პარასკევი, 26.04.2024, 02:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 11 » მრგვალი მაგიდა ლიდერი გოგონებისათვის
01:04
მრგვალი მაგიდა ლიდერი გოგონებისათვის

- ვიყავი ამაყი, როგორც დევნილი, როცა ვუსმენდი ქალებს, რომლებმაც აფხაზეთის კონფლიქტი გადაიტანეს, მაგრამ არ დაცემულან - პირიქით თავიდან დაიწყეს კარიერის შექმნა  და წარმატებულები გახდნენ, -  ასე გამოხატეს საკუთარი განწყობა მრგვალი მაგიდის დასასრულს ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა. 

 მრგვალი მაგიდა ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში„ მოეწყო. მასში ის ახალგაზრდა გოგონები მონაწილეობდნენ, რომლებიც ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთში, სენაკში ჩატარებული  ტრენინგებიდან შეირჩნენ.

  გზა წარმატებებისაკენ, დაბრკოლებები და მათი გადალახვის მეთოდები, მიზნები, რომლის მისაღწევად შრომისმოყვარეობა და ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო - მონაწილეები სულგანაბული ისმენდნენ ლიდერი ქალბატონების  - მერი გელაშვილის, ნანული რამიშვილის, იზოლდა ხასაიას, ნატო ბენდელიანის საინტერესო ისტორიებს, დეტალებს მათი ცხოვრებიდან.

დასასრულს გაიმართა დისკუსია, დაისვა არაერთი შეკითხვა ლიდერთა მისამართით.

წარმატებული ქალების მოსმენამ დადებითად დამუხტა დარბაზი, ლიდერთა სკოლის წევრებმა ბევრი რამ ჩაინიშნეს, დაიმახსოვრეს და აითვისეს მათგან.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1132 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0