- რას ნიშნავს ოჯახური ძალადობა, რა იციან ამ საკითხებზე და რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა მათ რეგიონში - ამ საკითხებზე გამართა მსჯელობა სენაკის მესამე საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან, რომელიც ფონდი „სოხუმის" ექსპერტთა ჯგუფმა მოაწყო.
მონაწილეებმა საინტერესო დისკუსია გამართეს აღნიშნულ საკითხებზე. მათი აზრით, პრობლემა საგანგაშოა და ზიანი მოაქვს არა მარტო კონკრეტული ადამიანებისათვის, არამედ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მთელს საზოგადოებაზე.
მოსწავლეები განსაკუთრებით გულახდილები იყვნენ, როცა საუბრობდნენ იმ ბავშვებზე, რომლებით იზრდებიან ოჯახური ძალადობის ფონზე. ცოცხალი მაგალითებით საუბრობდნენ ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე.
მოსწავლეებმა იურისტებისაგან ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები ბავშვთა უფლებებზე, მოვალეობებზე. მათი აზრით, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინფორმირებულობას ძალადობის პრობლემის ირგვლივ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |