10 დეკემბერს ტელეკომპანია „რიონის ეთერით" ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გავიდა.
გადაცემას ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი უძღოდა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ფონდი „სოხუმის" მიერ25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩატარებულ მუშაობას ასახავდა.
სტუდიაში ფონდის იურისტ-ექსპერტები, ჟურნალისტთა სადისკუსიო კლუბის წევრები, ფორუმ თეატრის მსახიობები, ფონდის ლიდერთა სკოლის სტუდენტები, საზოგადოების სამი თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
როგორია ძალადობის მასშტაბები, სად ვეძებოთ მისი მიზეზები, რა შეიძლება, დავუპირისპიროთ მას, არის თუ არა საზოგადოება შეურიგებელი ძალადობის მიმართ და როგორ შეიძლება არსებული დამოკიდებულების შეცვლა.
საინტერესო პოზიცია გამოავლინეს ახალგაზრდებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ძალადობას აქვს სოციალური შინაარსი. ის არ არის კერძო მოვლენა და არ მთავრდება ოჯახში, არამედ იწყებს გავრცელებას საზოგადოებაში. ამას ამყარებდა რეგიონში მომხდარი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ტრაგედიით დამთავრდა.
საუბარი შეხო კანონს. ითქვა, რომ ის უნდა იცავდეს მსხვერპლს.
გადაცემის განმავლობაში სტუდიაში ისმოდა ზარები, რომლის დროსაც საზოგადოების საკითხისადმი ინტერესი დაფიქსირდა.
კამპანიის პირველი დღის დამამთავრებელი აკორდი „რიონის" ეთერით გასული ტელეგადაცემა აღმოჩნდა.
გადაცემის არატრადიციულმა ფორმატმა - ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის ჩართვა საზოგადოებრივი დისკუსიების სტიმულირებისათვის - გადაცემის რეზონანსულობა განსაზღვრა.
თემები - ძალადობა ქალზე, მოხუცებზე, მოხუცებზე,აგრესიის მაღალი ხარისხი ახალგაზრდებში, გაუცხოება,ღირებულებების საკითხი,- მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა:
„ასეთი გადაცემები ძალიან აქტუალურია"
„მადლობა იმისათვის, რომ მსგავსი თემები წამოსწიეთ"
„ამ სცენებმა ჩემი ცხოვრება დამიყენა თვალწინ"
„მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რათა საზოგადოება უფრო ჯანსაღი იყოს"
- ეს რეპლიკები მაყურებელთა უწყვეტი ზარების დროს ისმოდა. ფონდი „სოხუმი" კვლავაც გააგრძელებს ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიებს.
23 სექტემბერს "რიონის” ტელეეთერში გადაცემათა ციკლის "ქალი და პოლიტიკა” -ბოლო გადაცემა გავიდა.
სტუდიაში ფონდისპროექტის ასისტენტები, იმერეთის რეგიონის ქალთა კლუბებისლიდერები, ჟურნალისტები, ასევე საკრებულოს წარმომადგენელი ქალბატონები შეიკრიბნენ.
გადაცემის დასაწყისში ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი გავიდა, რის შემდეგაც სტუდიაში შეკრებილებმა ბევრ საინტერესო კითხვას გასცეს პასუხი.
გადაცემაზე შეჯამდა წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობა, გაეცა პასუხი კითხვებს - რა იყო დაგეგმილი პროექტით? რა სახის მუშაობა განხორციელდა? რამდენად შეიძლება დაკმაყოფილება მიღებული შედეგებით? რა დაგვრჩა გასაკეთებელი და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში?
ითქვა, რომ პროექტის გასული ეტაპიდაემთხვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა მუშაობის ვექტორები - ამომრჩეველ ქალთა ლიგის გააქტიურება, ქალი კანდიდატების მხარდაჭერა, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა. შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გასული არჩევნების შემდეგ საკრებულოებში ქალთა კლუბის 5 წევრი იქნა არჩეული.
საინტერესო იყო ქუთაისის საკრებულოს ერთადერთი წევრი ქალბატონის მოსაზრება, რომ "გენდერული ყინული აუცილებლად უნდა გალღვეს”. მისივე აღნიშვნით, ძალიან ბევრს აძლევს თანამშრომლობა ფონდთან, განსაკუთრებით სხვა საკრებულოების წევრ ქალბატონებთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.
როგორც აღმოჩნდა, ფარ-ხმალს არც ის ქალბატონები ყრიან, რომლებმაც ამ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწიეს: "ეს ჩვენთვის საუკეთესო გამოცდილება იყო, ხალხთან ურთიერთობის პრაქტიკა, რომელსაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ!”
როგორც გადაცემაზე ითქვა, პროექტის მომდევნო ეტაპი ქალთა კლუბების გაძლიერებას, მათ მუშაობაში დევნილი ქალბატონების მეტ ჩართვას,პოლიტიკურ პარტიებთან თანამშროლობას და ქალთა პრობლემების ადვოკატირებასა და ლობირებას დაეთმობა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
..30 ივლისსტელეკომპანია ,,რიონის" ეთერში გავიდა ფონდი სოხუმის მიერ ორგანიზებული გადაცემათემაზე ქალთა მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ფონდი სოხუმისჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტის ჩვენების შემდეგ აღნიშნულითემის ირგვლივდისკუსია გაიმართა.
ფონდი ,,სოხუმის" პროექტის ასისტენტმა მირანდა გვანცელაძემ ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ფონდი ,,სოხუმი" ახლად არჩეულ ქალ დეპუტატებთან აწარმოებს ურთიერთთანამშრომლობის მიზნით დას. საქართველოს ყველა რეგიონში. საუბარი შეეხო ქალაქქობულეთში გამართულ სამდღიან ტრენინგს , სადაც საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს და მათთვის მრავალი საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
გადაცემაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარემ ნინო თვალთვაძემ, ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემდაფონდი სოხუმის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა როლის გაზრდის აუცილებლობაზეადგილობრივ თვითმმართველობაში; საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, მასმედიის როლის მნიშვნელობაზე.ითქვა, რომ ანალოგიურიღონისძიებები ტრენინგებისა და შეხვედრების სახით აუცილებელია, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, ქალი დეპუტატების შესაძლებლობების გაზრდას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
16 მაისს ტელეკომპანია "რიონის” ეთერში ფონდი "სოხუმის” მიერ ინიცირებული ტელეგადაცემა გავიდა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხებოდა.
გადაცემის ნაწილი ფონდის მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია "International Alert”- ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შედეგებზე საუბარს დაეთმო, რომელიც მიზნად საზოგადოებისათვის ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის - «დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” - შედეგების გაცნობას, კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას ისახავდა.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და სოფლებში ჩატარებული შეხვედრების ირგვლივ პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ისაუბრეს, მათვე ასახეს ის ძირითადი განწყობები, რომლებიც ამ შეხვედრებზე სუფევდა: როგორია საზოგადოების ხედვა, რა საფრთხეებს ხედავენ, რა მიმართულებით თვლიანსაჭიროდ სამშვიდობო მუშაობას,რამდენად რეალისტურია, მათი აზრით, სტრატეგიაოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და რა მომავალი აქვს ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ თანამშრომლობას.
სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს ექსპერტებმა. მათი აზრით, "მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეზღუდულია პოლიტიკური თანამშრომლობის მომენტი, ამ სტრატეგიის მიღებით საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი და კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს. მიღებულია კონკრეტული სამოქმედო გეგმაც, რომლისინსტრუმენტები აუცილებლად დააინტერესებთ აფზაზებსა და ოსებს. საჭიროა დრო და მუხლჩაუხრელი შრომა მის გასატარებლად”.
პროექტიხორციელდება „საერთაშორისოგანგაშის" (International Alert, დიდიბრიტანეთი) მხარდაჭერით.
"რიონის” პირდაპირ ეთერში გასული ტელეგადაცემა არჩევნების გენდერულ ანალიზს ისახავდა მიზნად. გადაცემაზე მოწვეულმა სტუმრებმა- არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული არჩევნების პროცესში, როგორც კომისიის წევრები, თავმჯდომარეები, დამკვირვებლები - ისაუბრეს იმაზე, რამდენად აქტიურად ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა თუ არა ახალ თვითმმართველ ერთეულში გენდერული სურათი, რამდენად იქონია ამაზე გავლენა ქალი ელექტორატისდამოკიდებულებამ.
გადაცემაზე გულისტკივილით აღინიშნა, რომ საზოგადოებაში არ არის ბოლომდე გაცნობიერებული ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა, ალბათ ამით იყო გამოწვეული დაბალი აქტივობა არჩევნებზე.კრიტიკა გაისმა პოლიტიკური პარტიების მიმართაც იმ კუთხით, რომ ვექტორი და ფოკუსი იყო დედაქალაქზე და რეგიონებში საარჩევნო კამპანია თითქმის არ ჩატარებულა, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან.
"ისე გამოვიდა, რომ საინფორმაციომუშაობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ქალი კანდიდატების მხარდაჭერის კუთხით, არასამთავრობოებისმხრიდან ჩატარდა”. - აღნიშნა საიას წარმომადგენელმა.
როგორც გადაცემაზე აღინიშნა, ზოგადი გენდერული სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში (ონი, თერჯოლა, ხარაგაული, ხობი) სერიოზული წარმატებები იქნა მიღწეული ადგილობრივ ხელისუფლებაშიქალთა მეტი ჩართულობის კუთხით.
გადაცემის ორგანიზატორები მომდევნო გადაცემაზე მაყურებელს თავიანთ რჩეულებთან შეხვედრას შეჰპირდნენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
ტელეკომპანია "რიონის” პირდაპირ ეთერში ფონდი "სოხუმის” ექსპერტ-იურისტთა ჯგუფის მიერ ინიცირებული გადაცემა გავიდა, რომელიც ოჯახური ძალადობის თემას შეეხებოდა. გადაცემის დასაწყისში ნაჩვენები სიუჟეტი ორგანიზაციის საქმიანობას ასახავდა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით.
- რა მიზნით შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი,რისკენ არის მიმართული მათი საქმიანობა - ამ კითხვებზესტუდიის სტუმრებმა უპასუხეს. მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიიღო კანონის მონიტორინგის კუთხით, იმაზე, თუ როგორი მექაზნიმები გააჩნია კანონს და რამდენად ეფექტურად მუშაობს ისინი.
სტუდიაში გადაცემის მსვლელობისას არაერთი კითხვა დაისვა, რომელმაც მაყურებელი გაარკვია იმაში, რა სიახლეებია ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის კუთხით, არის თუ არა სინამდვილეში მოძალადის დასჯისპრეცენდენტები, რა ცვლილებებს საჭიროებს კანონი, შესაძლებელია თუ არა მსხვერპლის რეალური დაცვა და როგორ?...
სატელეფონო ზარები მომდევნო დღესაც უწყვეტად ისმოდა ფონდში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი ხასიათის გადაცემები ძალიან აქტუალურია.