9-11 თებერვლის ჩათვლით ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის სამდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.
რა უდევს საფუძვლად მოძალადის აგრესიას; რას ემყარება ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობები; რა არის სწორი კომუნიკაცია, რომელი სტერეოტიპები არღვევს ოჯახურ ჰარმონიას; - ამ და სხვა საკითხების განხილვისას მონაწილეთა აქტიურობამ პიკს მიაღწია.
განსაკუთრებული ინტერესი ფორუმ-თეატრის ელემენტების მიმართ დაფიქსირდა, როცა როლური თამაშებით ხდებოდა კონფლიქტის არსის, მისი ფაზების, სხვადასხვა ეტაპზე კონფლიქტის შეჩერებისა და მართვის უნარის გაცნობა.
ფსიქოლოგის ბლოკი მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიის განსაზღვრას მიეძღვნა. იურისტმა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონზე, მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.
ფონდელები სამდღიან მუშაობას პროდუქტიულს უწოდებენ:
- საშუალება მოგვეცა საკუთარი მოსაზრება ხმამაღლა გამოგვეხატა.
- აქ იყვნენ ტრენერები, ასისტენტები, ერთმანეთის საქმიანობაც შევაფასეთ.
- სხვა კუთხით შევხედეთ განხილულ საკითხებს. გამოცდილება მომავალ საქმიანობაში დაგვეხმარება.
- ეს იყო ადრენალინი მომავალი მუშაობისათვის, ბოლომდე დავიხარჯეთ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |