„როცა ადამიანი ბრაზობს, ის საკუთარ სულში არ უშვებს სიკეთეს, სავსეა აგრესიით, უარყოფითი ენერგიით, ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს მის შინაგან სამყაროს." - ამბობენ ქალები ფსიქოლოგის შეხვედრებზე.
„ისწავლეთ საკუთარი სხეულისათვის სიკეთისა და სიყვარულის გაგზავნა, - ურჩევს მათ ფსიქოლოგი.
იანვრის თვეში ფსიქოლოგმა 12 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა. ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა 86 დევნილმა ქალმა გაიარა ფსიქორებილიტაცია.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.