პარასკევი, 26.04.2024, 08:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » TV გადაცემები

ტელეკომპანია „ეგრისზე“ გასული სიუჟეტი სენაკის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერულ სურათს გვიხატავს. საოლქო კომისიის თავმჯდომარეს - მაია ფირცხალავას  აღნიშნული პოსტი 2008 წლიდან უკავია. კომისიის მუდმივმოქმედი წევრებიდან ხუთივე ქალია. არჩევნების პერიოდისათვის 13 ადამიანი ერთვება საქმიანობაში. მათ შორის 11 ქალია, 2 - მამაკაცი. 9 ტექნიკური პერსონალიდან 5 ქალია. ისინი სიამაყით გვიჩვენებენ ცესკოს საპატიო სიგელს, რომელიც მათი გულმოდგინე საქმიანობის გამოხატულებაა.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ფონდი „სოხუმს და მოხარული ვართ, რომ მის მიერ სენაკში ძალიან  საინტერესო საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი“, - ქალბატონი მაია იმედს გამოთქვამს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო მოქალაქეებს ბევრი მათთვის  აქტუალური საკითხის გადაჭრაში დაეხმარება.

საოლქო კომისიის იურისტი, რამაზ კუპრეიშვილი კოლეგების კომპენენტურობასა და მაღალ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობა მისთვის საკმაოდ კომფორტულია.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 799 | დაამატა: admin | თარიღი: 20.05.2014

როგორია ქართული პოლიტიკის სახე, რამდენად „მამაკაცურია“ ის და რა თვისებები გამოარჩევს მამაკაც პოლიტიკოსს. რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს მათ გვერდით კოლეგა ქალები - „რიონის“ ეთერით გასული ტელესიუჟეტში ამ საკითხებზე ქალი პოლიტიკოსები საუბრობენ.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 727 | დაამატა: admin | თარიღი: 18.05.2014

 

როგორ უწყობს ხელს ფონდი „სოხუმი“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო სამოქალაქო ინტეგრაციას; რას ემსახურება ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები - სგანმაანათლებლო პროგრამები, სოციოლოგიური კვლევა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით გამართული მრგვალი მაგიდები; რა ღონისძიებები იგეგმება უახლოეს მომავალში...

ტელეკომპანია „25-ე არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ფონდის მიერ ჩატარებული მრგვალი მაგიდის მონაწილეები, საკონსულტაციო საბჭოს წევრები, დევნილთა და ახალგაზრდული ჯგუფების, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტის საჭიროებას ხედავენ ამ ეტაპზე  და რა მიმართულებითაც უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ინტერვიუერებმა ხაზი გაუსვეს გენდერული ასპექტების ინტეგრირების აუცილებლობას ადგილობრივ ბიუჯეტში.

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=tv25&seekTime=14-05-2014+21%3A09

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 703 | დაამატა: admin | თარიღი: 14.05.2014

ტელესიუჟეტი მრგვალი მაგიდის მონაწილეების პოზიციებს ასახავს იმასთან დაკავშირებით, რამდენად სრულყოფილია ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის არსებული მექანიზმები და რა მიმართულებით არის საჭირო მისი დახვეწა.

როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, ფონდმა მათ კიდევ ერთხელ მისცა საშუალება, გაეცვალათ თავისი მოსაზრებები  ამ საკითხებზე. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ოჯახში ძალადობის საკითხის სიმწვავე - განსაკუთრებით, ბოლო შემაშფოთებელი სტატისტიკის ფონზე - და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, დიალოგის, ინფორმაციის გაცვლის  აუცილებლობა.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2014

როგორ აფასებენ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები გენდერული საჭიროებების კვლევას, რომელიც მათი უშუალო მონაწილეობით ჩატარდა; რა თემებს მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ ბრიფინგი ადგილობრივ ჟურნალისტებთან; როგორ ხდება ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საბჭოს შორის და რამდენად ეხმარებათ ეს საქმიანობაში - ტელეკომპანია „ეგრისის“ სიუჟეტმა მაყურებელს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს „დღის წესრიგი“ კიდევ ერთხელ გააცნო:

„მოხარულნი ვართ, რომ ეს კვლევა ჩატარდა, მან ბევრი პრობლემა თვალსაჩინო გახადა“, - ეს კვლევის მონაწილეების პოზიციაა.

„მადლობა ადგილობრივ მედიას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან თანამშრომლობა - ის, რომ მეტი ყურადღება ექცევა გენდერულ საკითხებს“, - ითქვა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.

„სიამოვნებით გავეცანი სენაკის საბჭოს საქმიანობას. შევხვდი კოლეგა-ჟურნალისტებს. ოზურგეთში  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ეგიდით ჟურნალისტები რამდენიმე ადგილობრივი პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ვართ ჩართული - ამით მედიის სოციალური ფუნქციის ხაზგასმა ხდება“, - სენაკში სტუმრად მყოფი ოზურგეთის საბჭოს წევრი, ჟურნალისტი გიორგი სირაძე კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 648 | დაამატა: admin | თარიღი: 27.04.2014

რეგიონალური მედიასაშუალებები კიდევ ერთხელ გვევლინებიან, როგორც საუკეთესო პარტნიორები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის პოპულარიზაციის საკითხში. ტელეკომპანია „რიონის“ ვრცელი სიუჟეტი პარლამენტისა და ქუთაისის საკრებულოს ყველაზე პოპულარული მამაკაცი პოლიტიკოსების შეხედულებებს გვაცნობს იმასთან დაკავშირებით, როგორ უყურებენ ქალთა მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, რა თვისებებით მოდის ქალი პოლიტიკაში და რა ახალი შტრიხები შემოაქვს „მამაკაცურ დღის წესრიგში“...

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 685 | დაამატა: admin | თარიღი: 20.04.2014

ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში გასული სიუჟეტი ასახავს სენაკის მუნიციპალიტეტში დასაქმებული ქალების წვლილს თვითმმართველობის საქმიანობაში და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ქალთა მხარდაჭერის კუთხით. 

სიუჟეტში კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ნაჩვენებია, როგორ უჭერს მხარს არსებული საკანონმდებლო ბაზა ქალთა მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე;  როგორ ახერხებენ სენაკის თვითმმართველობაში დასაქმებული ქალები პროფესიული და საოჯახო საქმიანობის შეთავსებას, რა წვლილი შეაქვთ ადგილობრივი პოლიტიკის გაუმჯობესებაში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 665 | დაამატა: admin | თარიღი: 10.04.2014

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0