კვირა, 24.11.2024, 03:00
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » რადიოგადაცემები

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში გასული გადაცემა ფონდი „სოხუმის" მიერ ზუგდიდში ჩატარებულ დებატებზე მოგვითხრობს, სადაც, როგორც მისი მონაწილეები აღნიშნავენ, „შეიკრიბნენ გულშემატკივარი ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებაში".

გადაცემაში გაშუქდა სხვადასხვა სტრუქტურის საქმიანობა ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. გამოჩნდა პოზიტიური შედეგები, რომლებიც ამ რგოლებს შორის ინფორმაციის სისტემატიური გაცვლისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად  იქნა მიღწეული. და, რაც მთავარია, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა, გამოძებნოს რესურსები ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარებისათვის.

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 714 | დაამატა: admin | თარიღი: 10.03.2014

რა ხდება ქალთ პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით აჭარაში, კერძოდ ბათუმში. რა წვლილი შეაქვთ ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძოდ, ფონდ „სოხუმს". რა მიზნებს ემსახურება გენდერული საკონსულტაციო საბჭო, ვინ არიან მისი წევრები და როგორ აპირებენ ისინი, ხელი შეუწყონ ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული საჭიროებების ინტეგრირებას და მოქალაქეთა ჯგუფების აქტიურ ჩართულობას თვითმმართველობაში - რადიო „თავისუფლება" თავის ეთერს უთმობს ქალთა გააქტიურებისკენ მიმართულ საქმიანობას.

 

ერთ-ერთი რადიოსიუჟეტი „მრგვალ მაგიდას მიეძღვნა, სადაც ადგილობრივ გენდერულ პერსპექტივებზე, ამ კუთხით სახელისუფლებო სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. როგორც ინტერვიუებში გაჟღერდა, საზოგადოების ჯგუფებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს პოზიტიური  მოლოდინი აქვთ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის მიმართ და ოპტიმალურად მიიჩნევენ მის სტრატეგიას, შეასრულოს შუამავლის როლი სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფსა და თვითმმართველობას შორის.

 

http://www.radiotavisupleba.ge/SiteMap.aspx

http://www.radiotavisupleba.ge/schedule/20140303.html

http://www.radiotavisupleba.ge/audio/audio/1077270.html

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 03.03.2014



რადიო „თავისუფლების" ეთერში გასულმა სიუჟეტმა მსმენელებს ფონდი „სოხუმის" მიერ ბათუმში დაწყებულ მუშაობაზე მოუთხრო. როგორც ითქვა, პროექტის ფარგლებში უკვე შეიქმნა გენდერული საკონსულტაციო საბჭო, გაფორმდა მემორანდუმი ქალაქის საკრებულოსთან, ჩატარდა ტრენინგი, რომელიც საბჭოს წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაატარონ საჭიროებების კვლევა და წარმოაჩინონ აქტუალური პრობლემები.

რა გავლენას მოახდენს გენდერული საკონსულტაციო საბჭო  ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე, რამდენად არის მზად ქალაქის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება თანამშრომლობისთვის - ქალაქის ხელმძღვანელობის პოზიციიდან ირკვევა, რომ ისინი აქტიურ ჩართვას აპირებენ საბჭოს მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი ინიციატივების განხილვაში.

 

მოუსმინეთ>>>

 

პროექტი  ხორციელდება  აშშ  სახელმწიფო  დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 892 | დაამატა: admin | თარიღი: 08.02.2014


ფონდი „სოხუმის"  რადიოგადაცემაში შეჯამდა 16-დღიანი კამპანიის შედეგები.

რა გვიჩვენა ინტენსიურმა საზოგადოებრივმა დისკუსიებმა, რა მდგომარეობაა ჩვენს საზოგადოებაში ქალთა გენდერული ძალადობისაგან დაცვის კუთხით - რადიოგადაცემა ფონდის მიერ გამართულ მასშტაბურ აქციებზე, მრგვალ მაგიდებზე, სამოქალაქო დებატებზე, საინფორმაციო შეხვედრებზე მოგვითხრობს.

გადაცემა აშუქებს ფონდის მიერ ჩატარებული ღონისძიებებს, სადაც კარგად გამოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაში:

გადაცემის  რესპონდენტების შეფასებით, კამპანიის მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება და უფრო თვალსაჩინოდ ჩანს საზოგადოების ერთსულოვნება, შეურიგებელი იყოს ქალთა მიმართ ძალადობისადმი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 748 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2013

რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით გავიდაფონდიოხუმის" რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც დგილობრივ თვითმმართველობასთან ჩატარებული მუშაობის შესახებ მოგვითხრობს.

რა კუთხით არიან ჩართულები ადგილობრივი სტრუქტურები ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებაში, როგორ ხედავენ ისინი თავიანთ როლს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სოციალურ სააგენტოებთან, სხვა სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მომენტებს, რა კონკრეტული ინიციატივები აქვთ პრობლემაზე რეაგირების კუთხით. 

გადაცემის რესპონდენტები გულისწყვეტით აღნიშნავენ, რომ თითქმის არ არის თავშესაფრები ოჯახში ძალადობის სრულწლოვან მსხვერპლთათვის. ერთადერთი, რაც ხერხდება, არის  მათი  განრიდება მოძალადისგან. რაც შეეხება მოზარდებს, მათ ბავშვთა  სახლებში ანთავსებენ. საუბარი შეეხო ზუგდიდის გამოცდილებას, სადაც გამგეობა თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს ერთ-ერთი პროგრამით აკმაყოფილებს. მათ შორისოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც არიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოხატავენ მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთონ ძალადობის შემთხვევების მართვაში და ამისთვის სათანადო კანონმდებლობის შექმნაში საკუთარ მონაწილეობასაც  საჭიროდ მიიჩნევენ.

ფონდის წარმომადგენლების მოსაზრებით, მესამე წელია, რაცადგილობრივ თვითმმართველობასთან ტარდება ტრენინგები და  წინსვლა აშკარაა.

„თუ პირველ ხანებში იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობდა და მასზე რეაგირება საჭირო იყო, სადღეისოდ ბევრ  მათგანს თავისი მცირე თუ უფრო დიდი გამოცდილება აქვს  ძალადობის მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებთ. იძებნება რესურსები, რაც მთავარია, იზრდება პასუხისმგებლობა პრობლემაზე რეაგირების კუთხით. მათი მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ინიციატივა ისმის. მათ შორის იყო წინადადება, ჩატარდეს ტრენინგები ადგილობრივი ტერიტორიული მართვის ორგანოების თანამშრომლებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია პრობლემაზე რეაგირების მექანიზმების შესახებ".

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 899 | დაამატა: admin | თარიღი: 22.07.2013

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ძალადობის მსხვერპლთა ანონიმური რადიომონოლოგები გავიდა. ის სხვადასხვა ისტორიებს გვიყვება ადამიანებზე, რომელთაც აერთიანებთ ერთი - ტკივილი, სასოწარკვეთა, დაბნეულობა, შიში გაურკვეველი მომავლის გამო. მათი მოსმენის შემდეგ შეუძლებელია, პროტესტი არ გაგიჩნდეს მოძალადე მეუღლის მიმართ, რომელიც, ალბათ დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა, როცა ღამით მალულად შეაჭრა ცოლს თმები და ამითდასაჯა დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო; ან  არ გაგაკვირვოს მეუღლის ოჯახის წევრების  საქციელმა, რომელთაც რძლის უმკაცრესი კონტროლი ნორმად მიაჩნიათ...   

რადიომონოლოგები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, რომ ოჯახში ძალადობას უმძიმესი შედეგები აქვს. შეგვახსენებს ოჯახური ურთიერთობების სიფაქიზეს, ერთმანეთის, განსაკუთრებით ბავშვების მოფრთხილების აუცილებლობას.

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 855 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2013

განაპირობებს თუ არა კონფლიქტები და პოსტკონფლიქტური პერიოდი ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდას, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე; როგორია ფსიქოლოგიური მოსახურების ხარისხი ჩვენთან - ამ და სხვა საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს საქართველოს პარლამენტის წევრი გ. ვოლსკი.

ორგანიზაცია  „პური მსოფლიოსათვის" წარმომადგენლის განცხადებით,  ქალებზე ძალადობის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს. „მაგრამ, განსხვავებით საქართველოსაგან,   ჩვენთან ბევრია სპეციალიზირებული ცენტრები, სადაც ქალს შეუძლია, მიმართოს და მიიღოს შესაბამისი დახმარება სახელმწიფოსაგან".

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობას უსვამენ ხაზს უკრაინელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ბავშვებთან ერთად მოთავსდეს თავშესაფარში, გაიაროს რეაბილიტაცია, რათა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას".

სახალხო დამცველის რწმუნებული თავის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში იმატა მომართვიანობამ, რაც უკავშირდება პრობლემის ირგვლივ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდას, რაშიც ყველაზე მეტი წვლილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუძღვით".

როგორია ძალადობის თემის მიმართ მედიის მიმართება - პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტები პრობლემისადმი კრიტიკული და სოციალურად ორიენტირებული დამოკიდებულების მომხრე არიან. მათი აზრით, ჟურნალისტებისათვის პრობლემის უფრო ღრმად გააზრებისათვის  არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 883 | დაამატა: admin | თარიღი: 26.04.2013

« 1 2 3 4 5 6 ... 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0