22 იანვარს პირველი ტელეგადაცემა ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ამომრჩეველ ქალთა ლიგის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
გადაცემის პირველ ნახევარში ნაჩვენები იყო ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებდა მაყურებელს, რით იყო აღსანიშნავი პროექტის განვლილი ეტაპი, რომელმა ღონისძიებებმა მოიტანეს ყველაზე თვალსაჩინო შედეგები, რა დასკვნები გაკეთდა, რა სტრატეგია იქნა არჩეული პროექტის ახალი ეტაპის წარმატებით წარმართვისათვის.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები (გადაცემის მონაწილეთა უმრავლესობას ისინი წარმოადგენდნენ) მიესალმებიან კლუბების გეოგრაფიის გაზრდას.
"ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა ქალური კონსოლიდაციის ნიმუში უნდა უჩვენონ საქართველოს ამომრჩეველს,”- ასეთი სურვილი გამოთქვეს მისმა წევრებმა.
დისკუსიის თემა გახდა ზოგადად არჩევნების, როგორც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა საქართველოში.
"შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ასე ადრე ვიწყებთ საუბარს 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე. საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნება დემოკრატიის ნიშნული. ქალთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში მისი განსაზღვრის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.
|