ქალთა ლიდერობისა და კონფლიქტის საკითხებზე დევნილი გოგონების ინფორმირების მიზნით ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები თავიანთ ქალაქებში ვორკშოპების ჩატარებას შეუდგნენ.
წყალტუბოში, სენაკსა და ფოთში უკვე ჩატარდა ხუთი ვორკშოპი თემაზე - „ლიდერობა და კონფლიქტი". ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი დააფიქსირეს აღნიშნული თემისადმი.
- კონფლიქტები ყოველდღიური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში, გვინდა უფრო მეტი შევიტყოთ მის შესახებ, რათა შევძლოთ მშვიდობიანად მოგვარება.- აღნიშნეს მონაწილეებმა.
აქტიური დისკუსია გაიმართა საკითხზე - პიროვნული ელემენტებიდან გამომინარე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ლიდერობამ კონფლიქტის განვითარებაზე. მონაწილეთა აზრით, პიროვნებას უნდა შეეძლოს პიროვნული თვისებების მართვა, რადგან კონფლიქტურ სიტუაციაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |