მთავარი » 2011»მარტი»16 » გოგონათა კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე“
18:39
გოგონათა კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე“
როგორც ყოველთვის, ყველა ქალაქში საინტერესო შეხვედრები ჰქონდათ გოგონათა კლუბის წევრებს. მონაწილეებმა მოისმინეს სოხუმის ისტორია, მისი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
კლუბის ერთ-ერთმა წევრმა მარი ნავაძემ მის მიერ აფხაზეთის სურათებით შექმნილი სლაიდ შოუ წარმოადგინა, რომელსაც მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდნენ თვალს.
კლუბის წევრთა შორის რამდენიმე სოხუმელია, ისინი კლუბის შეხვედრებს მნიშვნელოვანს უწოდებენ. თვლიან, რომ საკუთარ ქალაქზე ძალიან საინტერესო ინფორმაციები მიიღეს.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.