ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა გასვლითი შეხვედრა სოფელ ბიის საჯარო სკოლაში მოეწყო.
შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების გარდა ესწრებოდნენ ამავე სკოლის დირექტორი, პედაგოგები და უფროსკლასელები.
შეხვედრის მონაწილეებთან ერთად აქტიური დისკუსია გაიმართა თემაზე - ქალი და პოლიტიკა, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. განისაზღვრა ის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას აფერხებს.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები. გოგონების აზრით, ქალს სჭირდება ხელისშემწყობი გარემო იმისათვის, რომ საზოგადოებაში უფრო აქტიურად გამოჩნდეს. რადიკალურად განსხვავებული იყო ვაჟების პოზიცია, ისინი ქალებს ოჯახში, სამზარეულოში მოიაზრებენ, თუმცა ცხარე დისკუსიის შემდეგ საერთო შეხედულებებიც ჩამოყალიბდა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |