ხუთშაბათი, 25.04.2024, 07:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » იანვარი » 31 » შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან
22:59
შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან

პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმი" აწყობს ყოველთვიურ საინფორმაციო შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან.

იანვარში პარტიებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდის  მიზნებზე - ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და მათი როლის გაძლიერება პოლიტიკურ პარტიებში. ასევე მნიშვნელოვანი იყო პარტიების მხრიდან ინფორმაციის მიღება, როგორ ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და რა შანსები არსებობს ქალებისათვის საარჩევნო სიებში მოსახვედრად.

შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია. 

რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიის წევრ ქალბატონებს აუცილებლად მიეცემათ საკუთარი გამოცდილებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნებში.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა ბერაიამ განაცხადა, რომ ათკაციან სიაში მეორე და მესამე ადგილზე  ის ქალბატონები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც ხელმძღვანელობენ ჯანდაცვისა და განათლების შიდაპარტიულ კომიტეტებს. 

რაც შეეხება კვოტირების სისტემას, პარტიების ხელმძღვანელები სიების გენდერული ნიშნით შედგენას მხარს არ უჭერენ. მათი აზრით, უმჯობესია ყურადღება გაამახვილონ კანდიდატის პროფესიონალიზმზე, შრომისმოყვარეობაზე, ცნობადობასა და გამოცდილებაზე. 
 
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1317 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0