პარასკევი, 19.04.2024, 22:53
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » TV გადაცემები

ტელერადიოკომპანია „რიონის" პირდაპირ ეთერში გასულმა ტელეგადაცემამ ფონდი „სოხუმის" მიერ ქუთაისში, სენაკში, ოზურგეთში დაფუძნებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოუთხრო მაყურებელს. გადაცემაში ქუთაისის საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები და ამომჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტები მონაწილეობდნენ.

განხორციელდა ჩართვა ოზურგეთისა და სენაკის საბჭოს წარმომადგენლებთან, რომელთაც იმ პრაქტიკული შედეგების შესახებ ისაუბრეს, რაც პროექტის შედეგად უკვე სახეზეა: ადგილობრივი გენდერული სიტუაციის ანალიზი, დისკუსიები გენდერული ბიუჯეტირების აუცილებლობაზე, საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტი სამოქალაქო აქტივიზმისა და გენდერული განათლების მისაღწევად, გენდერული საჭიროებების კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები. ეს შემდეგში საშუალებას მოგვცემს, საკრებულოებს მივაწოდოთ წინადადებები და რეკომენდაციები,  რომლებშიც სხვადასხვა გენდერული ჯგუფისათვის სასიცოცხლო ინტერესები იქნება წარმოდგენილი და ადგილობრივ ბიუჯეტში  მოხდება მათი გათვალისწინება.

„ის, რომ საბჭო არსებობს, ხელმოწერილია მემორანდუმი თანამშრომლობის თაობაზე, მიუთითებს ბიუჯეტის ფორმირებაში სამოქალაქო ჯგუფების, მათ შორის ქალთა აქტიური ჩართულობის საკითხისადმი თვითმმართველობის კონტრუქციულ დამოკიდებულებაზე", - განაცხადა ქუთაისის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც არ მალავს თავის მტკიცე პოზიციას: „ქალები ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი უნდა იყვნენ".

გადაცემაზე ითქვა, რომ საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობას, პირველ რიგში, ის ადამიანები განაპირობებენ, ვინც ფონდის ინიციატივით მის შემადგენლობაში არიან. ეს გამოჩნდა გადაცემის განმავლობაში განხორციელებულ ინტერაქტივშიც: კითხვაზე, იქნება თუ არა სასარგებლო საზოგადოებისათვის გენდერული საბჭოს საქმიანობა, პასუხები ასე განაწილდა: დიახ  - 68%; არა -  32%.

 

 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 803 | დაამატა: admin | თარიღი: 27.02.2014



10 დეკემბერს, ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ფონდის მეორე გადაცემა გავიდა ციკლიდან - „მშვიდობა  - შინ,  მშვიდობა -  გარეთ". გადაცემამ ორგანიზაციის საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეაჯამა.

როგორი რეზონანსი ჰქონდა საინფორმაციო კამპანიას; რა სიტუაცია აჩვენა ჩატარებულმა კვლევებმა, საინფორმაციო შეხვედრებმა, საზოგადოებრივმა დისკუსიებმა, რომელთა თემები პირდაპირ ეხმიანებოდა კამპანიის სულისკვეთებას; რამდენად პროდუქტიული იყო სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან თანამშრომლობა; როგორ იყვნენ ჩართულნი კამპანიის მიმდინარეობაში სახელისუფლებო რგოლები, მედიასაშუალებები - ამ  და სხვა საკითხებზე იმსჯელეს ტელეგადაცემის მონაწილეებმა, რომელთა შორის ფონდის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ხონისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წევრები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფონდის მიერ გამართულ სამოქალაქო ფორუმს, რომელმაც 9 დეკემბერს, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებლი  ხელისუფლების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის მონაწილეობით განსაზღვრა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციასა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის ფორმები და არასამთავრობო სექტორთან, სხვა ადგილობრივ ინსტიტუტთან  თანამშრომლობის პერსპექტივები.

„მისასალმებელია, რომ ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე განხილვების პარალელურად ადგილობრივ ხელისუფლებაში ხდება ძალადობის აღკვეთის საკითხში შესაბამისი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვის  გაცნობიერება, რამეთუ -   კანონის არსებობა „მწვანე შუქის" ანთება კი არის, მაგრამ ადგილებზე  სწორი და პრობლემაზე მორგებული მიდგომების, შესაბამისი რესურსების გამოძებნის გარეშე შეუძლებელია პრობლემის რეალური მოგვარება", - ითქვა გადაცემაზე.

 

16–დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის" აქტიურ ჩართვას მიეძღვნა რადიო „რიონის" გადაცემაც, რომელიც ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხს შეეხო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 748 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2013


საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის დაწყება, ამ კამპანიაში ფონდი „სოხუმის" მონაწილეობის მასშტაბები კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ტელეკომპანია „რიონის" ეთერში გასულმა ტელეგადაცემამ.

 „დილიდან უამრავი მოლოცვა მოგვივიდა კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. თავიდან ცოტა გვეუცხოვა, შემდეგ კი ეს აღვიქვით, როგორც კამპანიის მნიშვნელობისა და სოციალური ღირებულების აღიარება. წელს გვქონდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებებისაგან მთელ დასავლეთ საქართველოში - დასაწყისში მათ თვალსაჩინო ადგილებში განათავსეს კამპანიის ატრიბუტიკა.  აქტიურად გვიჭერს მხარს ცენტრალური და რეგიონალური მედია - დიდი პატივისცემით ვაფიქსირებთ ჟურნალისტების მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ. ასზე მეტ ღონისძიებაში ფონდ „სოხუმთან" ერთად პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთვებიან და ეს აძლიერებს საერთო ძალისხმევას პრობლემის დასაძლევად", - განაცხადეს გადაცემის მონაწილეებმა.

„სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობა ყველას მიერ არ არის აღქმული, როგორც საზოგადოებრივი სატკივარი, არ არის დანახული, როგორც სოციალური ბოროტება", - ასე მიიჩნევენ ფონდის ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის მონაწილეები. მათ პირდაპირ ეთერში გაითამაშეს სცენები, რომლებიც ჩვენს გვერდით, ყოველდღე მიმდინარე დამანგრეველ პროცესს გვიჩვენებს. მათი შედეგების გამოსწორება ზოგჯერ, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

გადაცემას ერთვოდა ტელესიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ფონდის მიერ გამართულ აქციებს, სადაც კიდევ ერთხელ გაცხადდა საზოგადოების დიდი ნაწილის შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ.

 

  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013

საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის დაწყება, ამ კამპანიაში ფონდი „სოხუმის" მონაწილეობის მასშტაბები კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ტელეკომპანია „რიონის" ეთერში გასულმა ტელეგადაცემამ.

 „დილიდან უამრავი მოლოცვა მოგვივიდა კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. თავიდან ცოტა გვეუცხოვა, შემდეგ კი ეს აღვიქვით, როგორც კამპანიის მნიშვნელობისადა სოციალური ღირებულების აღიარება. წელს გვქონდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებებისაგან მთელ დასავლეთ საქართველოში - დასაწყისში მათ თვალსაჩინო ადგილებში განათავსეს კამპანიის ატრიბუტიკა.  აქტიურად გვიჭერს მხარს ცენტრალური და რეგიონალური მედია - დიდი პატივისცემით ვაფიქსირებთ ჟურნალისტების მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას ოჯახში ძალადობის პრობლემის მიმართ. ასზე მეტ ღონისძიებაში ფონდ „სოხუმთან" ერთად პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთვებიან და ეს აძლიერებს საერთო ძალისხმევას პრობლემის დასაძლევად", - განაცხადეს გადაცემის მონაწილეებმა.

„სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობა ყველას მიერ არ არის აღქმული, როგორც საზოგადოებრივი სატკივარი, არ არის დანახული, როგორც სოციალური ბოროტება", - ასე მიიჩნევენ ფონდის ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის მონაწილეები. მათ პირდაპირ ეთერში გაითამაშეს სცენები, რომლებიც ჩვენს გვერდით, ყოველდღე მიმდინარე დამანგრეველ პროცესს გვიჩვენებს. მათი შედეგების გამოსწორება ზოგჯერ, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

გადაცემას ერთვოდა ტელესიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ფონდის მიერ გამართულ აქციებს, სადაც კიდევ ერთხელ გაცხადდა საზოგადოების დიდი ნაწილის შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ.

 

  პროექტიხორციელდება  ორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 538 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2013

ფონდი „სოხუმის"  მონაწილეობას საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელერადიოკომპანია „რიონმა".

ტელერადიოკომპანია წლების განმავლობაში სოლიდარობას უცხადებს ფონდს საინფორმაციო კამპანიის პერიოდში, რაც გამოიხატება ჟურნალისტების მიერ კამპანიის ატრიბუტიკის ტარებაში,  ფონდის გადაცემების პარალელურად თავად მის მიერ ინიცირებული არაერთი საინტერესო ტელე და რადიოგადაცემის მომზადებაში და პრობლემის საზოგადოებრივი რეზონანსის უზრუნველყოფაში.

 პოპულარულმა საკვირაო გადაცემამ „7 დღე" ვრცელი დრო დაუთმო ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კამპანიაზე, ისაუბრა მის ისტორიასა და დიდ მნიშვნელობაზე.

ცალკე მომზადებულმა სიუჟეტმა ფონდი „სოხუმის" წლევანდელ კამპანიაში მონაწილეობა ასახა. აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და იმ საკითხების ინიცირების  კუთხით, რომელთა მიმართ აუცილებელია საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი თანამშრომლობა. ინტერვიუებში ფონდის აქტივისტები, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ იმ მიმართულებებს, საითაც უნდა იქნეს მიმართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალისხმევა. ეს, პირველ რიგში, მსხვერპლის სათანადო დაცვა, მეტი რესურსების გამოძებნა, ასევე - საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ძალადობის პრევენციის ერთობლივი ღონისძიებებია.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 891 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2012


ფონდის 16-დღიანი კამპანიის ბოლო აკორდი იყო ტელეკომპანია „რიონის" ეთერით გასული ტელეგადაცემა, რომელზეც კამპანიის ფარგლებში ჩატარებული მუშაობა შეჯამდა და მოხდა გაანალიზება იმისა, რა თემები წამოიწია წინა პლანზე, რომელი პრობლემებზე  უნდა მოხდეს რეაგირება, რა საკითხების ირგვლივ არის აუცილებელი კოორდინირებული მუშაობა.

„წლევანდელი კამპანია ძალიან მასშტაბური გამოდგა და მის ფართე საზოგადოებრივ რეზონანსს, ეფექტურობას და ჩართულობას ძალიან შეუწყო ხელი ცენტრალურმა და რეგიონალურმა მედიასაშუალებმა, პარტნიორებმა.  ტრადიციული თანამშრომლობა მედიასთან, სოციალურ ინსტიტუტებთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან კიდევ უფრო გაძლიერდა და მათ რიცხვს დაემატა კერძო ინსტიტუტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრობლემის აქტუალურობის ხაზგასმასთან ერთად მისი გადაწყვეტისათვის საზოგადოების ერთიანობას აძლევს დასაბამს". - ითქვა გადაცემაზე.

გადაცემის სტუმრებმა - ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური მომსახურების სააგენტოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხს, რომ ფონდთან თანამშრომლობის შედეგად მათ არაერთი თემის აქტუალობა დაინახეს და რამდენიმე საკითხის გადაწყვეტისთვის თვითონაც გაააქტიურეს მუშაობა. „ჩვენ დავინახეთ, რომ მიუხედავად  ძალიან ღირებული წარმატებებისა ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის პროგრამაში, უნდა შევიკრიბოთ და სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განვსაზღვროთ, მათი შეფასება მოვისმინოთ,  არსებული გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს".

„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  უკვე საკმაოდ გავაცნობიერეთ, რომ საკითხის ირგვლივ ინფორმაციის აუცილებლობა ძალიან მწვავედ დგას, განსაკუთრებით - თემის დონეზე, სადაც რწმუნებულებს საკუთარი ძალებით უხდებათ ბევრი საკითხის გადაწყვეტა, სახელმწიფო სერვისების შეთავსება".

„ძალიან კარგი იქნებოდა შეხვედრების ციკლი სკოლის დირექტორებთან, ბაღის გამგეებთან".

„ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში ხშირად ასეთი პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ ერთჯერადად გამოხატული ყურადღებით მთავრდება ყველაფერი. ამ დროს კი საჭიროა პერმანენტული ინსტიტუციონალური დახმარება პრობლემის განეიტრალებამდე და სისტემატიური მონიტორინგი. აქამდე ჯერ დიდი გზა გვაქვს, მაგრამ - უნდა დავიწყოთ".

„ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არსებულ, თუნდაც ძალიან მწირ სერვისებზე".

გადაცემის შეჯამებისას კიდევ ერთხელ გახმიანდა, რომ „ეს მხოლოდ 16-დღიანი კამპანიის თემა კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების წესი. ყოველი ადამიანის ცნობიერებაში უნდა დაილექოს ძალადობისადმი შეურიგებლობა".

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 931 | დაამატა: moderatori | თარიღი: 10.12.2012


"ერთად -  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ფონდი „სოხუმის" მიერ „რიონის" პირდაპირ ეთერში ინიცირებულმა გადაცემამ საზოგადოებას  ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის დაწყება ამცნო და იმ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ფონდის აქტივისტებისა და მრავალრიცხოვანი პარტნიორების მონაწილეობით მთელ დასავლეთ საქართველოში იგეგმება. მაყურებელს მოკლედ გაეცნო ის საქმიანობა, რაც ფონდის მიერ წლების განმავლობასი პრობლემაზე პოზიტიური რეაგირებისათვის ხორციელდება.

რა სულისკვეთებით იმართება კამპანია, რა მესიჯები ეგზავნება საზოგადოებას, როგორ ახერხებს ფონდი, მიაღწიოს მის რეზონანსულობასა და აქტიურ ჟღერადობას; როგორია მასში საზოგადოების ფართო მასების, სოციალური ინსტიტუტების ჩართულობა: ფონდის ახალგაზრდა აქტივისტებმა უკვე ჩატარებულ მასშტაბურ საინფორმაციო აქციაზე და მის რეზულტატებზე, ასევე „ტორპედოს" საფეხბურთო სტადიონზე მატჩის დროს დაგეგმილ  ძალადობის საწინააღმდეგო აქციაზე ისაუბრეს.   

„წლების განმავლობაში არაერთი რეიტინგული გადაცემა მქონია, მაგრამ,  ჩვენდა   სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის თემა  ყურადღების მიღმა დაგვრჩა. ეს თემა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა აქტუალური და არაერთი ადამიანის სატკივარი წარმოაჩინა" .

„ძალიან ბევრი თემა  ჩვენს რადიოში თქვენთან თანამშრომლობის შემდეგ გაჩნდა და საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა" - რეგიონალური მედიის ჟურნალისტები აღიარებენ კამპანიაში მედიისა და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას.

ინტერაქტივით გამოვლინდა მაყურებლის დამოკიდებულება საკითხისადმი - „მიგაჩნიათ თუ არა, რომ საზოგადოებრივ -საინფორმაციო კამპანიებს შეუძლიათ, შეცვალონ საზოგადოების დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის საკითხისადმი".  როგორც აღმოჩნდა, მაყურებლის უმეტესობა მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ  კამპანიებს, ინფორმირებას შეუძლია პრობლემის გადაწყვეტაზე გავლენის მოხდენა.

 


კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 854 | დაამატა: moderatori | თარიღი: 26.11.2012

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0