიური ფულად დახმარებები მრავალშვილიანი (სამ და მეტ შვილზე) დედებისათვის.

არსებული პრობლემების დასმას კლუბის წევრები მომდევნო შეხვედრაზე გეგმავენ -  კლუბზე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა მოწვევაც იგეგმება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 982 | დაამატა: admin | თარიღი: 22.03.2011

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0