განქორწინება ოჯახში ძალადობის ფონზე – ყველაზე პრობლემურია. Aარის თუ არა გამოსავალი? რა დადებითი და რა უარყოფითი მომენტები ახლავს ამ საკითხს? –– ამ თემებზე გაიმართა დისკუსიები ქ. ფოთში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე, რომლის თემაც იყო: "განქორწინება გამოსავალი, თუ მორიგ პრობლემებთან შეჯახება – ოჯახური ძალადობის კონტექსტი.”
შეხვედრა დაიწყო ექსპერტების მიერ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით. რასაც მოჰყვა ძალიან საინტერესო დისკუსიები. გამოიკვეთა საინტერესო მოსაზრებები ამ თემებთან დაკავშირებით: "საზოგადოების დამოკიდებულება განქორწინებული ქალის მიმართ არ არის შემწყნარებლური”, "ოჯახური კონფლიკტის შემთხვევაშიც კი ბავშვს ურჩევნია ორივე მშობელი ერთად იხილოს”, "სამწუხაროდ, წყვილი, რომელმაც განქორწინება გადაწყვიტა, მოსისხლე მტრებად შორდება ერთმანეთს”.
გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ასეთი შეხვედრები საჭირო და აუცილებელია საზოგადოებისთვის: "მსგავსი სულიერი საზრდო კარგა ხანია არ მიგვიღია”.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |