მშვიდობისმყოფელობა და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო საქმიანობაში, საერთოკავკასიური ფორმატი და მისი მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ფონდი "სოხუმის” ეგიდით ქუთაისში ჩატარებული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგ-სემინარი და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები...
"რიონის” სტუდიაში ფონდის წარმომადგენლები, ტრენინგის მონაწილეები, ფორუმ-თეატრის მსახიობები შეიკრიბნენ. ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებულმა ტელესიუჟეტმა მაყურებელს ტრენინგის მსვლელობაზე, ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი ახალგაზრდების ერთობლივ მუშაობაზე მოუთხრო, რის შემდეგაც გადაცემის მონაწილეებმა საკუთარ შთაბეჭდილებებზე, ახალშეძენილ მეგობრებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს...
"ძალიან გვიხარია, რომ ამ ტრენინგში მონაწილეობისშესაძლებლობა მოგვეცა, გვიხარია ისიც, რომ შეგვიძლია, ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს შორის შემაერთებელი ხიდის როლი შევასრულოთ”.
"აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო, როგორც ახალგაზრდებს, როგორც პოსტკონფლიქტურ თაობას. გვაქვს ჩვენი საკეთებელი საქმე, რომლის გამოც საკუთარ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ”. - ითქვატრენინგზე.
ფონდი "სოხუმი” ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო საქმიანობაში და მიაჩნია, რომ საერთოკავკასიურ ფორმატს ამკუთხით დიდი დატვირთვა აქვს. ამიტომ ახალგაზრდების სამშვიდობოინიციატივებს მომავალშიც მხარდაჭერა ექნება. - ითქვა გადაცემაზე.
ფონდი "სოხუმის” მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კანდიდატი ქალების პროგრამებს გვაცნობს და ამომრჩეველთან მათ შეხვედრებს აშუქებს.
მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამები, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, ორსულების პატრონაჟი…
ეს იმსაკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კანდიდატ ქალთა პროგრამებში აისახა.
სიუჟეტში გაშუქდა ფონდი "სოხუმის” საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატ ქალთა პოპულარიზაციისათვის- "ქალთა ხმის" სპეციალური გამოცემა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის კანდიდატ ქალთა პლატფორმების წარმოსაჩენად, საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები…
გაჟღერდა ინფორმაცია 27 მაისის აქციის შესახებ, რომელიც ჩატარდება საქართველოს 15 ქალაქში და სადაც ფონდი "სოხუმის” ინიციატივას საქართველოს სხვა ქალთა არასამთავრობოორგანიზაციებიც უერთდებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ყველა მათგანი ფონდი "სოხუმის” დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრია. მათი სახელი კარგად არის ცნობილი თანაკუთხელებისათვის ფოთში, ქუთაისში, ხობში. ცნობილია მათი პროფესიული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობაც...
ფონდი "სოხუმის” ტელეჟურნალისტთა ჯგუფმა მოამზადა ტელესიუჟეტი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალიკანდიდატების მრავალპარტიული სპექტრი წარმოაჩინა.
რის გაკეთებას აპირებენ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ განსაზღვრავენ პრიორიტეტებს საკუთარ საქმიანობაში...
ამ კითხვებს თვითონკანდიდატები პასუხობენ!
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
"რა მიმართულებით აგრძელებს ფონდი "სოხუმი”ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდის კუთხით განხორციელებულსაქმიანობას; რას გეგმავენ თავის სამოქმედო გეგმებში რეგიონალური ამომრჩეველ ქალთაკლუბები; რას ისახავდა მიზნად და რა შედეგები აჩვენა ქალთა ელექტორატთან ჩატარებულმა კვლევებმა; რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით” - ამ საკითხების გარშემო ისაუბრეს "რიონის” სტუდიაში ფონდის მიერ შეკრებილმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ პროექტის ასისტენტები, ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
...ამომრჩეველ ქალთა ლიგის მოქმედების არეალი ფართოვდება. მას აქტიურად შეუერთდაწყალტუბოს კლუბი, რომელმაც თავის ირგვლივ უკვე შემოიკრიბა აქტიური, ქვეყნის ბედზე გულშემატკივარი ქალბატონები.
...ქალთა პოლიტიკური განათლების მიზნითბათუმში დასავლეთ საქართველოსამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტებისათვისჩატარებულტრენინგზე საარჩევნო კანონმდებლობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებისა და უფლებამოსილების, ზოგადად საარჩევნო განათლებისმნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.
... საუბარი თემისადმი მედიის დამოკიდებულებასაც შეეხო. მონაწილეებმა ისურვეს, რომ მედიამ მაქსიმალურად გამოავლინოს პოზიტიური დამოკიდებულება იმ ღირსეული ქალბატონებისადმი, რომლებიც საქვეყნო ტვირთს არ უფრთხიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
24 მარტს ტელეკომპანია "რიონის” ეთერით გამართულ ტელეგადაცემაში საერთაშორისო ორგანიზაცია”INTERNATIONAL ALERT”-ის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს შესახებ გაიმართა საუბარი. გადაცემას ფონდი "სოხუმის” მესვეურნი, ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები, შეხვედრების მონაწილეები ესწრებოდნენ.
ტელესიუჟეტმა გადაცემისდასაწყისში მოგვითხროპროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრების სერიაზე დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, ანასეული, ხურჩა, სენაკი), სადაც ფონდის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა საზოგადოების სხვადასხვა სპექტრს (ინტელიგენცია, სტუდენტები, დევნილები, ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის შედეგები წარუდგინესომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ. შეეცადნენ, დაეფიქსირებინათ საზოგადოებრივი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.
გადაცემაზე გაჯღერდა ის შეხედულებები, რომლებიც ყველაზე ხშირად იყო დაფიქსირებული შეხვედრებზე.
"საზოგადოება ერთიანია იმაში, რომ ომი არ გვინდა. როდესაც ხელშეკრულების მიღებაზე მიდგება საქმე, საზოგადოების პოზიცია ორად იყოფა”.
"ცალსახად საკითხზე, რომ ხელშეკრულება საჭიროა, არავინ დაობს. ზოგადად, უნდა დაიწყოს დისკუსიები იმაზე, რა გზა იქნეს არჩეული საამისოდ”.
"რაღაც ფორმით, აფხაზებთან უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ მათი დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის გარეშე”.
"ხელისუფლებაშიც არ არის ართგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი".
"უსაფრთხოების გარანტიები ჩვენ უფრო რუსეთთან ურთიერთობისთვის გვჭირდება, მაგრამ აფხაზეთთან ამ საბაზისო დოკუმენტის არსებობა ნდობის აღდგენის უპირველესი მომენტია. თან სასურველია, ეს საქართველოს ინიციატივით მოხდეს და არა ევრო - ან სხვა - სტრუქტურების რეკომენდაციით”.
გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ფონდის მესვეურთა პოზიცია, რომლის მიხედვითად აუცილებლად გაგრძელდება საზოგადოების საკითხისადმი დამოკიდებულების შესწავლა, გაგრძელდება დისკუსიები, რაც მკვლევარებს საშუალებას მისცემს, გაკეთდეს საზოგადოებრივი პოზიციების ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
ტელერადიოკომპანია "რიონის” ეთერით ფონდის "სოხუმის” მიერ პროექტის "მართვა და გამჭვირვალობა” (შერიგების რესურსების მხარდაჭერით) ფარგლებში მომზადებული ტელესიუჟეტი გავიდა.
სიუჟეტში გაშუქებულია საქმიანობა, რომელსაც ფონდი სოხუმი ეწევა სანატორიუმ "მედეაში” მცხოვრები დევნილებისათვის. ნაჩვენებია სიტუაცია, რომელიც არის ობიექტებში, სადაც უკვე განხორციელდაან მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, 2010 წლიდან იწყება ახალი ეტაპი, რომელიც შეეხება ქუთაისის დარჩენილი კოლექტიური ცენტრებში, წყალტუბოში ორგანიზებულად ჩასახლებულ,, ასევე ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების გარკვეულ კატეგორიას. სიუჟეტში საუბარია, ასევე, განსახლების კონკრეტულ ვადებზე, პირობებზე.
წყალტუბოს საკრებულოს ხელმძღვანელის, მამუკა საღარეიშვილის განცხადებით,უყურადღებოდ არ დარჩებიან ის ცენტრები, სადაც ბინათმშენებლობის დამთავრებამდემოუწევთ დევნილებს ცხოვრება და რომლებშიც სადღეისოდ გაუსაძლისი მდგომარეობაა.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
22 იანვარს პირველი ტელეგადაცემა ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ამომრჩეველ ქალთა ლიგის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
გადაცემის პირველ ნახევარში ნაჩვენები იყო ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებდა მაყურებელს, რით იყო აღსანიშნავიპროექტის განვლილი ეტაპი, რომელმა ღონისძიებებმა მოიტანეს ყველაზე თვალსაჩინო შედეგები, რა დასკვნები გაკეთდა, რა სტრატეგია იქნა არჩეული პროექტის ახალი ეტაპის წარმატებით წარმართვისათვის.
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები (გადაცემის მონაწილეთა უმრავლესობას ისინი წარმოადგენდნენ) მიესალმებიან კლუბების გეოგრაფიის გაზრდას.
"ამომრჩეველ ქალთა კლუბებმა ქალური კონსოლიდაციის ნიმუში უნდა უჩვენონ საქართველოს ამომრჩეველს,”- ასეთი სურვილი გამოთქვეს მისმა წევრებმა.
დისკუსიის თემა გახდა ზოგადად არჩევნების, როგორც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა საქართველოში.
"შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ასე ადრე ვიწყებთ საუბარს 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე. საქართველოს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნებადემოკრატიის ნიშნული. ქალთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში მისი განსაზღვრის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.