ტელეკომპანია „რიონის" ეთერით გასულმა ტელეგადაცემამ მაყურებელს დასავლეთ საქართველოში ფონდი „სოხუმის" ინიცირებით ჩატარებული საზოგადოებრივი კამპანიის შედეგებზე მოუთხრო.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდეყოველწლიურად ტარდება და, როგორც ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხელშესახებია ცვლილებები, რაც საზოგადოების ცნობიერებაში ხდება.
„შეუდარებლად იზრდება საზოგადოების ჩართულობა კამპანიაში, მედია სულ უფრო სოლიდარული ხდება, სახეზეა არა ფაქტების კონსტატაცია, არამედ ანალიზიც: რაში მდგომარეობს პრობლემის არსი, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსწორებისათვის". „მადლიერებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ცენტრალური და რეგიონული ტელე-რადიოსაშუალებები აშუქებდნენ კამპანიას, გადიოდა ჩვენი სოციალური რეკლამები".
კამპანიის უშუალო მონაწილეები მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ საუბრობდნენ. თავისი პოზიცია გამოხატეს გადაცემის სტუმრებმა - საზოგადოების წარმომადგენლებმა. მათ კამპანიის საზოგადოებრივ რეზონანსზე გაამახვილეს ყურადღება: „ნორჩი მსახიობების მიერ გათამაშებულმა სცენებმა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვა. დისკუსიები მათ მიერ ინიცირებულ საკითხებზე დღემდე გრძელდება. ჩვენი ქარხნის მრავალრიცხოვანი კოლექტივის სახელით მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ".
„რესპუბლიკური ტელევიზიების მეტი ყურადღება ძალადობის პრობლემის მიმართ მეტ საზოგადოებრივ პროტესტს, საკითხისმიმართ შეურიგებელ დამოკიდებულების დაუდებს სათავეს".
„მსგავსი ფაქტები ყოველდღე ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ არ ვაკეთებთ მათ ანალიზს".
-გადაცემის განმავლობაში უწყვეტად ისმოდა ზარები, რაც საკითხის აქტუალობას კიდევ ერთხელ ცხადყოფდა.
ვუერთდებით პათოსს, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზე მყოფმა ახალგაზრდებმა გამოხატეს: „გვინდა, კამპანიის განწყობა და საზოგადოების ერთიანობა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიასთან ერთად არდამთავრდეს. გვინდა, ეს იყოს საზოგადოების ბუნებრივი მდგომარეობა ყველა ჩვეულებრივ დღეს".
24 ნოემბერს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ტელეგადაცემა გავიდა, რომელიც საზოგადოებას აუწყებდა ფონდი „სოხუმის" საინფორმაციო კამპანიის შესახებ.
ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე,16 დღიანი საერთაშორისო კამპანიაქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიურად იმართებადა მისი რეზონანსულობის ქვაკუთხედი სწორედ მედიასაშუალებების მხარდაჭერაა. ამიტომ გაუკეთდა ორგანიზება რეგიონალური და ცენტრალური მედიასაშუალებებით ფონდის მიერ მომზადებული სოციალური რგოლების ტრანსლირებას, იგეგმება ტელე და რადიოგადაცემები.
გადაცემაში მონაწილეობდნენ ფონდის აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, ფონდის ფორუმ-თეატრის მსახიობები. საინტერესო დისკუსიებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ოჯახში ძალადობისპრობლემის მთელი სიმწვავე, აქტუალობა. საზოგადოების, სხვადასხვა სახელმწიფო და სოციალური ინსტიტუტებისგაერთიანების აუცილებლობა - პრობლემის გადაჭრისათვის.
„სახლში მშვიდობიდან- მსოფლიოში მშვიდობამდე!" - საერთაშორისო კამპანიისწლევანდელმა სლოგანმა დიდ გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში, რაც ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების აქტიურ მხარდაჭერაში გამოიხატა.
„ოჯახში ძალადობა უფრო დიდი კვალს ტოვებს ადამიანების ფსიქიკაზე, ვიდრე ომები, სოციალური კატაკლიზმები, იმიტომ, რომ ის ყველაზე ფაქიზს, ადამიანური ურთიერთობების სფეროს ეხება. ამიტომ მიგვაჩნია ფონდი „სოხუმის" მუშაობა ამ კუთხით ასე მნიშვნელოვანი, ღირებული, ამიტომუჭერს მასასე აქტიურად მხარს საზოგადოება", - ითქვა გადაცემაზე.
მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ინფორმაცია მიეღო იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფონდის მიერ კამპანიის ფარგლებში იგეგმება მთელ დასავლეთ საქართველოში. სტუდიაშივე დარიგდა კამპანიის სიმბოლიკა -კალენდრები, პოსტერები და ლურჯი შარფები, რომელსაც კამპანიასთან სოლიდარობის ნიშნად ტელევიზიების ჟურნალისტები და გადაცემების წამყვანები კამპანიის განმავლობაში ატარებენ.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს გადაცემაში დარეკა და თავისი პოზიცია გამოხატა. ეს პირდაპირი გამოხატულებაა იმისა, რომ საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა ამომრჩეველ ქალთა ლიგას და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში", - ითქვა „რიონის" სტუდიაში გამართული გადაცემის ბოლოს, რომელზეც ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტები, პროექტის მონაწილეები საუბრობდნენმიღწეულ შედეგებზე, სირთულეებზე, ზოგადად ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერის კუთხით არსებულ სიტუაციაზე.
საუბარი, ასევე, შეეხოსამომავლო გეგმებს, ახალი პროექტით განსაზღვრულ აქტივობებს, რომელშიც ძირითადი დატვირთვა ენიჭება პოლიტიკაში გენდერული ბალანსის შეცვლის მიზნით მომავალისაპარლამენტო არჩევნებისათვის ელექტორატის გააქტიურებას და ქალ-კანდიდატთა ირგვლივ მობილიზებას.
ზარების გარკვეულ ნაწილში მოსახლეობისათვის მტკივნეული საკითხების ადვოკატირების დაკვეთა გაისმა, რასაც კლუბების ადვოკატირების ჯგუფთან ერთად ტელეკომპანიაც გამოეხმაურა - მომზადდა ტელესიუჟეტები გადაცემისათვის „7 დღე", ეს კი პრობლემების სამომავლო გადაწყვეტის წინაპირობაა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
16 სექტემბერს, ფონდი „სოხუმის"მიერ ორგანიზებულ, ტელეკომპანია „რიონის" ეთერით გასულ ტელეგადაცემაშიმაყურებელთა ინტენსიური ზარები მოწმობდა, რომთემა საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების ნუსხიდანაა.
გადაცემამოჯახში ძალადობის პრობლემის გადაწყვეტის საკითხში ადგილობრივი თვითმმართველობის როლი კიდევ ერთხელ გამოკვეთა და ამ თემაზე დაწყებული საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილი საქმიანობის ერთგვარ გაგრძელებად იქცა.
რას მოიაზრებსძალადობასთან ბრძოლის ეროვნული რეფერალური მექანიზი, როგორია მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის რეაბილიტაციის საკითხის მიმართ კანონი და მის პარალელურად არსებული პრაქტიკა, ხედავს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება თავის ქმედით როლსამ პრობლემის გადაწყვეტაში - ამ საკითხებზე საუბარიმაყურებლის ინტერაქტიური ჩართვების ფონზე მიმდინარეობდა.
ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტიდან დასავლეთსაქართველოს სხვადასხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციები დაფიქსირდა, სადაც ისინი ფონდთან თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებასა და ოჯახში ძალადობის საკითხის გადაწყვეტის, ძალადობის პრევენციის მიმართ თვითმმართველი ერთეულების ჩართვის საჭიროებაზე, ადგილობრივ ბიუჯეტში ამ კუთხით გარკვეული თანხების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ.
„სახელმწფოს მიერ მიღებული 2011-2012 წლების სამომედო გეგმის ძირითადი პუნქტები ეროვნული რეფერალური ექანიზმების დახვეწას, ამ მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ გავრცელებას ითვალისწინებს. შეიძლება ითქვას, რომ ფონდი „სოხუმი"ორივე მიმართულებით საკმაოდ სერიოზულად მუშაობს და ამ საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ძალიან სერიუზული მხარდაჭერა დავინახეთ".- ითქვა გადაცემაზე.
საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება ტელეეთერისმომდევნო დღეებშიც გრძელდება.
ფონდი „სოხუმის" მიერ ინიცირებული „თოქ-შოუს" თემა აქტიური ქალების მიმართ მედიის დამოკიდებულებას ეხებოდა.
როგორია მედიის გენდერული ვექტორი საქართველოში - პრესის, რადიოს, ტელევიზიის, სოციალური ქსელების თვალსაზრისით; აღიქვამენ თუ არა მედიას მოკავშირედ აქტიური ქალები და განსაკუთრებით ისინი, ვინც პოლიტიკაში არიან; რამდენად დგას მედიის დღის წესრიგში ქალთა თემატიკა და როგორია სარედაქციო პოლიტიკა ამ კუთხით.
რა გამოცდილება აქვს ფონდ „სოხუმს" ამ მიმართულებით და რამდენად შეიძლება მისი განზოგადება -მაყურებელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ფონდი „სოხუმის" წევრების, ჟურნალისტების, საზოგადოების წარმომადგენლების, აქტიური ქალების დისკუსიები ამ საკითხებზე.
გადაცემაზე ცენტრალური და რეგიონალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ქალბატონებმა, რომელთაც თავისი საქმიანობით კარგა ხანია გააკეთეს პიროვნული და პროფესიული განაცხადი სხვადასხვა სფეროში, თავისი დამოკიდებულება გამოხატეს ფონდის მიერ ინიცირებული სადისკუსიო თემების მიმართ. გაკეთდამედიის გენდერული პოლიტიკისანალიზი, მიმოხილული იყო თემები, რომლების ქალებთან მიმართებაში ყველაზე მოთხოვნადია, მედიის კოსტრუქციულობის საკითხი მათთან მიმართებაში.
საინტერესო განხილვა მოეწყო იმასთან დაკავშჲრებით, თუ როგორ აშუქებენ ქართული მედიასაშუალებები ქალის თემას. ითქვა, რომ სასურველი იქნება, თუკი ქართული ტელესივრცე უფრო მეტ დროს და ადგილს დაუთმობს ქალთა თემატიკას.
ეკა ფხაკაძემ ისაუბრა ფონდი „სოხუმის" დაკვეთით დამზადებულ ფილმზე - „რთული არჩევანი - ქალი პოლიტიკაში". შეეხო ფილმის ორ პერსონაჟს, რომლებიც ნიჭიერი, წარმატებული ქალების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროფესიონალებისპოპულარიზაციით შეიძლება ბევრი ახალგაზრდალიდერი ქალის მოტივირება.
ფონდი "სოხუმის” საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა აღნიშნა, არამარტო ქუთაისში, არამედ თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში არ დარჩენილა აქტიური, საზოგადოების მიერ დაფასებული ქალბატონი, რომელიც სხვადასხვა დროს ფონდის საინფორმაციო მუშაობის თვალსაწიერში არ მოხვდა. ეს იყო არა მარტო მათი პოპულარიზაცია, საზოგადოებისათვის მათი საქმიანობის გაცნობა, არამედ სხვა ქალების მოტივაციაც აქტიური სამოქალაქო და პოლიტიკური საქმიანობისათვის.
„მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა, ფონდი „სოხუმი" საზოგადოებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, აქტიურ პოლიტიკაში მყოფ ქალბატონებთან თანამშრომლობით ცდილობს, შექმნას წინაპირობა, რათა ხელი შეუწყოსქვეყნის მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში ქალების რაოდენობის გაზრდას".
ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაშიარასამთავრობო სექტორის, საზოგადოების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრი ქალები შეიკრიბნენ.
ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი რეგიონალური ამომრჩეველ ქალთა კლუბებისა და საკრებულოს წევრი ქალების ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითებისშესახებ მოუთხრობს ტელემაყურებელს.
ძალიან საინტერესო შეხვედრების შესახებ ყვებიან ბრიუსელში,„ნატოს" შტაბ-ბინაში მიწვეული საკრებულოს წევრი ქალბატონები, რომელთაც რეკომენდაცია ფონდმა გაუწია.
ფონდის მონიტორ ქალთა ჯგუფის წევრებმა საკრებულოს სოციალური პროგრამების მონიტორინგის კუთხით გაწეულ მუშაობაზე მოგვითხრეს. მათი თქმით, ძალიან დაეხმარათ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით აზერბაიჯანში და სომხეთში გასვლითი შეხვედრები.
როგორია ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალის როლი, რამდენად კარგად ახერხებენ ისინი თანაკუთხელთა ინტერესების დაცვას, რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული და რა ინიციატივები აქვთ - სტუდიაში მყოფი სტუმრები, დეპუტატი ქალები ამ საკითხების ირგვლივ საუბრობდნენ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს უამრავი პრობლემა აქვთ და, ხშირად, ისინი ჩვენზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვცდილობთ, არ გავამტყუნოთ მათი იმედები". -ასეთი იყო მათი პოზიცია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ფონდი "სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა, რომელსაც დევნილი მოზარდები, პედაგოგები, უფლებადამცავი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოეტები და მსახიობები დაესწრნენ.
გადაცემის მსვლელობისას პასუხი გაეცა კითხვებს: როგორია გარემო, რომელშიც ჩვენი შვილები ცხოვრობენ; აქვთ თუ არა მათ ოპტიმალური პირობები ჯანსაღი და სრულფასოვანი განვითარებისათვის ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში.
იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, გაიზარდონ არაძალადობრივ გარემოში. მათი ჯანმრთელობა, სულიერი დაგონებრივი განვითარება საყოველთაო ზრუნვის საგანი უნდა იყოს - პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან.
ტელედისკუსიისას აქტიურობდნენ მოზარდები დევნილი ოჯახებიდან. მათ თავიანთი ოცნებებიც გააჟღერეს, ბავშვური ხედვაც დააფიქსირეს იმაზე, რაც მათ ირგვლივ ხდება და ყველა თანატოლს მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი უსურვეს.