ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად მიმდინარეობს შეხვედრები რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგთან, თებერვალში სულ ხუთი შეხვედრა მოეწყო ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთსა და სენაკში.
უნდა აღინიშნოს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ქალებს ნაკლებად აქვთ ინფორმაციები, ამიტომ მსგავს შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მკერდის დაავადებები - მასტოპატია, საშვილოსნოს ფიბრომა, სიმსივნური დაავადებები და ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა.