რეგიონალურ ტელევიზია „ეგრისში“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა გაშუქდა. საბჭოს ინიციატივით, თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც სკოლამდელი განათლების სისტემაში გენდერული განათლების კომპონენტის შეტანას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. პროექტი ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ნაწილია, რომლის ლობირებაც საბჭოს მიერ აქტიურად ხორციელდება.
სიუჟეტში საბჭოს წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობაზე საუბრობენ.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს გარდატეხა როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ პოლიტიკაში, რათა ქალი გახდეს უფრო დაცული, მოხდეს მისი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით, მინიმალური შედეგით დასრულებული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები, ქალთა გენდერული ძალადობისაგან დაცვის კუთხით არსებული სამწუხარო რეალობა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პრობლემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საზოგადოების თვალსაწიერშიც უნდა მოხვდეს.
როგორ აფასებენ არსებულ გამოწვევებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რა კუთხით უნდა მიმართოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ თავისი ძალისხმევა?
ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ამ საკითხებზე საკუთარ პოზიციებს გვიზიარებენ, გამოკვეთენ სფეროებს, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქალს მხარდაჭერა და გაძლიერება. - ტელეკომპანია „რიონის“ საკვირაო ტელეჟურნალი „7 დღე“ ამ საკითხზე საინტერესო სიუჟეტს გვთავაზობს.
დასრულდა ფონდი „სოხუმისა“ და რეგიონალური მედიის ერთობლივი პროექტი, მინი-კონკურსი სოციალური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობისათვის, რომელიც წარმოადგენს გაგრძელებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისა „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.
გამარჯვებული სიუჟეტები გამოვლინდა ტელეკომპანიების მიერ და ავტორებმა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ ფულადი პრიზები.
პროექტის შედეგად მედიასივრცეში გაჩნდა პროდუქცია, რომელმაც თვალსაჩინო გახადა რიგითი მოქალაქეების ყოფა რეგიონებში - არა მხოლოდ მათი პრობლემები, არამედ ყოველდღიურობა, სამომავლო გეგმები. გაიზარდა რეგიონალური მედიის მოტივაცია, იმუშაონ სოციალური ჟურნალისტიკის მიმართულებით.
წარმოგიდგენთ ამ სიუჟეტებს:
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: სიუჟეტი „მეცხრე ტალღაზე“ (ფოთი)
რა ქმნის საოჯახო ტრადიციებს, რომელზეც იგება ოჯახური ჰარმონია. როგორ ხვდებიან ფოთელი ოჯახები ახალ წელს. რას ნიშნავს მეკვლეობის ფენომენი, რომელიც აქაურების რწმენით, ოჯახის წევრებს მთელი წლის განმავლობაში სიკეთის, ერთმანეთის გაფრთხილების და სიყვარულის იმპულსს აძლევს.
ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო გამოშვებაში პატარა სიუჟეტი ადგილობრივ ლამაზ ტრადიციებს გვიჩვენებს, რომელიც, სიუჟეტის გმირების აზრით, ოჯახებს კრავს და ამთლიანებს.
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: სიუჟეტი „მეგა TV“-ზე (ქუთაისი)
სამოქალაქო ცნობიერება, სოციალური სოლიდარობა - არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების ერთ-ერთი პირობაა.
ტელეკომპანია „მეგა TV-ს“ სიუჟეტები სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ გვიყვება, რომელთაც საზოგადოების სოლიდარობის ჟესტი ნამდვილად სჭირდებათ. როგორც სიუჟეტებიდან ჩანს, სახელმწიფო ცდილობს, არსებული პროგრამების ფარგლებში დახმარება გაუწიოს მათ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
სიუჟეტების ეთერში გასვლის შემდეგ ოჯახებს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაც მათ შეძლებისდაგვარად დახმარების ხელი გაუწოდეს.
ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ფონდი „სოხუმის“ მისამართით სამადლობელი წერილი გამოგზავნა, სადაც მიესალმება ფონდის სწრაფვას, ხელი შეუწყოს სოციალური ჟურნალისტიკის სტანდარტების დამკვიდრებას.
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: ჩახუტება - სიუჟეტი „რიონზე“ (ქუთაისი)
რა არის ჩახუტების ტრადიცია? როგორ ეხმიანება ის კაცთა შორის მშვიდობის სულისკვეთებას?
ადამიანებს ხშირად სჭირდებათ უბრალო, კეთილი იმპულსები, რათა ნეგატიური ენერგიისგან განიმუხტონ, ნაკლები იყოს აგრესია, ძალადობა, სიძულვილი.
ძალიან ადვილია, თესო სიკეთე და სიყვარული. მთავარია - ეს გულით გინდოდეს.
ეს არის ფილმი-სიუჟეტის მესიჯი.
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: ოჯახი - სიუჟეტი „რიონზე“ (ქუთაისი)
რამდენიმე თაობა ერთ ოჯახში, სიყვარულისა და თანაცხოვრების ტრადიციები.
სითბო - რომელსაც გასცემ, ათმაგად გიბრუნდება...
პატარები - რომლებიც ხედავენ სიყვარულს და თანადგომას ოჯახის წევრებს შორის...
როგორ ნაწილდება საოჯახო ფუნქციები და როლები, რამდენად კარგი იარაღია იუმორი და ხელოვნება ყოველდღიური წვრილმანების წინააღმდეგ?
ფილმი-სიუჟეტი ბევრ სასარგებლო რჩევას გვაძლევს.
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: სიუჟეტი „25-ე არხზე“
ოჯახში ძალადობას სიყვარულის სიმცირე შობს - ფილმის მთავარი მესიჯი ჟურნალისტებმა ასე გააჟღერეს. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ სიყვარულს, რომელიც უხვად არის, როცა ოჯახი ცხოვრებას იწყებს და ნაკლებად - წლების შემდეგ?
სიუჟეტის გმირი - მხატვარი საინტერესო გრაფიკას გვთავაზობს: აგრესია, რომელიც ყველაზე დიდი საფრთხეა ადამიანების ჰარმონიული ურთიერთობებისათვის...
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: მეორე სიუჟეტი „25-ე არხზე“
ბავშვების აღზრდა - აგრესიის გარეშე - ეს არის სიუჟეტის მესიჯი.
მრავალშვილიანი ოჯახის დედა თავის გამოცდილებას გვიზიარებს: როცა ბავშვს უბრალოდ ეუბნები: „არ შეიძლება“ და არ უხსნი რატომ - მასში აგრესიის დაგროვებას უწყობ ხელს... სიუჟეტს ჰყავს მეორე გმირი - მამა, რომელიც არღვევს სტერეოტიპს, რომ ჩვენთან კაცები შვილების აღზრდაში არ მონაწილეობენ.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში გააკეთეს სიუჟეტი, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას აანალიზებს.
უბრალო მოქალაქეები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ საკითხზე. რიგითი მოქალაქეების აზრით, „ადამიანის უფლებებს მარტო კანონი კი არა, საზოგადოების მორალიც უნდა იცავდეს“.
სიუჟეტში ითქვა, რომ ფონდი „სოხუმი“ 2003 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა უფლებების დაცვისვის. როგორც ფონდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ბოლო დროს საზოგადოება ნაკლებად მომთმენი გახდა ძალადობის მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მზარდი აგრესია აუცილებლად უნდა განეიტრალდეს, უნდა მოხდეს ძალადობის ფაქტების ანალიზი, მიზეზების შესწავლა და დაცვის მექანიზმების დახვეწა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
„საქმიანობის ხუთი წლის თავზე ჩვენი წრე გაფართოვდა და აფხაზეთელ გოგონათა სამშვიდობო რესურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა“. „შეიქმნა ახალგაზრდული ქსელი. გოგონების თაოსნობით იმართება ღონისძიებები, კამპანიები, ინოვაციური ინიციატივები“. „ჩვენ მნიშვნელოვან პიროვნულ წინსვლას მივაღწიეთ სკოლაში ყოფნის მანძილზე“. „იყო თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი, განათლება კონფლიქტების მართვაში, კომუნიკაციებში, ლიდერობაში, ადვოკატირებაში, მედიასთნ ურთიერთობაში, ფასილიტაციაში, - ამას სკოლას უნდა ვუმადლოდეთ“.
ასეთი სიტყვები გაისმა ტელეჟურნალ „7 დღეში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ლიდერი გოგონებისთვის დიპლომების გადაცემას მიეძღვნა.
კამპანიის ბოლოს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ემთხვევა, ფონდმა „სოხუმმა“ ტელეგადაცემა მიუძღვნა. ფონდის ჟურნალისტებთან ერთად სტუდიაში პრესის, ტელევიზიის, ინტერნეტსააგენტოების ჟურნალისტები, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე იურისტები, ფსიქოლოგები შეიკრიბნენ.
როგორია მედიის როლი ძალადობის პრობლემის გადაწყვეტაში; რამდენად არის დაცული მედიასტანდარტები; რამდენად ჩანს მედიის პასუხისმგებლობა იმაში, რომ არა მარტო გააშუქონ საკითხი, არამედ თვალსაჩინო გახადონ პრობლემის მიზეზები; სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლობა და რეაგირების პროცესი; აჩვენონ მოძალადის დასჯის, ან პირიქით - არასათანადო დასჯის პრეცენდენტები. ხაზგასმული იყო, რომ მედიას, როგორც არავის, ხელეწიფება, ხელი შეუწყოს ძალადობის პრევენციას და აქ იკვეთება ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.
გადაცემაში ჩართული იყო სიუჟეტი, სადაც გამოჩნდა პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულება.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
საკვირაო გადაცემა „7 დღეში“ გასულმა სიუჟეტმა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ ჩართულობა გააშუქა. გადაცემის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფონდი „სოხუმი“ პიონერი ორგანიზაციაა, რომელიც 10 წელზე მეტია, ამ პრობლემის შესახებ ყველა ტრიბუნიდან საუბრობს. ფონდის წარმომადგენლები სიუჟეტში ორგანიზაციის მიერ კამპანიის ფარგლებში გაშლილ საქმიანობასა და საზოგადოების ჩართულობაზე მოუთხრობენ მაყურებელს.
საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე ადგილობრივი საკრებულოს წევრები, რომლებიც ქუთაისის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს წარმოადგენენ, თავიანთ ინტერვიუებში აღიარებენ, რომ სახელმწიფომ დააგვიანა ქმედითი ნაბიჯები ძალადობისაგან დაცვის მიმართულებით და სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს დეფიციტი ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ხაზგასმული იქნა ძალადობის პრევენციის, საზოგადოების ინფორმირებისა და განათლების აუცილებლობა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer