24 თებერვალს ტელერადიოკომპანია „რიონის" ეთერით ტელეგადაცემა გავიდა, რომელშიც პროექტის მონაწილეები და ფონდის მიერ მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
გადაცემის თემა იყო ოჯახში ძალადობის სამართლებრივი და საზოგადოებრივი მექანიზმები, რომლის ირგვლივ ისაუბრეს გადაცემის სტუმრებმა და უპასუხეს მაყურებელთა მიერ პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვებს.
გადაცემის მსვლელობისას მიდიოდა ინტერ-აქტივი, რომლიც მიხედვითაც თვალსაჩინო გახდა მაყურებელთა პოზიცია - მიიჩნევენ თუ არა საჭიროდ ფულადი ჯარიმების დაწესებას მოძალადისათვის. შემოსული ხმების მიხედვით 88 % ემხრობოდა მოძალადეებისათვის ჯარიმების დაწესებას, ხოლო 12 % წინააღმდეგი იყო.
„რა თქმა უნდა, საჯარიმო სანქციებით შეუძლებელია ძალადობის აღმოფხვრა, მაგრამ თუ დასჯა, ზოგადად, იწვევს ქცევის შეკავებას, ის შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ერთერთი შემაკავებელი ბერკეტი მოძალადისათვის", - ასე მიიჩნევენ ფსიქოლოგები.
„სანამ ტელესივრცე ასეთი უკონტროლოა და ხდება ძალადობის აშკარა პროპაგანდა მედიაპროდუქტში, საზოგადოება უძლურია მის წინააღმდეგ", - მაყურებლის ეს რეპლიკა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის განწყობას გამოხატავს, რომელიც შეშფოთებულია მზარდი აგრესიით საზოგადოებაში. |