- მისასალმებელია, რომ ამდენი წლის შემდეგ გაჩნდა სახელმწიფო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შესაძლებლი ხდება აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის დაწყება, - აღნიშნეს კვლევის მონაწილეებმა წყალტუბოში, რომელიც აქტიური დევნილი ქალებისაგან შედგებოდა.
ჯგუფი ძირითად რვა შეკითხვის გარშემო იყო ფოკუსირებული. კვლევა მიზნად ისახავდა ქალთა ხედვის, კონკრეტული წინადადებების დაფიქსირებას სახელმწიფო სამშვიდობო სტრატეგიისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ. მათი პასუხებიდან აშკარად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობა, სამშვიდობო პროპაგანდის გაძლიერება, რათა საზოგადოებაში არ შესუსტდეს სამშვიდობო განწყობა.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |