„მე რომ თავის დროზე ფსიქოლოგი მყოლოდა გვერდით, ბევრად ადვილად მოვერეოდი ჩემს პრობლემებს, ჩემი სულიერი მდგომარეობაც ბევრად უკეთესი იქნებოდა".
- ეს აღსარება ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე გაისმა. აქ შეკრებილი ქალბატონებიხმამაღლააფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს („ბოლო წლებში თობათაშორისი გაუცხოების მაგალითები საგანგაშო გახდა.ბებია-შვილიშვილების კონფლიქტის თემამ ყბადაღებულ „რძლ-დედამთილიანსაც" კი გაუსწრო").ზოგჯერკრიტიკასაც არ ერიდებიან („ჩვენი აზრით, NGO გარკვეული დოზით აწოდებსძალადობის პრობლემაზე ინფორმაციებს მოქალაქეებს, მაგრამ სახელმწიფომაცუკეთ უნდა დაარეგულიროს სხვადასხვა მექანიზმების მოქმედება, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალური სააგენტოების მუშაობის გაუმჯობესებას").
ცენტრებში დაკავებული სპეციალისტები - იურისტი, ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი - თავის ინტერვიუებში ბენეფიციარების საჭიროებებზე საუბრობენ,მიღებულ რეზულტატებს აფასებენ.