რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში გასული სიუჟეტი ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს. საბჭოს წევრები მაღალ შეფასებას აძლევენ ტრენინგს, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარდა:
„ის ძალიან დაგვეხმარა, რომ თვითმმართველობების გენდერული დღის წესრიგის შესაქმნელად აუცილებელ კონცეფციაზე დაგვეწყო მუშაობა“.
„აქამდე გენდერს მხოლოდ ქალთა უფლებების ჭრილში განვიხილავდი. ტრენინგის წყალობით ჩემი თვალსაწიერი ძალიან გაფართოვდა“.
„სხდომებზე განისაზღვრა საბჭოს სტრატეგია და ღონისძიებები. ამით არაერთი ადგილობრივი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა გახდება შესაძლებელი“.
„გვინდა აქტიურად ჩავერთოთ მონიტორინგში, რომელიც ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისას სავალდებულო გენდერული სტანდარტების გათვალისწინებას შეუწყობს ხელს“.
„ამ ეტაპზე საბჭოს წევრები აქტიურად ვართ ჩართული კვლევაში და ვხედავთ, რომ გამოიკვეთა უამრავი საკითხი, რომელიც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს“.
საბჭოს წევრებთან ინტერვიუები მიუთითებს, რომ მათ ღრმად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა ქალთა მხარდაჭერისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისათვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|