ხუთშაბათი, 28.03.2024, 21:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » თებერვალი » 19

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ფოთის ქალთა კლუბზეც მსჯელობენ.

 ქალბატონები იმედოვნებენ, რომ წლევანდელ არჩევნებში კანდიდატთა სიებში ქალები მეტი რაოდენობით მოხვდებიან და სათანადო   ადგილებსაც დაიკავებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა შორის უკვე გამოიკვეთა ქალი-კანდიდატი. საკრებულოს წევრის - დარეჯან ცხვიტარიას კანდიდატურას კლუბის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს. იმედოვნებენ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის სოციალურ პრობლემატიკას, ქალთა უფლებებს, ჯანდაცვის სფეროს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1200 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2010

კლუბის შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მასში მონაწილეობა მიიღეს კლუბის მუდმივმა წევრებმა.

შეხვედრის თემა იყო: ადმინისტრაციული რაიონები აფხაზეთში.

კლუბის მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები. ინტერაქტიული მუშაობა, ტვინის შტურმი, დისკუსია.

გოგონებს ბევრი შეკითხვები გაუჩნდათ აფხაზეთის გეოგრაფიასთან დაკავშირებით. რამდენი სოფელი, ქალაქი, მდინარე, ტბა არის აფხაზეთში. შესაძლებლობა ჰქონდათ აფხაზეთის ღირშესანიშნავი ადგილები სურათებით ენახათ.

„აფხაზეთის გეოგრაფია არ ვიცოდი და ძალიან შემრცხვა, როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველა ქალაქის დასახელება არ მცოდნია" - ნათია ჩიხრაძე.

კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ შეხვედრები მათ ბევრ ინფორმაციას მისცემს საკუთარ კუთხეზე.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1121 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0