ფონდი „სოხუმი" მუშაობას იწყებს ახალ პროექტზე „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით".
პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. მისი მიზანია იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით.
29 ოქტომბერს ფონდ „სოხუმში" ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ლიდერი ქალები, აქტივისტები, პროექტში ჩართული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.
პრეზენტაციას დაესწრნენ სტუმრები ამერიკის სელჩოდან: კენტ ლოგსდონი (მისიის უფროსის მოადგილე), სინტია ვიტლსეი (საზოგადოებრივი საქმეების უფროსი), სოფი ბზიშვილი (საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების წარმომადგენელი).
გამომსვლელებმა ისაუბრეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, დაგეგმილ აქტივობებზე. რა წარმატებები შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა პროექტმა და რამდენად შეუწყობს იგი ხელს იგპ ქალთა მობილიზაციას და ადგილობრივ თემში ინტეგრაციას.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. |