კვირა, 24.11.2024, 00:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 11

 

ხალისიანი განწყობით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრს, პროფესიით ჟურნალისტ  ქალბატონ ნაზიბროლა ქობულაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. აღსანიშნავიას, რომ ქალბატონი ნაზიბროლა ერთი წელია ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება.  ბათუმში წინა მოწვევის საკრებულოში  არც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი, წელს კი სამი ქალი იქნება.

- ჩემი საზრუნავი ბათუმის საკრებულოში იქნება ის, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და განათლება იყოს უზრუნველყოფილი.  სახელმწიფოსთვის უმთავრესი განათლებული და ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს - აღნიშნა ნაზიბროლა ქობულაძემ.

ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესწრებოდა შვედი მოხალისე სტუდენტი - ტერეზ სვედბერგი (ის ფონდ „სოხუმში" სტაჟირებაზე იმყოფება), რომელმაც დამსწრე საზოგადოებას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა.  შვედეთში როგორ მიაღწიეს ქალებმა  პოლიტიკურ წარმატებებს, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ქალთა რიცხვი გაიზარდა მმართველობით თუ თვითმმართველობით ორგანოებში.

მონაწილეთა აზრით, შვედი ქალების გამოცდილება ქართულ პოლიტიკას მართლაც წაადგება. გედერული თვალსაზრისით საქართველო 120-ე ადგილზეა, შვედეთი კი მეორე ადგილს იკავებს!

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1093 | დაამატა: admin | თარიღი: 12.06.2010

სენაკში გამართული მრგვალი მაგიდის თემა იყო „სოციო-კულტურული ფონი და ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში." თემის შერჩევა რეგიონში გამართულ ტრენინგ-სემინარზე წამოჭრილი საკითხებიდან მოხდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ( პედაგოგები, ფსიქოლოგი, იურისტი).

შეკრებილებმა ცხარე დისკუსიით განიხილეს ოჯახური ძალადობის პრობლემა. ის ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, მათ შორის ბავშვებზე.

საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონის სოციო-კულტურულ თავისებურებებს, კერძოდ ქალის ადგილს ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც რიგ შემთხვევებში მისი დისკრიმინაციის საფუძველი ხდება.

დასასრულს, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემის მოგვარების პრევენციულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმ ინიციატივებში, რომელიც ძალადობის  პრევენციას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1147 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2010

- ვიყავი ამაყი, როგორც დევნილი, როცა ვუსმენდი ქალებს, რომლებმაც აფხაზეთის კონფლიქტი გადაიტანეს, მაგრამ არ დაცემულან - პირიქით თავიდან დაიწყეს კარიერის შექმნა  და წარმატებულები გახდნენ, -  ასე გამოხატეს საკუთარი განწყობა მრგვალი მაგიდის დასასრულს ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა. 

 მრგვალი მაგიდა ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში„ მოეწყო. მასში ის ახალგაზრდა გოგონები მონაწილეობდნენ, რომლებიც ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, სენაკში ჩატარებული  ტრენინგებიდან შეირჩნენ.

  გზა წარმატებებისაკენ, დაბრკოლებები და მათი გადალახვის მეთოდები, მიზნები, რომლის მისაღწევად შრომისმოყვარეობა და ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო - მონაწილეები სულგანაბული ისმენდნენ ლიდერი ქალბატონების  - მერი გელაშვილის, ნანული რამიშვილის, იზოლდა ხასაიას, ნატო ბენდელიანის საინტერესო ისტორიებს, დეტალებს მათი ცხოვრებიდან.

დასასრულს გაიმართა დისკუსია, დაისვა არაერთი შეკითხვა ლიდერთა მისამართით.

წარმატებული ქალების მოსმენამ დადებითად დამუხტა დარბაზი, ლიდერთა სკოლის წევრებმა ბევრი რამ ჩაინიშნეს, დაიმახსოვრეს და აითვისეს მათგან.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1152 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0