კვირა, 24.11.2024, 00:58
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 30

"რიონის” პირდაპირ ეთერში გასული ტელეგადაცემა არჩევნების გენდერულ ანალიზს ისახავდა მიზნად. გადაცემაზე მოწვეულმა სტუმრებმა  - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული არჩევნების პროცესში, როგორც  კომისიის წევრები, თავმჯდომარეები, დამკვირვებლები - ისაუბრეს იმაზე, რამდენად აქტიურად ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა თუ არა ახალ თვითმმართველ ერთეულში გენდერული სურათი, რამდენად იქონია ამაზე გავლენა ქალი ელექტორატის  დამოკიდებულებამ.

გადაცემაზე გულისტკივილით აღინიშნა, რომ საზოგადოებაში არ არის ბოლომდე გაცნობიერებული ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა, ალბათ ამით იყო გამოწვეული დაბალი აქტივობა არჩევნებზე.  კრიტიკა გაისმა პოლიტიკური პარტიების მიმართაც იმ კუთხით, რომ ვექტორი და ფოკუსი იყო დედაქალაქზე და რეგიონებში საარჩევნო კამპანია თითქმის არ ჩატარებულა, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან.

"ისე გამოვიდა, რომ საინფორმაციო  მუშაობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ქალი კანდიდატების მხარდაჭერის კუთხით, არასამთავრობოების  მხრიდან ჩატარდა”. - აღნიშნა საიას წარმომადგენელმა.

როგორც გადაცემაზე აღინიშნა, ზოგადი გენდერული სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში (ონი, თერჯოლა, ხარაგაული, ხობი) სერიოზული წარმატებები იქნა მიღწეული ადგილობრივ ხელისუფლებაში  ქალთა მეტი ჩართულობის კუთხით.

 გადაცემის ორგანიზატორები მომდევნო გადაცემაზე მაყურებელს თავიანთ რჩეულებთან შეხვედრას შეჰპირდნენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1173 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.06.2010

საზოგადოებრივი დებატებითემაზე: "განქორწინება გამოსავალი, თუ მორიგ პრობლემებთან შეჯახება" ჩატარდა ხონში, ფონდ "სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მასში მონაწილეობდნენ: პედაგოგები, სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, დევნილი ქალბატონები, მოწვეული ექსპერტები.

ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი იქნა განქორწინების სტატისტიკური მონაცემები

ხონის მაშტაბით. გაკეთდა ანალიზი განქორწინების მიზეზებსა და სოციალურ შედეგებზე. ხაზგასმული იქნა, რომ განქორწინებები ძალადობის შემთხვევაში იშვიათია. ის უფრო ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

დებატებში გამოიკვეთა, რომ განქორწინებისას უმეტეს შემთხვევაში დაზარალებული რჩება ბავშვი და ქალი. ქალისთვის განქორწინება ახალი პრობლემების, ხოლო ბავშვისთვის გაორებული ცხოვრების დასაწყისია.

სხვა საჯარო შეხვედრების მსგავსად, აქაც კრიტიკის ქარცეცხლში გატარდა უკონტროლო საინფორმაციო სივრცე და მისი მავნე სოციალური შედეგები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2010

"ამ ნო­მერ­ში მო­გითხრობთ ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებზე, რომე­ლიც 30 მა­ისს ჩა­ტარ­და.

გი­ამბობთ შე­დე­გებზე,

გენ­დე­რულ ას­პექ­ტებზე,

ზო­გი­ერთ დე­პუ­ტატ­ზე

აგ­რეთ­ვე ფონ­დი „სოხუმის" მი­ერ გა­წე­ულ წინასაარ­ჩევ­ნო მუ­შაობაზე"

მკითხველებისადმი ამ მიმართვით იწყება ჟურნალის ახალი, მესამე ნომერი. და მის 24 გვერდზე საუბარია ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობაზე არჩევნებში ქალთა მეტი მონაწილეობის მიზნით, სოციოლოგიურ გამოკვლევებზე, მასშტაბურ აქციაზე სლოგანით „თანასწორობა - ქვეყნის სიძლიერე!"

დე­პუ­ტატ­თა­გან ოთხი ქალბატო­ნი - ნა­ზიბრო­ლა ქობულაძე, ირი­ნა საჯაია, მა­ნა­ნა შუ­ლა­ია და და­რეჯან ცხვი­ტა­რია ფონდი „სოხუმის" კლუბების აქ­ტი­უ­რი წევ­რები არიან. ჟურნალი მათ პორტრეტებსაც  სთავაზობს მკითხველებს.

ჟურნალი უ­ლო­ცავს ყვე­ლა ქალს, რო­მელ­მაც უთა­ნას­წო­რო ბრძოლა­ში მო­ი­პო­ვა გა­მარჯვება. თუმ­ცა იმასაც აღნიშნავს, რომ ვერც ამ არ­ჩევ­ნებმა შეც­ვა­ლა გენ­დე­რუ­ლი სუ­რა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში.
 

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1017 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0