სამშაბათი, 19.11.2019, 17:16
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » რადიოგადაცემები

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა, რომელმაც მსმენელებს 16-დღიანი კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე,  პარტნიორებზე, საზოგადოების გამოხმაურებებზე მოუთხრო.

გადაცემის რესპონდენტები - უბრალო დიასახლისები, ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური ინსტიტუტების წარმომადგენლები  თუ  სამინისტროების ხელმძღვანელები,  საფეხბურთო მატჩის გულშემატკივრები, ორგანიზაციის ახალგაზრდა აქტივისტები, ექსპერტები -  თავიანთ ინტერვიუებში კამპანიის მნიშვნელობას, ძალადობასთან ბრძოლის საკითხში საზოდადოების მაქსიმალურ ჩართულობას და კონსოლიდაციას უსვამენ ხაზს.

გამოიკვეთა ბევრი საკითხი, რომელმაც ცხადყო საზოგადოების უფრო სერიოზული დამოკიდებულება დასახელებული პრობლემებისადმი, კონკრეტული წინადადებები ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური სააგენტოების, პედაგოგების  მხრიდან. „საჭიროდ მიგვაჩნია სოციალური სერვისების გამრავალფეროვნება ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ". „ადგილობრივი ხელისუფლების სახელით გამოვთქვამთ მზაობას, არასამთავრობოებთან ერთად შევიმუშაოთ პროგრამები და  ჩავდოთ მომავალ ბიუჯეტში, რათა მოხდეს ძალადობის პრევენცია, მსხვერპლის დაცვის ხელშეწყობა".

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 678 | დაამატა: moderatori | თარიღი: 10.12.2012


ფონდი „სოხუმი", ტრადიციულად, აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ". რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც რადიომსმენელს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, პარტნიორებზე და სადისკუსიო თემებზე მოუთხრო.

 

„წელს ჩვენი კამპანიის სახე იქნება ქუთაისის ტორპედო"; „საფეხბურთო მატჩის დროს დარიგდება კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები"; „მრგვალი მაგიდები დასავლეთ საქართველოს მასშტაბით სოციალურ პარტნიორობას და  თანამშრომლობას შეუწყობს ხელს"; „ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო აქცია, რომელიც 26 ნოემბერს 12 საათზე მთელ დასავლეთ საქართველოში ტარდება ფონდის აქტივისტების მიერ"; „6 ათასი საინფორმაციო ფურცელი დარიგდება", „ისევ მნიშვნელოვანია მედიაკომპონენტის ჩართვა კამპანიაში"; „ჩვენი აქტივისტი ახალგაზრდები ათობით ღონისძიებას ატარებენ კამპანიის ფარგლებში"...

 

გადაცემაში ფონდის პარტნიორები, არასამთავრობი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ძალადობის პრობლემის გადასაწყვეტად საზოგადოების კონსოლიდაციის აუცილებლობის საკითხებთან ერთად კონკრეტული საკითხების ირგვლივაც საუბრობენ. მაგალითად - მათი აზრით, აუცილებელია განახლდეს ძალადობის პრობლემაზე მომუშავე ჯგუფის მუშაობა და ამ კუთხით ახალი მოწვევის პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობა.

 

რადიოგადაცემამ საზოგადოებას კამპანიის დაწყება ამცნო და საზოგადოებას აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

 

 


კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 688 | დაამატა: moderatori | თარიღი: 26.11.2012

 „მე რომ თავის დროზე ფსიქოლოგი მყოლოდა გვერდით, ბევრად ადვილად მოვერეოდი ჩემს პრობლემებს, ჩემი სულიერი მდგომარეობაც ბევრად უკეთესი იქნებოდა".

- ეს აღსარება ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე გაისმა. აქ შეკრებილი ქალბატონები   ხმამაღლა  აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს („ბოლო წლებში თობათაშორისი გაუცხოების მაგალითები საგანგაშო გახდა.   ბებია-შვილიშვილების კონფლიქტის თემამ ყბადაღებულ „რძლ-დედამთილიანსაც" კი გაუსწრო").  ზოგჯერ  კრიტიკასაც არ ერიდებიან („ჩვენი აზრით, NGO  გარკვეული დოზით აწოდებს  ძალადობის პრობლემაზე ინფორმაციებს მოქალაქეებს, მაგრამ სახელმწიფომაც  უკეთ უნდა დაარეგულიროს სხვადასხვა მექანიზმების მოქმედება, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალური სააგენტოების მუშაობის გაუმჯობესებას").

ცენტრებში დაკავებული სპეციალისტები - იურისტი, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი - თავის ინტერვიუებში ბენეფიციარების საჭიროებებზე საუბრობენ,  მიღებულ რეზულტატებს აფასებენ.    

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 721 | დაამატა: admin | თარიღი: 26.10.2012

„კანონი კარგავს თავის მნიშვნელობას, თუ ის არ იქნა მიტანილი იმ ადამიანებამდე, ვინც უნდა დაიცვას. სწორედ აქ არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, როგორიც „ფონდი"  სოხუმია".

- პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი, ბატონი ზურაბ მჭედლიშვილი,  ძალადობის წინააღმდეგ კანონში მიღებულ ცვლილებებსა და  კანონის იმპლემენტაციასთნ დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს გადაცემაში: „კანონში პერიოდულად ხდება სასიკეთო ცვლილებები, რაც ეტაპობრივად ხორციელდება. ცენტრალურ დონეზე ინფორმაციის გავრცელება არ წარმოადგენს პრობლემას. სხვა საკითხია ადგილობრივ დონეზე, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სრულფასოვანი კომუნიკაციის საკითხი, და ფონდი „სოხუმი", სხვადასხვა რეგიონებში, სწორედ ამ კუთხით მუშაობს და ეს ძალიან ღირებულია".

ფონდის იურისტი ორგანიზაციის იურიდიული მომსახურების ხასიათზე საუბრობს. მისი აღნიშვნით, მოქალაქეები ხშირად საჭიროებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ ითანამშრომლონ საუბნო და საპატრულო პოლიციასთან, სოციალურ სამსახურებთნ, უწყებათაშორის საბჭოსთან, შესაბამისი სერვისების მქონე NGO-ებთან. ორგანიზაცია, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფორმაციის ცირკულაციას ამ რგოლებს შორის.

ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს ფონდის ახალგაზრდულ ფორუმ-თეატრსაც, რომელიც ჩვეულებას არ ღალატობს და ახალი თემებით, ახალი სცენებით მიდის მაყურებელთან. ბოლო სცენებმა ტრეფიკინგის, ტოტალიზატორზე დამოკიდებულების პრობლემა წამოატივტივა ძალადობის თემებთან ერთად. ახალგაზრდა მსახიობების აღნიშვნით, მათ მუშაობაში ეხმარებათ აქტივობები სოციალურ ქსელებში, სადაც კიდევ ერთხელ იკვეთება ფორუმ-თეატრის საქმიანობის პრევენციული დატვირთვა.

თუმცა, მიუხედავად  თემების აქტუალობისა  და სიმძაფრისა, მაყურებელი ერთგვაროვნად არ აღიქვამს ნანახს. ნიშანდობლივი იყო მხცოვანი ქალბატონის სიტყვები: „არ მომწონს, უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ამას ვუყურებ". ეს ნიშნავს, რომ თემის ირგვლივ დისკუსიებისათვის საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გახსნილი...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1794 | დაამატა: admin | თარიღი: 25.09.2012

ფონდი „სოხუმის" მიერ NED-ის მხარდაჭერილი პროექტის შედეგები შეაჯამეს რადიოგადაცემაში პროექტის ხელმძღვანელებმა და მის სხვადასხვა მიმართულებებზე პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა.

პროექტის კოორდინატორი, მერი გელაშვილი თავის ინტერვიუში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა ლიგის მიერ შემუშავებულ ხედვას, თუ როგორ ხედავენ ისინი თავის მომავალს, დემოკრატიის განვითარების პირობებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს წარედგინათ.  კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რიგი პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამებში ასახვა ჰპოვა ქალთა ელექტორატისათვის საჭირბოროტო საკითხებმა, როგორიცაა დეკრეტული შვებულებების საკითხი, ქალთა მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდის ხელშეწყობა  და ასე შემდეგ.

პროექტის შემსრულებლები ინტერვიუებში ხაზს უსვამდნენ ამომრჩეველ ქალთა კლუბების მუშაობის იმ მიმართულებას, რომელიც ადვოკატირების კუთხით ხორციელდებოდა. ყველაზე ნიშანდობლივი არის ის, რომ ეს ჯგუფები სარგებლობდნენ საზოგადოების ნდობის მანდატით. სხვადასხვა სტრუქტურების სერიოზულ დამოკიდებულებას მათი საქმიანობის მიმართ კი ნათელსყოფს ოფიციალური წერილები ადვოკატირების საკითხის გადაწყვეტის შესახებ, ან იმის ახსნით, რატომ არის ამ ეტაპზე შეფერხებული საკითხის გადაწყვეტა.

ინტერვიუ შეეხო საინფორმაციო საქმიანობასაც,  რომელიც ასახავდა ორგანიზაციის მუშაობის შედეგად მოტანილ ცვლილებებს, გავლენას ქალთა აქტივობის ხარისხსა და ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან დიალოგის გაზრდაზე.  

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 585 | დაამატა: admin | თარიღი: 21.09.2012

განსხვავებული ფასეულობები ოჯახის წევრებს შორის, უარი პოზიტიურ კომუნიკაციებზე, სტერეოტიპები, რომლის მიხედვითაც ითვლება, რომ ოჯახურ კონფლიქტებში, როგორც წესი, ქალია დამნაშავე  -  ეს ყველაფერი ანგრევს ოჯახურ იდილიას, ჩნდება აგრესია და აქედან ძალადობამდე, ჩვეულებრივ,  ერთი ნაბიჯია...

რადიო „ძველ ქალაქში" გასული „რადიომონოლოგები" კვლავ ეხმიანება  ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემას. ცდილობს, საზოგადოებას მიაწოდოს რეალური ისტორიები ქალთა შესახებ, რომლებმაც უკვე შეცვალეს. ან ცდილობენ, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება.

 

პროექტიხორციელდება: გერმანიისორგანიზაცია EED-, ეკლესიათაგანვითარებისსამსახურისმხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 696 | დაამატა: admin | თარიღი: 24.08.2012

რა თემები განიხილებოდა  ამომრჩეველ ქალთა რეგიონალური კლუბების ბოლო შეკრებებზე; რომელი საჭირბოროტო საკითხები მოიაზრება  უფრო პრიორიტეტულად კლუბების ადვოკატირების ჯგუფების საქმიანობაში და როგორ მიდის მუშაობა მათ გადასაწყვეტად - ფონდის ჟურნალისტები  მსმენელებს  კლუბების სიახლეებს აცნობენ.

 კლუბებში ოპერატიულად ხდება საარჩევნო კანონმდებლობაში მომხდარი  ცვლილებების გაცნობა, წევრების სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ხელშეწყობა,  ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, რაც ასევე აისახა რადიოგადაცემაში. საინტერესოა ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ახალბედა წევრის აღიარება, რომ მისთვის ძვირფასია არა მარტო ახალი უნარ-ჩვევების დაუფლება, არამედ არაფორმალური ურთიერთობებიც: „რაც მთვარია, კლუბში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალა ერთობაშია. ამაში ადვოკატირების ჯგუფის საქმიანობამ დამარწმუნა!"

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 621 | დაამატა: admin | თარიღი: 22.08.2012

« 1 2 3 4 5 6 7 ... 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0