|
„ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის ფონდ „სოხუმს", აქვთ ერთგვარი მედიაციის ფუნქცია, რომელიც ქვეყანაში გენდერული პრობლემატიკის სწორ გააზრებას უწყობს ხელს", - ასე თვლის ზურაბ მჭედლიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე. ამის დასტურია ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფების მიერ გადაწყვეტილი პრობლემებიც, რომელიც როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე - სხვადასხვა ჯგუფებს ეხება: სოციალური დახმარების აღდგენა შეჭირვებული ოჯახისათვის, საკანალიზაციო ლუკების აღდგენა, ფეხით სავალი გზების მოწესრიგება და სხვა.
...„ამერიკელი კოლეგები აღფრთთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველი ქალების ინფორმირებულობით, განათლებით. ჩვენც უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. რაც მთავარია, ჩვენი გაბედულება, თვითშეფასება გაიზარდა". - ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივისტი, ხათუნა ბეჭვაია ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებულ პროგრამით შეერთებულ შტატებში მიღებულ მოცდილებაზე მოგვითხრობს.
რუბრიკა „აქტიური ქალის" სტუმარი, ოზურგეთის ქალთა კლუბის „უხუცესი" წევრი - ქეთევან ქადიეშვილი თვლის, რომ ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. თავის ოცნებასაც გვიზიარებს: „ძალიან მინდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით იმუშავებს. ასევე - სიამოვნებით გავუზიარებდი ახალგაზრდებს იმ გამოცდილებას, რომელიც ფონდთან თანამშრომლობის შედეგად დამიგროვდა".
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
„ძველი ქალაქის” ეთერში გაჟღერებული რადიომონოლოგები ქალების რთულ ყოფას, სხვადასხვა ცხოვრებისეულ პერიპეტიებს, საზოგადოებრივ სტერეოტიპებთან შეჯახებას ასახავენ:
... ეჭვიანობა - როგორც ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ერთი ფორმა, რომელიც ქალს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს...
საზოგადოება მიიჩნევს, რომ მან შვილების ხათრით ამაზე თვალები უნდა დახუჭოს... ქმარი საკუთარ ქცევაში ძალადობრივს და საძრახისს ვერაფერს ხედავს...
მონოლოგის გმირი გაორებულია. დასკვნები მსმენელმა თვითონ უნდა გამოიტანოს...
...შეიძლება, წლობით ცხოვრობდე გარემოში, რომელიც ძალიან შორს არის იდეალური და ჰარმონიული ოჯახისაგან, მაგრამ არ გაბოროტდე, ღირსება შეინარჩუნო: ქმრისგან უარყოფილი ქალი ზრდის გოგონას, რომელიც მისმა მეუღლემ საყვარელთან გააჩინა (ისინი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ). ყური არ უგდო „კეთილისმყოფელთა" რჩევებს, პატარა ბავშვთა სახლისთვის ვერ გაიმეტა...
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
25 აპრილს რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით ფონდის რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ს მიერ მხარდაჭერილ პროექტში დაწყებული მუშაობის შესახებ მოუთხრო.
პროექტის კოორდინატორი იმ საქმიანობისა და საზოგადოებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს სამწლიანი პროექტის ფარგლებში.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი ეტაპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობაში, რაც მოიაზრებს მეტ ავტონომიას და ადგილობრივი თემის მეტ ჩართულობას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში. ასევე - ორგანიზაციის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლების ადგილობრივ სტრუქტურებთან, რაც გამოიხატება მათთან მემორანდუმების გაფორმებაში. სენაკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაფორმებული მემორანდუმი ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო პრეცენდენტია: „ნებისმიერი, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეიძლება, როდესაც ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანებთ", - ასე აფასებს ამ თანამშრომლობას სენაკის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ბატონი ბესიკ ნარმანია.
იმას, რომ ეს თანამშრომლობა ღირებულია, რესპონდენტთა მიერ აღწერილი შემთხვევებიც ცხადყოფს: რამდენიმე ოჯახის ხვედრი, რომელიც უკეთესობისკენ მხოლოდ საზოგადოებისა და სხვადასხვა სტრუქტურების აქტიური ჩარევის შედეგად შეიცვალა...
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
20 აპრილსრადიო „ძველ ქალაქში" გასულმა რადიოგადაცემამ მაყურებელს ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფების მუშაობის შესახებ მოუთხრო.
ქუთაისისა და წყალტუბოს ადვოკატირების ჯგუფების საქმიანობის შესახებ კლუბების მოდერატორი გვიყვება.
წყალტუბოში - ამაგდარი დევნილი პედაგოგებისათვის თვითმმართველობისგან ერთჯერადი დახმარების გამოყოფა, სატელევიზიო სიუჟეტი, რომელმაც საზოგადოებას ეს ადამიანები წარმოუდგინა და ამით პატივი მიაგო ზოგადად ამ სფეროს მოღვაწეთა შრომას;
ქუთაისში ცალკეული უბნების წყალმომარაგების საკითხი და მისი ადვოკატირებისათვის გაწეული ძალისხმევა, რომელმაც ყველა ადგილობრივი სტრუქტურა მოიცვა და დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია;
„ვორქშოფები" რეგიონალურ კლუბებში, სადაც განისაზღვრა საკითხები, რომლებიც კლუბებმა ადვოკატირებისათვის აირჩიეს და დასახეს საჭირო სტრატეგია;
ადვოკატირების შემთხვევები, რომლებიც განიხილეს, როგორც მაგალითი და ერთად გააანალიზეს მისი სტრატეგიის სისწორე - ამ საკითხებს გადაცემის ძირითადი ნაწილი დაეთმო.
რუბრიკაში „აქტიური ქალი" გადაცემის ავტორი ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და ასევე ადვოკატირების ჯგუფის წევრის - ლია გვენეტაძის შესახებ მოგვითხრობს...
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
|
|
ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებულ რადიოგადაცემაში ძირითადი ყურადღება გამახვილდა ქალთა აქტიურობაზე საზოგადოებრივ საქმიანობასა და პოლიტიკაში.
ფონდი „სოხუმის" თანათავმჯდომარემ, პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა აღნიშნა: „ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ქალთა აქტიურობა შესამჩნევია, ხოლო სახელისუფლო უწყებებსა და პარტიულ ორგანოებში ისინი სათანადოდ წარმოდგენილნი არ არიან."
მზია კიკალიშვილმა (საქართველოს დემოკრატიული პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციის ლიდერი) თქვა: „ ყოველთვის ვეცდები, დავარწმუნო ქალები - გააქტიურდნენ. მამაკაცები, განსაკუთრებით ქართველი მამაკაცები, პარტიის მმართველ რგოლში ქალს ძნელად ეგუებიან."
„სამი ქალბატონი დეპუტატი გვყავს საკრებულოში, აპარატშიც ბალანსი დაცულია, სამი განყოფილებიდან ორს ქალი ხელმძღვანელობს. ქალების გააქტიურება უდაოდ საჭიროა,"- ალეკო მამეშვილი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე).
პროექტის ასისტენტი გულნარა ლაკერბაია: „ამომრჩეველ ქალთა კლუბებში აქტივობები გრძელდება, ავირჩიეთ ადვოკატირებისა და საზოგადოების ინფორმირებულობაზე მომუშავე ჯგუფები. ვფიქრობ, პროექტი ქალთა გააქტიურებას კვლავაც შეუწყობს ხელს და ჯანსაღი კონკურენციაც იქნება." |
|
|
10 დეკემბერს - კამპანიის ბოლო დღეს - რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით პროექტის ფარგლებში მომზადებული ბოლო რადიოგადაცემა გავიდა.
გადაცემის პირველი ბლოკი პროექტის კოორდინატორს დაეთმო, რომელმაც მოკლედ შეაჯამა სამწლიანი მუშაობის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცვლილებებს, რომლებიც მოიტანა განხორციელებულმა საქმიანობამ ფონდის მიერ შექმნილ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ისაუბრა ფართოდ გაშლილი საზოგადოებრივი დისკუსიების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად წამოსული ინიციატივების, ინსტიტუციონალური თანამშრომლობის სრულიად ახალი საფეხურის შესახებ, რომლის შედეგია თანამშრომლობის სერიოზული პერსპექტივები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
გადაცემის მეორე ბლოკში საინფორმაციო კამპანია და მასში საზოგადოების ფართე მასების მონაწილეობის მომენტები გაშუქდა. რესპონდენტთა საუბარში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან ძალადობის პრობლემის სწორი აღქმის აუცილებლობა და დაცვის ეფექტური მექანიზმების საჭიროება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის ისტორია, ფონდი „სოხუმის" მრავალწლიანი მონაწილეობა კამპანიაში, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიერ კამპანიის აქტუალობის შეფასება - ამ საკითხებს ეხმიანებოდა ფონდი „სოხუმის" მიერ „ძველი ქალაქის ეთერში" ორგანიზებული რადიოგადაცემა.
„გვინდა, კამპანიის განწყობა კამპანიის შემდეგაც გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას უნდა გააჩნდეს შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის ყოველი გამოვლინების მიმართ", - ასეთი განწყობა გამოხატეს ფონდის ლიდერთა სკოლის გოგონებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კამპანიაში და არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ.
„ეს კამპანია ძალიან ახლობელი გახდა ჩვენთვის, რადგან მისი სლოგანი - „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე" - ზუსტად ეხმიანება ჩვენს ყოველდღიურობას და აერთიანებს ოჯახში მშვიდობისა და მსოფლიო მშვიდობის თემას ", - ასე გამოეხმაურნენ საერთაშორისო კამპანიის პათოსს კოფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ქალბატონები. „დღემუდამ ემოცია, შიში, დაუცველობის განცდა თავის კვალს ტოვებს ადამიანების ფსიქიკაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ამიტომ არის ასე ღირებული და ახლობელი კამპანიის თემა საზოგადოებისათვის", - ასე მიიჩნევენ ფსიქოლოგები.
გადაცემაში საუბარი შეეხო, ასევე, ძალადობის პრევენციის საკითხს, რაშიც სპეციალისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პიროვნებათშორის ურთიერთობების საკითხს. |
| « 1 2 ... 4 5 6 7 8 9 10 » |