სამშაბათი, 19.03.2024, 08:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 28

ფონდი „სოხუმი" აგრძელებს დევნილთათვის გარემონტებული ბინების მონიტორინგს.

ოქტომბერში, ქუთაისში, ლეჟავას ქუჩა №13 -ში მდებარე(ყოფილი კომისარიატის შენობა) შენობის მონიტორინგი ჩატარდა. სახლის რეაბილიტაცია მოახდინა შპს „თეგეტა უნივერსალმა". სულ 10 ოჯახი ცხოვრობს. დევნილები საცხოვრებლით კმაყოფილები არიან. თავიდან იყო ხარვეზები, რომელიც შემდეგ სამშენებლო ფირმამ გამოასწორა. დღემდე პრობლემაა სარდაფი, სადაც წყალი გროვდება. რამდენჯერმე მოხდა მისი ამოტუმბვა, მაგრამ წყალი ისევ დგება.

მონიტორინგი ჩაუტარდა ნიკეას ქუჩა №19-ში მდებარე საბავშვო ბაღის შენობას. მოსახლეობა რემონტით კმაყოფილია, მაგრამ დიდი ნაწილი ფართის არასწორად განაწილების გამო გამოთქვამს პრეტენზიებს. 

ამავე თვეში მონიტორინგი ჩაუტარდა ჭონქაძის ქ.№52-ში  მდებარე „სათაფლიის" შენობას. შენობის სახურავზე არაა გაკეთებული წყლის სადინარები, რის გამოც წვიმის წყალი ოთახებში ჩაედინება.

რაც შეეხება შენობის შიდა სარემონტო სამუშაოებს, მოსახლეობა კმაყოფილია.

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1075 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2010

არის კი საზოგადოება მზად იმისათვის, რომ წინ აღუდგეს ძალადობას. რამდენად არის ეს პრობლემა აქტუალური და რა უნდა გააკეთოს მსხვერპლმა პრობლემის თავიდან ასაცილებლად - ამ საკითხის გარშემო ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ცოცხალი დისკუსია გაიმართა.  

ერთ-ერთი მონაწილის, მაია აბშილავას აზრით:

„ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, ყველა ქალის ცხოვრებაში დგება უმძიმესი დღეები, მაგრამ თუ შენ ინფორმირებული ხარ შენს უფლებებზე და გაქვს ბრძოლის ნიჭი, ყოველთვის შეძლებ ცხოვრება შეცვალო უკეთესობისკენ."

ოქტომბერში მსგავსი შეხვედრები ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში მოეწყო.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1065 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2010

28 ოქტომბერს, 12 საათზე ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, თეთრ მაისურებში გამოწყობილმა ფონდი „სოხუმის" აქტივისტებმა მოქალაქებს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია 1325 -ის ამსახველი ბუკლეტები დაურიგეს.

 სამშვიდობო აქცია აღნიშნული რეზოლუციის ათი წლისთავის აღსანაშნავად გაიმართა.

ქალი, მშვიდობა, უსაფრთხოება - მაისურებზე გამოსახულმა წარწერამ მოქალაქეებს რეზოლუციის არსი ამცნო.

აქცია გაშუქდა ადგილობრივი  ტელევიზიებით. (ტელეკომპანია „რიონი", მეგა-ტვ)

რეზოლუციის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1091 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2010

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში.

თითოეულ რეგიონში შერჩეულ იქნა 15 აქტიური ქალი.

ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი თემები: აქტივიზმი, მოხალისეობა, კომუნიკაცია...

ტრენინგის მეორე დღე ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს: ადვოკაცია, საკითხის შერჩევა, სტრატეგიის შემუშავება, მიზნები, ტაქტიკა, ხელისუფლებასთან დაკავშირება. რის შემდეგაც მონაწილეთა მიერ შემუშავებულ იქნა სამოქმედო გეგმის კონკრეტული ნიმუშები:

- ხონის №4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ქუთაისში იგპ-თა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, წყალტუბოში შიდა საქალაქო სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფა.

სამივე სამოქმედო გეგმა შერჩეულ იქნა პრიორიტეტების გათვალისწინებით. სამივე საკითხი გადაწყვეტადია, რაც ლობირებული უნდა იქნეს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან.   

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 981 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0