|
რეზოლუცია 1325, 1820,პეკინის პლატფორმა - რამდენად იცნობენ ამ საერთაშორისო დოკუმენტებს ახალგაზრდა ქალები, რამდენად აუცილებელია მათი ცოდნა და როგორ მუშაობს ეს დოკუმენტები პრაქტიკულად - სწორედ ეს საკითხები განიხილეს თებერვლის თვეში ქუთაისში (22.02.10), ხონსა (24.02.10) და სენაკში (26.02.10) შეკრებილმა გოგონებმა.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტების არსებობა არ არის ყველაზე მთავარი, -მნიშვნელოვანი მათი შესწავლა და ამუშავებაა.
21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს ქალის უფლებებზე საუბარი, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ამ დოკუმენტების ცოდნა დაგვეხმარება საზოგადოებაში თანასწორობა დავამკვიდროთ, - დარიკო კვარაცხელია.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. . |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1229
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.02.2010
|
|
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა თავიანთი წინასაარჩევნო განწყობა დააფიქსირეს. კლუბზე აღინიშნა, რომ ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ჯერ-ჯერობით არ არიან გამოკვეთილი ქალი კანდიდატები.
ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა გაგუამ, რომელიც კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრია, შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი ერთი თვით მანჩესტერში იმყოფებოდა. პროექტი, რომელიც ევრო კავშირმა დააფინანსა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და პიროვნების თემში ჩართვას ისახავდა მიზნად.
კლუბის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და დაამატეს, რომ ბრიტანულ გამოცდილებას ქალბატონი ნანა საკუთარი სკოლის განვითარებაში გამოიყენებს.
შეხვედრას ადგილობრივი პრესის წარმომადგენელი - „გურია-ნიუსის" ჟურნალისტიც ესწრებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაზეთის უახლეს ნომერში დაიბეჭდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED). |
კატეგორია:
კლუბები
|
ნანახია:
1259
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.02.2010
|
|
თებერვალის თვეში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 16 კოლექტიური შეხვედრა მოაწყო იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). ფსიქორეაბილიტაცია გაიარა 144 -მა ქალმა. მათ შორის ინდივიდუალურ შეხვედრაზე ფსიქოლოგს დახმარებისათვის მიმართა 18 ქალმა.
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ქალები ყველა რეგიონში ძირითადად განსახლების საკითხზე არიან ორიენტირებული. გარდა ამისა, ხშირად საუბრობენ ოჯახურ პრობლემებზე, რომ მცირე შემოსავალი ოჯახში ხშირად ხდება კონფლიქტის საფუძველი. არის შემთხვევები, როცა დედები დახმარებას ითხოვენ ფსიქოლოგისგან იმის გამო, რომ საკუთა შვილებს ვეღარ ცნობენ, ვერაფრით ხვდებიან, რატომ გახდნენ ისინი აგრესიულები.
- ბევრ სასიკეთო რჩევებს ვიღებთ, ბევრად უფრო დაწყნარებულები გამოვდივართ ამ შეხვედრიდან.
- ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთის მხარდაჭერას ვგრძნობთ. ფსიქოლოგი სწორ მიმართულებას გვაძლევს, როგორ მივხედოთ საკუთარ პრობლემებს.
- ეს იმ ქალების შეხედულებებია, რომელიც ფსიქოლოგის შეხვედრებს ესწრებიან. ფსიქორეაბილიტაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1229
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.02.2010
|
|
„სამოქალაქო დიალოგის პროცესი ადამიანური უსაფრთხოების და საომარი მოქმედებების განუხლებლობის გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში"- გრძელდება საინფორმაციო შეხსედრები ამ თემაზე საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.
ბოლო სამი შეხვედრა მოეწყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში (ქუთაისში,19.02.10), ანასეულის სამეცნიერო კვლევით ცენტრში (ოზურგეთი,23.02.10), ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში (26.02.10).
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ქართველი და აფხაზი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებზე „ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში ".
შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, ომის განუახლებლობაზე ხელისმოწერა უნდა არსებობდეს, მაგრამ ამავდროულად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1288
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.02.2010
| |