ხუთშაბათი, 25.04.2024, 09:37
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

აგვისტოში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა 4 წარმოდგენა ჩაატარა ღია ცის ქვეშ.

ქუთაისის ცენტრალურ პარკში მაყურებელთა ერთი ნაწილისთვის ფორუმ-თეატრი ნაცნობი იყო, თუმცა ზოგიერთმა პირველად ნახა ეს ჟანრი და გაუკვირდა კიდეც მსახიობთა ასეთი სითამამე.

ხონის ცენტრალურ პარკში ბევრი ახალგაზრდობა აღმოჩნდა, მათ თვითონ ითამაშეს წარმოდგენებში და დისკუსიაშიც აქტიურად ჩაერთნენ.

განსაკუთრებით საინტერესო იყო წარმოდგენები საზღვაო კურორტებზე  - ურეკსა და ბათუმში. წარმოდგენების შემდეგ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ფორუმ-თეატრის „ბიოგრაფიით", ძალადობის თემით. მსახიობებმა უამბეს ბევრი რამ...

ერთ-ერთმა მაყურებელმა, თბილისელმა თიკომ აღნიშნა: „ეს საუცხოო წარმოდგენაა, ნატურალური, თავისუფალი, და რაც მთავარია, ძალიან ამაფორიაქებელი. რადგან რაღაც მომენტში (ურთიერთობა ბებიასა და შვილიშვილს შორის) საკუთარი თავი წარმოვიდგინე. გმადლობთ ასეთი საინტერესო წარმოდგენებისათვის".

აგვისტოს თვეში ფორუმ-თეატრის მსახიობებმა უამრავი ფოტო და საინფორმაციო მასალით გაამდიდრეს თავიანთი ფეისბუქ-გვერდი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 865 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2013



ამ დღეს  განსაკუთრებით ელოდნენ მასპინძლებიც და სტუმრებიც.

შეხვედრა ამაღელვებელი იყო. ახალგაზრდა მსახიობები პირველად თამაშობდნენ პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის.

ფონდ სოხუმის" ფორუმ-თეატრი სოციალური მუშაკების დახმარებით მოხვდა გეგუთის კოლონიაში, სადაც კულტურის დღეები ტარდებოდა.

ოთხი სცენ შეარჩიეს. ოთხივემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - კონფლიქტი დედასა და შვილს შორის, ოჯახში ძალადობა, ძალადობა ბებოს მიმართ, მათხოვარი ბავშვების პრობლემა.

მსჯავრდებულებისთვის ეს წარმოდგენის ახალი და უჩვეულო ფორმა იყო.

დიალოგი სიტყვების გარეშე შედგა. თვალებით, ტაშით, სევდიანი მზერით, ძუნწად ნათქვამით: „ვეთანხმები!" „ვგმობ ძალადობას!"

ბოლო წარმოდგენის დროს, როცა პატარა მათხოვარმა მაყურებლისკენ გაიშვირა ხელი და თქვა: „დამეხმარეთ!" დარბაზში საოცარი რამ მოხდა - ახალგაზრდა თუ ხანდაზმული მამაკაცები მსახიობ თამუნა იოსელიანს ხელისგულზე უდებდნენ ყველაფერს, რაც თან ჰქონდათ - თავიანთი ხელით გაკეთებულ ჯვრებს, გულებს, სამაჯურებს...

მერე, როცა ეზოდან გადიოდნენ - ყველას დააწიეს გულით მიძღვნილი საჩუქრები.

„ეს ყველაზე თბილი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია" -  დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე დარო კვარაცხელიამ. ფორუმ-თეატრის გვერდზე (ფონდი სოხუმის ფორუმ-თეატრი) კი გაჩნდა ფოტორეპორტაჟი უჩვეულო ადგილიდან.

იმ დღეს ახალგაზრდებმა საფიქრალი დაუტოვეს მსჯავრდებულებს, თვითონ კი უთქმელი სიყვარული და მხარდაჭერა წამოიღეს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 786 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2013

ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი განახლებული რეპერტუარით ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს ესტუმრა. ძალადობის სცენებმა მოსწავლეებში განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია. მათი პროტესტი ცალსახა და მარტივად გასაგები იყო: ძალადობა ქალთა მიმართ ბოროტებაა და არ უნდა ხდებოდეს.

- რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა შეიცვალოს, ან თვითონ რა ნაბიჯებს გადადგამდნენ იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის ბოროტება არ ხდებოდეს. - დისკუსია ამ მიმართულებით გაგრძელდა. რამდენიმე მათგანმა მსახიობიც კი ჩაანაცვლა და ძალადობის სცენას პოზიტიური მიმართულება მისცა.

- მეტი განგაში საზოგადოების მხრიდან, მეტი პროტესტი ყოველგვარ ძალადობას - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო პოზიცია.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1107 | დაამატა: admin | თარიღი: 20.03.2013


„კარგია მაყურებლის როლში ყოფნა, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია გახდე მონაწილე წარმოდგენებისა, როცა შენი მოქმედებით „არას" უცხადებ ძალადობას. დიდი მადლობა, რომ მომეცა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა," - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ, ფორუმ-თეატრის მაყურებელმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული წარმოდგენის შემდეგ.

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ფორმით ძალადობის პრობლემის განხილვა ძალიან ეფექტურია, რადგან მაყურებელს საშუალება აქვს გაიაზროს პრობლემის მასშტაბურობა და იფიქროს გამოსავალზე.

დისკუსიისას სულ უფრო ხშირად ისმოდა ფრაზები, რომ აუცილებელია ეს წარმოდგენები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, რათა მთელმა საზოგადობამ  იგრძნოს პასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 



კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 823 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.01.2013

 

- თითქოს საკუთარი ოჯახის პრობლემა ვნახე და სულ სხვა კუთხით შევხედე. ჩემი ქცევები ხელახლა გავაანალიზე და ბევრი შეცდომებიც ვიპოვე. ეს სცენები ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს. რათა ანალიზის და სშორი შეფასებიც უნარი გააჩნდნეს  - ეს მოსაზრება ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ფორუმ-თეატრის წარმოდგენების ჩვენების შემდეგ გაისმა.

შეკრებილებმა, რომელთა შორის იყვნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მკფიოდ აღნიშნეს, რომ პოზიტიური ფონი შეიქმნა დისკუსიისათვის. კარგი იქნება თუ ჩვენებები გაგრელდება სხვა წრეებში ამ დისკუსიაში მთელი საზოგადოება ჩაერთვება.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 821 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2012

ფონდი „სოხუმის"ფორუმ-თეატრმა კამპანიის ფარგლებში ქუთაისში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს უმასპინძლა.

ძალადობის თემაზე შექმნილმა წარმოდგენებმა მოხუცები განსაკუთრებით ააფორიაქა. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ბევრმა მათგანმა სცენარში საკუთარი თავი იპოვა. სცენარის ჩვენების შემდეგ გამოსავალზე ფიქრი ყველამ ერთად დაიწყო. ერთ-ერთმა ბებიამ მსახიობის როლიც მოირგო და შეკრებილებს აჩვენა, როგორ შეცვლიდა არსებულ სიტუაციას უკეთესობისკენ.

ღონისძიებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. შეკრებილები კმაყოფილები დარჩნენ და სურვილი გამოთქვეს მსგავსი თანამშრომლობა  ფონდ „სოხუმთან" მომავალშიც გაგრძელდეს.

შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე, დაურიგდათ შესაბამისი ატრიბუკა: კალენდრები, პოსტერები, კამპანიის სიმბოლო თეთრი ლენტები. 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 869 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2012

 საინფორაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები ... - ამ ატრიბუტიკის დარიგებით დაიწყო ფორუმ-თეატრმა საკუთარი წარმოდგენების ჩვენება ქუთაისის მესამე სკოლაში. სოლიდარობის ნიშნად მონაწილეებმა კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტებიც გაიკეთეს და ძალადობის თემაზე შექმნილ წარმოდგენებს თვალი ინტერესით მიადევნეს.

ჩვენება დისკუსიებით გაგრძელდა. საერთო განწყობა ასეთი იყო: მოზარდები მზად არიან სოლიდარობა გამოუცხადონ მთელს მსოფლიოს და ხმამაღლა თქვან - არა ძალადობას!

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 807 | დაამატა: admin | თარიღი: 27.11.2012

« 1 2 3 4 5 6 7 ... 10 11 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0