პარასკევი, 19.04.2024, 08:32
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » თებერვალი » 28

ფონდი „სოხუმის"ფორუმ-თეატრი თებერვლის თვიდან განახლებული სცენებით იწყებს მოგზაურობას: ოჯახში, და-ძმას შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც ჩაცმასა და მაკიაჟს ეხება; ძალადობა სკოლაში, როცა ერთ-ერთ მოსწავლეს აიძულებენ სიგარეტი მოსწიოს. ფსიქოლოგიური ზეწოლა სათვალეებიან გოგონაზე, რომელსაც თანაკლასელები აბუჩად იგდებენ.

გაახლებული სცენარით წარმოდგენა ჩატარდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში და ხობის №1 საჯარო სკოლაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მონაწილეები. მათი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1200 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010

ფონდი „სოხუმის" მიერ თებერვლის თვეში მოეწყო სამი შეხვედრა ქუთაისის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები.
იურისტის მიერ გაცემულ იქნა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ, როგორ ხდება დაჩქარებული წესით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურება დაზღვევის სავალდებულო და ნებაყოფლობით ფორმებზე.

გაიცა კონსულტაცია, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი დევნილთა იძულებით გამოსახლება  მათ მიერ დაკავებული ობიექტიდან და ვინ არის გამოსახლების განმახორციელებელი ორგანო.

 იურისტისგან მოსწავლეებმა მიიღეს კონსულტაცია მშობელთა უფლებებზე და მოვალეობებზე. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სპეციფიკურ ღონისძიებებზე.

შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1507 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010

 

თებერვლის თვეში პოლიტიკურ პარტიებთან ჩატარებული შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამომრჩეველ ქალთა კლუბებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების მზადების  შეფასება.

შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ფოთი, ბათუმი), რესპუბლიკური პარტია (ფოთი), ახალი მემარჯვენეები (ბათუმი). 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკაში პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ დაკვეთასთან. ვინაიდან ამომრჩეველთა 56% ქალები არიან, არსებობს უფრო მეტი  შანსი პოლიტიკური პარტიების წინაშე ამ მოთხოვნის წარმოსაჩენად. ამისათვის საჭიროა ამომრჩეველი ქალების მობილიზება და მათთან მუშაობის გაძლიერება ერთი საერთო მიზნის მისაღწევად.

ახალი მემარჯვენეების ბათუმის საქალაქო ორგანიზაცია დიდ იმედებს ამყარებს მათი პარტიის წევრ ლიდერ ქალებზე, რომლებსაც გააჩნიათ წარმატებული პოლიტიკოსისთვის საჭირო ყველა თვისება: პროფესიონალიზმი, ავტორიტეტულობა, პასუხისმგებლობა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი, სოფო კახაძე ხელმძღვანელობს ქალთა საბჭოს ამ პარტიაში. ახალ მემარჯვენეებიდან საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.

რესპუბლიკურ პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრთა სიაში დაახლოებით 40%-ს ქალები წარმოადგენენ. აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ქალები. შვიდმა მათგანმა წარმატებით გაიარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირება.  პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ხელს შეუწყობს სოციალური სახის პრობლემებზე ყურადღების უფრო მეტ გამახვილებას. თუმცა ამისათვის საჭიროა მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და მიზანდასახული ქალი კანდიდატების წარმოდგენა საარჩევნო სიებში.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1218 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0