შაბათი, 20.04.2024, 16:34
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 23

ივნისის თვეში რეპროდუციული ჯანმთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.

შეხვედრის თემა იყო: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მედიკამენტოზური აბორტი, კლიმაქტერიული პერიოდი, ჰორმონალური დარღვევები, ვირუსული და ინფექციური დაავადებები და სხვა.

„ჩვენთვის, რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე. საშუალება გვაქვს ჩვენი პრობლემები გავუზიაროთ სპეციალისტს და მივიღოთ მისგან შესაბამისი რჩევები."- ითქვა შეხვედრაზე.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1062 | დაამატა: admin | თარიღი: 23.06.2010

ტელეკომპანია "რიონის” პირდაპირ ეთერში ფონდი "სოხუმის” ექსპერტ-იურისტთა ჯგუფის მიერ ინიცირებული გადაცემა გავიდა, რომელიც ოჯახური ძალადობის თემას შეეხებოდა. გადაცემის დასაწყისში ნაჩვენები სიუჟეტი ორგანიზაციის საქმიანობას ასახავდა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით.  

- რა მიზნით შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი,  რისკენ არის მიმართული მათი საქმიანობა - ამ კითხვებზე  სტუდიის სტუმრებმა უპასუხეს. მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიიღო კანონის მონიტორინგის კუთხით, იმაზე, თუ როგორი მექაზნიმები გააჩნია კანონს და რამდენად ეფექტურად მუშაობს ისინი.

სტუდიაში გადაცემის მსვლელობისას არაერთი კითხვა დაისვა, რომელმაც მაყურებელი გაარკვია იმაში, რა სიახლეებია ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის კუთხით, არის თუ არა სინამდვილეში მოძალადის დასჯის  პრეცენდენტები, რა ცვლილებებს საჭიროებს კანონი, შესაძლებელია თუ არა მსხვერპლის რეალური დაცვა და როგორ?...

სატელეფონო ზარები მომდევნო დღესაც უწყვეტად ისმოდა ფონდში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი ხასიათის გადაცემები ძალიან აქტუალურია.  

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1045 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.06.2010

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას და ახლად არჩეულ საკრებულოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივას დაეთმო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ხონში.

არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ ხონში ამომრჩეველთა საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 61,09% (ცესკოს მონაცემებით).

მიუხედავად იმისა, რომ არჩეული საკრებულოს წევრებს შორის ვერცერთი ქალი ვერ მოხვდა, კლუბის წევრები გეგმავენ ადგილობრივ მთავრობაში მოსული მამაკაცების  წინაშე მეტი აქტიურობით დააყენონ  სოციალური და სხვა სახის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია ხონში მცხოვრები დევნილებისა და ასევე ადგილობრივებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1113 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.06.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0