5 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სტუდენტი საზოგადოების ინფორმირება კვლევის
"დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო და მათი პოზიციების დაფიქსირება კოფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის გზებზე, კერძოდ, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე.
შეხვედრას წერეთლისა და სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ. დისკუსიების შედეგად მონაწილენი შეთახმდნენ, რომ შეთანხმება ომის განუახლებლობის ირგვლივ აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის დამყარების კუთხით. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ იმ საფრთხეებზე, რომელსაც ის შეიცავს საქართველოსთვის. "სანამ არ მოხდება ნეიტრალიზება იმ საფრთხეებისა, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის, არ შეიძლება საუბარი უსაფრთხოების სრულყოფილ გარანტიებზე’’;
"საჭიროა რეალური ინფორმაციის გავრცელება არსებული სიტუაციის ირგვლივ და აქ თავისი სიტყვა ახალგაზრდებმაც უნდა თქვან”;
"რუსეთი აწარმოებს პერმანენტულ საინფორმაციო ომს საქართველოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეყავს, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას”.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |