პარასკევი, 29.03.2024, 11:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » თებერვალი » 17

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ივერიაში" ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მომავლის ხედვა - იგპ-თა მიმართ 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლება".

 კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ  და მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (დანიის ლტოლვილთა საბჭო, ევროკავშირი, შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი).

კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, დევნილები სხვადასხვა რეგიონებიდან. ფონდ „სოხუმს" წარმოადგენდა ორგანიზაციის თანათავმჯდომარე, ქალბატონი მერი გელაშვილი.

პლენარული სხდომა დაიწყო ვალერი კოპალეიშვილის (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი) გამოსვლით, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების 2009 წლის მიღწევებზე.

 კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფურ მუშაობას. მონაწილეებმა 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლებაზე იმუშავეს. პრეზენტაციის შემდეგ შემუშავდა რეკომენდაციები მომავალი წლის სამოქმედო გეგმისათვის, რომლებიც ეხებოდა იგპ-თა ინფორმირებულობის გაზრდას სამართლებრივი საკითხების გადაჭრას, იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კონფერენცია დასრულდა დანიის სახელმწიფო დელეგაციასთან შეხვედრით.

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1451 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2010

17 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც  აფხაზეთის მეხუთე და მეექვსე, ქუთაისის მეჩვიდმეტე  საჯარო სკოლების პედაგოგები, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები შეიკრიბნენ. საუბრის თემა იყო ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის "დიალოგის პროცესი  უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” განხილვა და მონაწილეთა პოზიციების დაფიქსირება უსაფრთხოების გარანტიებზე, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების აქტუალობაზე და მისი დაცვის მექანიზმებზე.

"სამწუხაროა, რომ ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიები წლების წინათ არ შედგა. ბევრი ჩვენთაგანი დღემდე იმ განცდით მოვიდა, რომ ეს საკითხები ყოველთვის ჩვენგან შორს, ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე წყდება”. - ითქვა შეხვედრაზე.

 "შეთანხმება ომის განუახლებლობაზე აუცილებელია, რათა მხარეებს შორის ნდობა  დამყარდეს”, -თვლიან მონაწილეები.  თუმცა, ამასთან ერთად ყურადღებას ამახვილებენ იმ საშიშროებაზე,  რომლებიც  საქართველოსთვის ფრიად რეალურია, თუ არ მოხდა გარანტიების სრულყოფილი მექანიზმების შემუშავება.

გამოიკვეთა საკითხები, რომელთაც მონაწილეებმა პრინციპული მნიშვნელობა მიანიჭეს:

 "ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქართული მხრიდან აფხაზეთის ნებაყოფლობით ჩაბარების ტოლფასი არ უნდა გახდეს”; "ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაში დევნილების საკითხი გვგონია. სანამ საქართველოში თუნდაც ერთი დევნილი იქნება, არ შეიძლება ლაპარაკი წარმატებაზე მოლაპარაკებების კუთხით, თუმცა ვთვლით, რომ გონიერ კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს”.

   შეხვედრის  ბოლოს მონაწილეებმა   საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს. 

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1202 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2010

 

თექვსმეტ გვერდზე  ბევრ რამეს გაეცნობა მკითხველი: ბათუმელ ქალთა შეხედულება ძალადობის პრობლემაზე, ხობში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეთა დამოკიდებულება თანასწორობისადმი... დაფიქრდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იმაზეც, რატომ გარბის სახლიდან 12 წლის ბიჭუნა. გაიგებს, რომ ზოგჯერ ფსიქოლოგსაც სჭირდება ფსიქორეაბილიტაცია.

საზოგადოებასთან მუშაობა, ქალები ჩვენს გვერდით, ინტერვიუ ფსიქოლოგთან, სარედაქციო ფოსტა - ამ ძირითად რუბრიკებზეა აგებული ჟურნალ "ქალთა ხმის"  ახალი, 2010 წლის პირველი ნომერი.

ჟურნალი, წელსაც კვლავინდებურად ორ თვეში ერთხელ გამოვა. ქართული ვერსია - ნაბეჭდი სახით, რუსული კი - ელექტრონული ვერსიით გავრცელდება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1556 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0