|
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩას ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიარა 102-მა ქალმა. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც ძირითადად ამ ქალაქებში აწუხებს ქალებს, ეს არის რძალ-დედამთილის ურთიერთობა.
- მათ, ვისაც არა აქვთ საშუალება ცალკე იცხოვრონ, თავიდანვე სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ დედამთილთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე. არ დაგავიწყდეთ, სხვის მონასტერში საკუთარი წესდებით არ შედიან.
მნიშვნელოვანია დაიცვათ ფსიქოლოგიური დისტანცია. არ არის აუცილებელი ბოლომდე გადაუშალოთ დედამთილს სული, სიტყვა-სიტყვით იცოდეს ყველაფერი. შემდეგ მნიშვნელოვნად რთული იქნება შენიშვნებით დაკოდილი გულის ნაწილების განმრთელება.
ერთად ცხოვრება გაცილებით ადვილი გახდება, თუ გაყოფთ საოჯახო საქმეებს. გაითავისეთ, რომ მას უყვარს შენიშვნების მიცემა.
თუ გინდათ იაროთ სიმართლით, ნუ შეიჭრებით უცხო ტერიტორიაზე და ნუ გადააბარებთ ერთმანეთს საკუთარ საჭიროებებს. მერწმუნეთ, ცხოვრება გაცილებით უფრო ადვილი გახდება.
მთავარია, დაიმახსოვრეთ: რაც არ უნდა იყოს, თვენ ერთი ოჯახი ხართ, არის რამე ამაზე მნიშვნელოვანი?"- ასეთ რჩევებს იძლევა ფსიქოლოგი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1215
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
22.10.2010
|
|
„მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება კონფლიქტები ჩემს გარშემო, არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ხასიათი, პიროვნული ელემენტები, გავლენას მოახდენდა კონფლიქტის მიმდინარეობასა და განვითარებაზე. საინტერესო ინფორმაციები მოვისმინე. საკუთარ თავს სხვა კუთხით შევხედე და ბევრი რამ ახლებურად გავაცნობიერე."
„საინტერესოა, როცა ისმენ თეორიულ მასალას კონფლიქტზე, კიდევ უფრო საინტერესოა, როცა ამ ყველაფერს პრაქტიკულად აკეთებ. ვფიქრობ, როლური თამაშები და სავარჯიშოები ინფორმაციის აღსაქმელად საუკეთესო საშუალებაა".
ასეთი იყო ვორკშოპის მონაწილეთა მოსაზრებები.
12-დან 22 ოქტომბრამდე სენაკში, ქუთაისში, ხონში, ფონდი „სოხუმის" ლიდერმა გოგონებმა ხუთი ვორკშოპი ჩაატარეს თემაზე „ლიდერობა და კონფლიქტი". შეხვედრას დევნილი გოგონები ესწრებოდნენ. მონაწილეთა აზრით, მიღებული ინფორმაციები მნიშვნელოვანი იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენებენ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |
კატეგორია:
ვორკშოპები
|
ნანახია:
1094
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
22.10.2010
|
|
- ძალადობასათან მიმართებაში არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რა შეიძლება შეიცვალოს, დაინერგოს ამ პრობლემის წინააღმდეგ, რათა მუშაობის მექანიზმები უფრო ეფექტური იყოს - ფონდი „სოხუმის" ექსპერტთა ჯგუფმა ამ საკითხების ირგვლივ გამართა მსჯელობა ფონდელებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ასისტენტები, ტრენერები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგი, რომლებიც ფონდ „სოხუმში" პროექტებიდან გამომდინარე, ძალადობის პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევიან.
დისკუსიისა და მსჯელობისას გაჩნდა ახალი წინადადებები:
- ჟურნალში რეგულარულად დაიბეჭდოს სტატიები იურიდიული განმარტებებით.
- რადიო-მონოლოგების მოსმენა სხვადასხვა ღონისძიებებზე და იურისტის კონსულტაციები.
- ძალადობის თემაზე გადაღებული ფილმების ჩვენება კოლექტიურ ცენტრებში და იურისტის კომენტარები.
შეხვედრაზე შემუშავებული წინადადებები მომავალში ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო გეგმაში ჰპოვებს ასახვას.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
ნანახია:
987
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
22.10.2010
|
|
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში დანიშნულ დღეს, დანიშნულ დროს, ქალები და ახალგაზრდა გოგონები ყოველთვე იკრიბებიან იმისათვის, რათა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება კულინარიის ხელოვნებაში.
ოქტომბერში მასტერ-კლასი ჩატარდა წყალტუბოში(12.10.10.), ხონში (14.10.10), სენაკში (22.10.10.) და ფოთში (20.10.10.). ქალებმა თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს კულინარიაში, მოამზადეს სალათები, პიცები, ტორტი - „რაფაელო".
მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ქალები არა მხოლოდ სწავლობენ, ერთვებიან კერძების მომზადების პროცესში, არამედ აქვთ საშუალება ერთმანეთთან ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
fondi soxumis mier oqtombერSi moewyo Sexvedrebi quTaisis, xonis, wyaltubos, senakis, xurCis, foTis municipalitetebSi arsebul qalTa mxardaWeris centrebSi. SexvedrebSi monawileobdnen devnili ქალები, skolis moswavleebi da studentebi.
iuristis mier gacemul iqna konsultaciebi sxvadasxva samarTlebriv sakiTxebze. kerZod Sexvedraze saubari iyo samoqalaqo reestris saagentos saqmianobaze, im siaxleebze romelic ეხება samoqalaqo aqtebis _ dabadebis mowmobebis, qorwineba-ganqorwinebis, gardacvalebis, pasportis gacemis sakiTxს. moqalaqeebis TxovniT momzadda uZravi qonebis ijaris xelSekrulebis ganacxadis proeqti. Aaseve gacemul iqna konsultaciebi patimarTa Sewyalebis sakiTxebTan dakavSirebiT.
Sexvedrebze gansakuTrebuli yuradReba daeTmo iZulebiT gadaadgilebul pirTa _ devnilTa mimarT saxelmwifo strategiidan gamomdinare saxelmZRvanelo principebs, romelTa mixedviTac xorcieldeba devnilTa grZelvadiani sacxovrebliT uzrunvelyofis procesi. პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
| |