ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:13
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 11 » საზოგადო დებატები სენაკში
13:23
საზოგადო დებატები სენაკში

სენაკში გამართული მრგვალი მაგიდის თემა იყო „სოციო-კულტურული ფონი და ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში." თემის შერჩევა რეგიონში გამართულ ტრენინგ-სემინარზე წამოჭრილი საკითხებიდან მოხდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ( პედაგოგები, ფსიქოლოგი, იურისტი).

შეკრებილებმა ცხარე დისკუსიით განიხილეს ოჯახური ძალადობის პრობლემა. ის ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ოჯახის ყველა წევრზე, მათ შორის ბავშვებზე.

საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონის სოციო-კულტურულ თავისებურებებს, კერძოდ ქალის ადგილს ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც რიგ შემთხვევებში მისი დისკრიმინაციის საფუძველი ხდება.

დასასრულს, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემის მოგვარების პრევენციულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმ ინიციატივებში, რომელიც ძალადობის  პრევენციას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 1126 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0