ოთხშაბათი, 27.11.2024, 23:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » რადიოგადაცემები

რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით გასულმა ბოლო გადაცემამ ციკლიდან „ქალი და პოლიტიკა"  - მსმენელებს საშუალება მისცა, მოესმინათ ამომრჩეველ ქალთა კლუბების წევრების,  საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება და შეხედულებები სამომავლო სტრატეგიების თაობაზე.

ფონდ „ სოხუმის" თანათავმჯდომარემ, პროექტის კოორდინატორმა  მერი გელაშვილმა ისაუბრა ქალთა პოლიტიკური აქტივობის მიზნით გაწეულ მუშაობაზე, მიღწეულ შედეგებზე, აღნიშნა ხარვეზებიც. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ქალთა კლუბები და მათი მხარდამჭერები სათანადო ენთუზიაზმით განაგრძობენ მუშაობას ახალ პროექტში, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც აუცილებლად უნდა შეცვალოს  ქალთა მონაწილეობის კუთხით სადღეისოდ არსებული მდგომარეობა.

კლუბების ლიდერებმა ქალთა პრობლემების ადვოკატირების კონკრეტული შედეგები დაასახელეს და აღნიშნეს, რომ მიღებული პრაქტიკა  შემდგომში მეტი პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას მისცემთ, რაც განუხრელად ზრდის მათი რეგიონის ქალთა ნდობას კლუბების საქმიანობისადმი.

„ერთადერთი ქალბატონი ჩვენს საკრებულოში - უკვე ქმნის სათანადო ამინდს. რაც შეეხება ქალთა მონაწილეობის გაზრდას - მე ვეთანხმები ამ აზრს, რომ ქალს შესაბამისი პასუხისმგებლობის უნარი და შესაძლებლობა გააჩნია, ამიტომ მივესალმები მათ მოსვლას პოლიტიკაში", - ასეთი პოზიცია გამოხატა ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1443 | დაამატა: admin | თარიღი: 20.09.2011

27 ივლისს ფონდი „სოხუმის"  მიერ მომზადებულ გადაცემაში ფონდის ბოლო პერიოდში  ჩატარებული ღონისძიებები გაშუქდა.

გადაცემაში საუბარი მრგვალ მაგიდაზე, სადაც შეკრებილმა სპეციალისტებმა განიხილეს ფონდის მიერ შემუშავებული  საკანონმდებლო ინიციატივა.. ფონდის იურისტის განმარტებით,  შემუშავებული იყო ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ, მოძალადის 200 ლარით დაჯარიმების თაობაზე, რომლის ირგვლივ თავისი პოზიცია გამოხატეს პრაქტიკოსმა იურისტებმა .

შეხვედრის მონაწილეების აზრით,   „ოჯახური ძალადობა დღითიდღე იმატებს, ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მოძალადემ თავი შეაკავოს ძალადობის განხორციელებისგან”, „ჯარიმა კარგი საშუალებაა მსხვერპლის დასაცავად, მაგრამ მის ეფექტურობას პრაქტიკა გვაჩვენებს".

გადაცემაში გაშუქდა ფონდი "სოხუმის” გასვლითი შეხვედრები ხურჩაში. ფონდის გინეკოლოგი და ფსიქოლოგი იქ მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ფსიქოლოგი შეხვედრის მონაწილეებს სექსუალურ კულტურაზე ესაუბრა.”ძალიან აქტუალური თემაა,უკეთესია, ბავშვმა არა ქუჩიდან მიიღოს ინფორმაცია, არამედ ოჯახიდან”.

ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი სოფელ კოკს სტუმრობდა. მაყურებელი აქტიურად ჩაერთო სცენებში და სიტუაციის განხილვაში. ცოცხალი სცენები მაყურებლის მონაწილეობით გადაცემაშიც გაჟღერდა.

სიუჟეტში აისახა საინფორმაციო შეხვედრები გოგონებთან, რომელიც გენდერულ თანასწორობის თემას  ეხებოდა.

გადაცემა ოჯახური ძალადობის საკითხებში მასმედიის როლსაც შეეხო.”ეს თემა მედიაში საკმარისად არ შუქდება, უკეთესია,  თუ  ჟურნალისტები უფრო შესაფერის ფორმას შეარჩევენ, მარტო პრობლემის წარმოჩენა არ არის საკმარისი. მედიას შეუძლია ამ კუთხით გარკვეული როლის შესრულება".

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 988 | დაამატა: admin | თარიღი: 27.07.2011

ფონდის მორიგი რადიოგადაცემა პროექტის ფარგლებში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას აშუქებს.  

გადაცემაში გაჟღერდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარომადგენლის, მარტა ბერტის ინტერვიუ. მან აღნიშნა, რომ NED საქართველოში მუშაობს დემოკრატიის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. ის მიესალმება ქალთა აქტიურობას საქართველოში, მაგრამ თვლის, რომ ჯერ კიდევ საკმაო სამუშაოა გასაწევი.

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტები საუბრობენ იმაზე, რომ ქალთა საზოგადოებამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სახელისუფლებო რგოლთან და გააჟღეროს  აქტუალური პრობლემები, ორიენტირებული იყოს მათ გადაწყვეტაზე.

გადაცემაში გაშუქდა ფონდის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე დემოკრატიის კურსს გადის. „ჩვენ როგორ თაობასაც გავზრდით, ისეთ სახელმწიფოს ავაშენებთ. ხვალ ისინი მოვლენ ქვეყნის სამართავად", - აღნიშნა  ქუთაისის საკრებულოში გოგონებთან გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.

   ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის დამფუძნებელი  ლიკა ნადარაია, რომელიც გოგონებთან მუშაობდა, აღნიშნავს: „საქართველო არასოდეს არ იყო ისეთი  პრომამაკაცური, როგორიც ახლაა და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ახალი თაობა ბევრად უფრო გახსნილი და თავისუფალია და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის".
 
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 26.07.2011

"არა - ძალადობას, არა - შეიარაღებას!" - ეს იყო მთავარი მესიჯი ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული  რადიოგადაცემისა, რომელიც რადიო „ძველი  ქალაქის " ეთერით გადაიცა. მასში გაშუქდა საერთაშორისო კამპანია "გლობალური კვირა შეიარაღებული ძალადობის წინაღმდეგ", კამპანიის ფარგლებში ფონდის მიერ ქუთაისში, წყალტუბოში,ხონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და ხურჩაში ჩატარებული ღონისძიებების მონაწილე დევნილთა სულისკვეთება, პოზიცია.

რესპონდენტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რაოდენ დიდი ტკივილი მოაქვს ბოროტად გამოყენებულ იარაღს, უკონტროლო შეიარაღებას, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისათვის.

-ომში და პოსტკონფლიქტურ პერიოდში ხშირად ირღვევა ქალთა უფლებები, ამიტომაც ჩვენ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი ვართ,- ამბობენ რესპონდენტები.

გადაცემამ წარმოაჩინა უსაფრთხოების საკითხის აქტუალობა და გადაცემის მონაწილეთა საერთო მოსაზრება: შეიარაღებული ძალადობა  მხოლოდ უკონტროლო შეიარაღების აღკვეთით შეიძლება ავიცილოთ თავიდან.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1048 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2011

 

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა გავიდა.

 ანონიმური რადიომონოლოგების ფორმატი  საშუალებას იძლევა, იდენტიფიცირების გარეშე მოვისმინოთ ქალების დრამატული ისტორია, რომელთაც მთელი ცხოვრება ისე გაატარეს, რომ არც დაფიქრებულან, ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი, მოძალადე ქმართან ცხოვრებისა და მუდმივი განწირულობის განცდის ნაცვლად სხვა გამოსავალი ეძებნათ.

არასრულფასოვნების განცდა, არშემდგარი კარიერა და პირადი ცხოვრება, დანგრეული ჯანმრთელობა - ეს არის საზღაური იმ მოთმინებისათვის, რაც მათზე განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობის ციკლს ახლდა.

ეს ისტორიები იმით განსხვავდება წინა ისტორიებისაგან, რომ მათზე ამ ქალების ახლობლები ჰყვებიან და არა თვითონ. თავისი მდგომარეობის მთელი დრამატიზმი მათ ჯერაც არა აქვთ გაცნობიერებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად უჭირთ მათ ანალიზი, რეალობის ადეკვატური აღქმა.

სამწუხაროდ, ასეთები ერთეულები არ არიან...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 946 | დაამატა: admin | თარიღი: 16.06.2011

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის მორიგი რადიოგადაცემა გავიდა. როგორ მუშაობენ კლუბები ქალთა პრობლემების ადვოკატირების კუთხით. როგორ ხდება თანამშრომლობა საკრებულოსთან, როგორია საკრებულოების სოციალური პაკეტები, რამდენად ითვალისწინებს ქალთა საჭიროებებს - რადიოჟურნალისტი ცდილობს ამ და სხვა საკითხების ირგვლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია.

"ვთვლი, რომ ყოველი საკრებულოს მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე და ის უნდა ცდილობდეს, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს მოქალაქეებთან. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ გავაღრმავოთ კლუბთან თანამშრომლობა, გავააქტიუროთ ქალები, რათა მათ წარმოადგინონ სხვადასხვა პროექტები", „მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის უნდა იყოს ინტეგრაცია ", „ვცდილობთ, მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული  კლუბი ჩვენი სოციალური პაკეტების შესახებ"- ასე მიჩნევენ საკრებულოს  წარმომადგენელი ქალბატონები, რომლებიც თავის მხრივ აქტიურად თანამშრომლობენ კლუბებთან.

კლუბების აქტივისტები იმ საკითხებზე საუბრობენ, რომელთა ადვოკატირებაც წარმოებს. ბათუმში - სოციალურად დაუცველების სახელმწიფო პროგრამებში მოხვედრის საკითხი, ზუგდიდში - კერძო სკოლების მასწავლებლების ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხი.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1057 | დაამატა: admin | თარიღი: 12.05.2011

„ძველი ქალაქის" ეთერით მორიგი ანონიმური რადიომონოლოგები გაჟღერდა.

„15 წლის მომიტაცეს. 18 წლისა დავქვრივდი, მარტო გავზარდე ორი შვილი. ხელახლა არ გავთხოვილვარ, თუმცა თაყვანისმცემლები არ მაკლდა და მიფიქრია, რომ, შეიძლება, ბედნიერიც ვყოფილვიყავი"...

-ასეთი ისტორიები ერთეული არაა. ერთი მხრივ - რწმენა, რომ ყოველ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, მეორე მხრივ - ხარკის მოხდა საზოგადოებრივი სტერეოტიპებისთვის, რომ ქვრივებს ეს უფლება არ ეხებათ. რადიოისტორია ფიქრისა და განსჯის მასალას იძლევა.

მეორე ისტორიაც მოტაცებული ქალის ბედს ეხება.

ბევრს ეცადა დედა, მაგრამ მკაცრ ბიძებთან ვერაფერი გააწყო - მათ გოგონას მობრუნება სირცხვილად ჩათვალეს. წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი ქალის დაცვა კი ვერ მოახერხეს.  ქომაგად ისევ დედა გამოუჩნდა: ახლა ქალი ნაქირავებ ბინაშია და ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1128 | დაამატა: admin | თარიღი: 12.04.2011

« 1 2 ... 5 6 7 8 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0