პარასკევი, 26.04.2024, 05:16
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » რადიოგადაცემები

რადიო „რიონის“ სტუდიაში მოწვეულმა ფონდი „სოხუმის“  წარმომადგენლებმა და მათმა პარტნიორებმა 16-დღიანი კამპანიის მნიშვნელობასა და შედეგებზე საუბრობდნენ:

 „კამპანიაში ჩართულობის მაღალი ხარისხი პროტესტმა განაპირობა  ქალთა გახშირებული მკვლელობების მიმართ“, „განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მუშაობას ახალგაზრდებთან. მათ ძალიან სჭირდებათ დისკუსიები ჯანსაღ კომუნიკაციებზე. სერიოზულად დაიწყო საუბარი სკოლაში გენდერის, ფსიქოლოგიის  კურსის შემოღებაზე“. „კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ არ არის თანამშრომლობა მათ შორის, ვისაც ძალადობაზე რეაგირების პასუხისმგებლობა გააჩნია“. „გვიხარია, რომ ჩვენი დაჟინებული რეკომენდაციები სტრუქტურათშორისი ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკას ემთხვევა“.

გადაცემამ იმ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მოყვა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 692 | დაამატა: admin | თარიღი: 09.12.2014

25 ნოემბერს   ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეუერთდნენ ერას მოედანზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ფონდი „სოხუმი“ იყო. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდების ჯგუფებთან, რიგით მოქალაქეებთან ერთად   ერთად აქციაზე ფონდის აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბი, დევნილ ქალთა ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილი. 

რადიო „თავისუფლების“ სიუჟეტში, რომელიც ეხება აქციას, რესპონდენტები - გენდერული საბჭოს წევრები საკრებულოდან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქციის სხვა მონაწილეები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს დამოკიდებულება პრობლემის მიმართ; ძალადობის მსხვერპლს უნდა სჯეროდეს, რომ მარტო არ არის კრიტიკულ სიტუაციაში; მოძლადეს უნდა დავანახოთ, რომ ვერ გაექცევა სათანადო სასჯელს;  საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ არ დაუშვას ქალთა მიმართ ძალადობის ახალი შემთხვევები; სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ადამიანმა დაცულად იგრძნოს თავი.

Download>>>

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 748 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

„ძველი ქალაქის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც მსმენელს გააცნო ორგანიზაციის მიერ „16-დღიანი კამპანიის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

რას ფიქრობენ სპეციალისტები, უბრალო მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლების აღმოფხვრის გზებზე; რა საკითხები გამოიკვეთა ფონდის მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივ დისკუსიებზე; რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები; რა პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას მსხვერპლის დაცვის და ძალადობის პრევენციის მიმართულებით - ამ საკითხებზე საინტერესო მოსაზრებები გაჟღერდა.

როგორც პარლამენტის წევრები აღიარებენ, ისინი აშკარად ხედავენ, რომ საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი რიგზე არ არის და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას. „ოჯახს აქვს თავისი კულტურა, თავისი მორალი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის თანხვედრაში იყოს საზოგადოებრივ მორალთან“.  

Download>>>

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია

Brot für die Welt – Evangelischer  Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 754 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

 

რადიო „თავისუფლების“ ციკლი „გენდერული ამბები“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას აანონსებს.

გადაცემაში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობა ქალების დასაცავად.  „ეს იქნება განგაშის ზარი მთელი ქვეყნისთვის, რადგან ძალადობა, ყველაზე ხშირად, ხდება ჩვენი უსიტყვო თანხმობით“.

საუბარი შეეხო გენდერის მედიაცენტრებს, რომლებიც საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნა. როგორც აღინიშნა, ფონდი „სოხუმი“ აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრებთან: „ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს კომუნიკაციას ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ამაღლებას“. გადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის თანახმად გაიზარდა ძალადობის მსხვერპლთა სასამართლოში მიმართვიანობა. „ზოგჯერ განქორწინებაც არ არის გამოსავალი. ყოფილი მეუღლის მხრიდან მუქარა და აგრესია ხშირად ამის შემდეგაც გრძელდება. ძალადობის მსხვერპლის დაცვა, პირველ რიგში, სახელმწიფოს ვალდებულებაა“.

Donwload>>>

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 662 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2014

 
 

რადიო „ძველ ქალაქში“ გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც ოჯახში ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს უსვამს ხაზს და ამ კუთხით ფონდის საქმიანობას ასახავს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჩატარებულ მუშაობას ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დაცვის კუთხით. 

საინტერესოა პარლამენტის წევრების მოსაზრებებიც, რომელთაც საჭიროდ მიაჩნიათ, რომ  ამ მიმართულებით „მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის ევროპულთან მიახლოება“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 756 | დაამატა: admin | თარიღი: 18.10.2014

რადიო „თავისუფლების“ სიუჟეტი ფონდი „სოხუმის“ მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივ დისკუსიებს ეხმიანება და ქალთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ქალთა ჯგუფების, თვითმმართველობის წარმომადგენლების, სპეციალისტების ინტერვიუებს გვთავაზობს. გადაცემაში საუბარია თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გზებზე პრობლემების გადაწყვეტისა და გენდერული მიდგომების დასანერგად.

ყურადღება იქნა გამახვილებული თვითმმართველობის მიერ ქალთა მხარდაჭერის კუთხით  განსახორციელებელ ღონისძიებებზე. გამოყოფილი იქნა ჯგუფები, რომლებიც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებენ ადგილობრივ დონეზე - მარტოხელა დედები, ახალგაზრდა  ოჯახები. გაჟღერდა ფონდი „სოხუმისა“ და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა ადგილობრივ ბიუჯეტში დანერგვას დისკუსიის მონაწილეები მიესალმებიან.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 802 | დაამატა: admin | თარიღი: 27.09.2014

რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობა და იმ საჭიროებების გამოკვეთა, რომლებიც მოქალაქეთა ყველა ფენაზე იქნება მორგებული და ამასთან,  დაცული იქნება გენდერული თანაფარდობა - რადიოსიუჟეტი ფონდი „სოხუმისა“ და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ჩატარებულ ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს ეხება და კვლევის შედეგად მიღებულ რეკომენდაციებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა - გენდერული ბიუჯეტის პოპულარიზაცია, თვითმმართველობის წარმომადგენელთა გენდერული განათლების ხელშეწყობა, ყველა ახალი პროგრამის გენდერული მონიტორინგის, გენდერულად სეგრეგირებული ადგილობრივი სტატისტიკის აუცილებლობა და ადგილობრივი რესურსების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფა.

გადაცემაში ხაზგასმულია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პოზიცია, ხელი შეუწყოს თვითმმართველობის სრულფასოვან  კომუნიკაციას ყველა ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფთან, მათ შორის დევნილებთან. 

ინტერვიუებში ითქვა,  რომ  ზოგიერთი საკითხი, რომელთა ირგვლივ დისკუსიები სხვადასხვა დონეზე  იყო გამართული, ასახულია ადგილობრივი საბიუჯეტო პროგრამების პროექტებში, რაც სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე მიუთითებს.    

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 763 | დაამატა: admin | თარიღი: 25.09.2014

« 1 2 3 4 ... 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0