21-23 თებერვალს ფონდ „სოხუმში" გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: "ოჯახური ძალადობის პრევენცია". მონაწილეობას ღებულობდა შერეული ჯგუფი - სხვადასხვა ასაკის, სქესისა და პროფესიის ადამიანები, ამან ტრენინგი ბევრად უფრო საინტერესო და პროდუქტული გახადა.
ამ დღეების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის საკითხზე, კომუნიკაციასა და კონფლიქტის თეორიაზე, მიეღოთ ფსიქოლოგისა და იურისტის რჩევები, ხმამაღლა გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება.
მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის მეთოდები: სიტუაციური ამოცანები, ჯგუფური თუ როლური სავარჯიშოები. განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა ფორუმ-თეატრის ელემენტების მიმართ, როცა თავად ხდებოდნენ კონფლიქტის მონაწილენი, შეეძლოთ მისი შეჩერება და მართვა.
მონაწილეებმა სურვილი გამოხატეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნეს ჩართული მსგავს ღონისძიებებში. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა - "აქ მიღებული ცოდნის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი თავის ცხოვრებას სხვანაირად შეხედავს და ეცდება, შეცვალოს იგი..."
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |