ფსიქოლოგის კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
ფსიქოლოგის კონსულტაციები მთელი თვის განმავლობაში ტარდებოდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სენაკში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში, ხურჩაში.
ქალებს ძირითადად აწუხებთ ის, რომ დილიდან საღამომდე საოჯახო საქმეები არ ელევათ და საკუთარი თავისთვის ვერასოდეს იცლიან. ფსიქოლოგი ურჩევს მათ, რომ შეიქმნან განწყობა. გაილამაზონ ყოველდღიურობა, რადგან მათი სულიერი მდგომარეობა ბერად არის დამოკიდებული ოჯახის საერთო განწყობაზე. რაც უფრო ნაკლები იქნება კონფლიქტური სიტუაციები, მით უფრო ადვილი გახდება პრობლემების მოგვარება.