ოთხშაბათი, 24.04.2024, 21:32
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » TV გადაცემები

გადაცემას ფონს ინტერაქტივი უქმნიდა. (კითხვა - არის თუ არა ასახული პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ქალთა საკითხები. კი - 46 %;  არა - 54% ).  მონაწილეთა აქტიურობამ აჩვენა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში თანდათანობით დგება ქალთა მეტი პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი.

... რა დოკუმენტი შეიმუშავა ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა ლიგამ, როგორია მისი ძირითადი პრინციპები, ხედვები და პრიორიტეტები გენდერული თანასწორობის მიღწევისა  და ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად  უახლოესი სამი წლისათვის;  როგორ უნდა მოხდეს ამ პრინციპების რეალიზაცია - ფონდის აქტივისტები, დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები „რიონის" პირდაპირ ეთერში ამ და სხვა საკითხების ირგვლივ საუბრობდნენ.

როგორც გადაცემის მონაწილეები აღნიშნავდნენ, 2012,  2013, 2014  წლები საქართველოში არჩევნების წლებია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორა აქვთ გაცნობიერებული ქალებს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ პროცესებში, რამდენად ენდობა მათ საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები: „ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია სიების ფორმირებისას ერთი სქესის წარმომადგენელთა არანაკლებ 40% და არაუმეტეს 60%-ის დაცვა"; „ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა გახდეს ოჯახი და ოჯახის დაცვა. ლიგის ხედვაა, რომ  ქალები, რომელთა ოჯახები უმნიშვნელოდ ცდებიან   სიღარიბის ზღვარს, უფასოდ მშობიარობდნენ";  „ორი მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში წარმატებული ოფიციალური მოლაპარაკებებისათვის ქალთა თანაბარი მონაწილეობის პრინციპი უნდა იყოს დაცული".

ამომრჩეველ ქალთა ლიგის აქტივისტების განცხადებით, ლიგისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ადგილობრივი პრობლემების გამოვლენა და ამ კუთხით საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან დიალოგის გაფართოება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 20.07.2012

 

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურობისა და ადგილობრივი ხელისუფლების კეთილი ნების თანხვედრა - ასე ფასდება „რიონის" საკვირაო გადაცემაში გასულ ტელესიუჟეტში იმ საკითხთა პოზიტიური გადაწყვეტა, რომელიც ფონდი „სოხუმის" ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

ჯგუფის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობის პოზიტიურ მომენტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლის შედეგიცაა კომუნალური გადასახადების მოხსნა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დევნილებისათვის, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალისა და მისი შვილებისათვის, წყლის მიწოდების გრაფიკის შედარებით მოწესრიგება და დევნილთა დასახლებაში წყალკანალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება.

სიუჟეტში გაჟღერდა მოსახლეობის მადლიერებაც და ახალი სოციალური დაკვეთაც ადვოკატირების ჯგუფისათვის: დევნილთა დასახლებაში უხარისხო სარემონტო სამუშაოების შედეგად გაჩენილი პრობლემები და ხელახალი რეაბილიტაციის საკითხის ადვოკატირება, რასაც, ალბათ, ჯგუფის  შესაბამისი აქტივობაც მოჰყვება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2012

სამოქალაქო ინტერესების დაცვის კუთხით ფონდი „სოხუმის" ქალთა ლიგის საქმიანობა ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად ტელერადიოკომპანია „რიონის"  საკვირაო გადაცემა „კვირის თემაში" გასულმა სიუჟეტმა  ბათუმის ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის მუშაობის შესახებ მოგვითხრო.

 მშობლები და პედაგოგები აღნიშნავენ,  რომ ქობულეთის მე-2 ბაგა-ბაღის შეშით დროული მომარაგების საკითხი კლუბის ადვოკატირების ჯგუფის ძალისხმევით გადაწყდა; უხვნალექიანი ბათუმის რიგ უბნებში კოლექტორები დაბინძურდა, რის გამოც  ნიაღვრების საშიშროება გაჩნდა.  მერიის შესაბამისი სამსახურის მესვეურნი არ მალავენ, რომ პრობლემის გადაწყვეტა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის აქტიურობამ განაპირობა.

მიღწეულმა წარმატებებმა მეტი სტიმული მისცა  ჯგუფის წევრებს. სადღეისოდ ადვოკატირების დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დგას  (მწვანე კონცხის  მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა; ქალაქ ქობულეთის რიგ ქუჩებში გადასასვლელების მოწესრიგება), შესაბამისი სტრატეგიაც არსებობს.

 სიუჟეტმა  ნათელყო, რომ საზოგადოებისა და ოფიციალური სტრუქტურების  ნდობის ხარისხი ქალთა კლუბის  საქმიანობისადმი -  იზრდება.    

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 934 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2012

29 მარტს ტელერადიოკომპანია „რიონის" ეთერით წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის საქმიანობის ამსახველი სიუჟეტი გავიდა. ჯგუფმა ლობირება გაუწია ამაგდარი დევნილი პედაგოგებისათვის საკრებულოს ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამოყოფის საკითხს. საკრებულოს ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს,  კვლავაც აქტიურად ითანამშრომლოს ჯგუფთან, „მათი საშუალებით შევძელით, საკადრისი პატივი მიგვეგო ადამიანებისათვის, ვინც მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურში გალია".

„ჩვენთვის ეს მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის, ეს დიდი მორალური მხარდაჭერაა, ჩვენი შრომის დაფასება, - ასეთი განწყობა აქვთ მხცოვან პედაგოგებს, რომლებიც  ხალისით მოგვითხრობენ სიუჟეტში თავისი მეტად საინტერესო ცხოვრების შესახებ".

 სიუჟეტმა უკვე ჰპოვა სათანადო გამოხმაურება  - წყალტუბოს ადვოკატირების ჯგუფის გამოცდილების გაზიარების სურვილი ამომრჩეველ ქალთა რეგიონალურმა კლუბებმა გამოთქვეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 967 | დაამატა: admin | თარიღი: 30.03.2012

„ძალიან მიხარია, რომ ეს პრობლემა წამოჭერით. თითქოს ჩვენს ოჯახებში ხდება ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვუსმენთ. საწყენია, რომ მოხუცებს უდიერად ვეპყრობით, ეს ხომ ჩვენი ტრადიციებისთვის ძალიან უცხოა!"

„სცენის ნახვისას სურვილი გამიჩნდა, ყველა ჩემს თანატოლს მოვუწოდო, მოვეფეროთ ბებიებს, ისინი ხომ ყოველთვის არ გვეყოლებიან?!"

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გადაცემისათვის. ძალიან აქტუალური თემები გაქვთ აღებული სადისკუსიოდ. ჩვენს საზოგადოებს სჭირდება ყველაფერ ამაზე დაფიქრება!’’

„სამწუხაროდ, ჩვენი ახლობლები ლუკმაპურის შოვნაზე არიან გაფაციცებულნი და არ უკვირდებიან ბავშვის ფსიქიკას, არ ეძებენ მიზეზს, რატომ არის ის აგრესიული, გაღიზიანებული".

„გულში მომხვდა ნანახი სცენები, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში სხვების ჩარევას სიკეთე არ მოაქვს"...

„რიონის" პირდაპირ ეთერში გასულ ტელეგადაცემაში ფონდის ახალგაზრდულმა ფორუმ-თეატრმა პირდაპირ ეთერში გაითამაშა სცენები, რომლებიც დიდი ხანია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს დისკუსიებისკენ უბიძგებს, რადგან, როგორც გადაცემაზე ითქვა,  „ავის და კარგის გარჩევა ემოციით უფრო ადვილია. შეიძლება, მოვისმინოთ,  ინტერნეტში  სტატისტიკას გავეცნოთ, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობების მიერ ასეთი ოსტატობით გათამაშებული ადამიანური დრამები ჩვენში ჯანსაღ პროტესტს აღძრავენ ძალადობის მიმართ".

როგორც აღმოჩნდა, საეთერო დრო არ ეყო ადამიანური ემოციების გამოხატვას. ტელევიზიის, ფონდის მისამართით განუწყვეტლივ ისმის გამოხმაურებები, თხოვნა, საშუალება მიეცეთ, კიდევ შეხვდნენ ფორუმ თეატრს, მეტი ახალგაზრდობა ჩართონ საზოგადოებრივ დისკუსიებში, რათა ამით ხელი შეეწყოს ძალადობის თავიდან არიდებას, გულისხმიერ ადამიანურ ურთიერთობებს.

 

პროექტი ხორციელდება  ფონდი SOROS-ის მხარდაჭერით

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 842 | დაამატა: admin | თარიღი: 29.03.2012

 

24 თებერვალს „რიონის" ეთერში გასულმა ფონდი „სოხუმის"  ტელეგადაცემამ სამოქალაქო ადვოკატირების თვალსაჩინო მაგალითებზე მოგვითხრო.

ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფის წევრები მათ მიერ ჩატარებულ  მუშაობას შეეხნენ. მათ შორის იყო რიგ უბნებში წყლის მოუწესრიგებელი გრაფიკის, მაღალ სართულებზე წყლის გადასახადზე შეღავათის მოხსნის საკითხი. ასევე ძალიან მტკივნეული - ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან  წყლის რესურსის მიმართ არასწორი დამოკიდებულების პრობლემა, რაც ამ რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას უწყობს ხელს. 

ქუთაისის წყალმომარაგებაში არსებული სიტუაცია, ხარვეზები და მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი ღონისძიებები - ამ საკითხებზე   ადვოკატირების ჯგუფის წევრებთან ერთად შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ისაუბრეს.

ტელემაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, ინტერაქტიულ რეჟიმში დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. გამოვლინდა ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც, როგორც გადაცემის სტუმრებმა განმარტეს, ეტაპობრივად გადაწყდება და ამ პროცესის მაქსიმალური შედეგი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი სამსახურების, ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობით, ინფორმაციის ინტენსიური გაცვლით მიიღწევა.

საკითხზე საუბარი გადაცემით არ დამთავრებულა. ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა შემდგომი საქმიანობის კონტურები მონიშნეს. ტელევიზიამ რამდენიმე სოციალურ სიუჟეტზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები უკვე გამოეხმაურნენ მოწოდებას, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამის სტრუქტურებთან მათ უბანში სიტუაციის გამოსწორების მიზნით.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 866 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2012

ოცდაათ იანვარს ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გაიმართა, რომელსაც ფონდის აქტივისტები, ექსპერტები დაესწრნენ.

გადაცემაზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა  იმასთან დაკავშირებით, ზრდის თუ არა ქალთა შანსებს პოლიტიკაში მოსასვლელად დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესაძლებლობა, რასაც დღემდე ბევრი მათგანი ერთერთ სერიოზულ ბარიერად მიიჩნევდა;

დაფიქსირდა, რომ ბოლო არჩევნებთან შედარებით  ბევრი მექანიზმი გაჩნდა, რომელიც ამყარებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის, მათ შორის - გენდერული თანასწორობის კანონი; რეზოლუცია 1325-ისა და გენდერული თანასწორობის კანონის შესრულების ნაციონალური სამოქმედო გეგმები და ა.შ.

„მივესალმებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს და ვისურვებთ, რომ მას მოყვეს რეალური  ნაბიჯები ქალთა მხარდაჭერისათვის, რადგან ქალთა უფრო მეტი გავლენა  პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენი შვილების მომავალს", - ითქვა გადაცემაზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 987 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2012

« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 13 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0