აგვისტოში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა 4
წარმოდგენა ჩაატარა ღია ცის ქვეშ.
ქუთაისის ცენტრალურ პარკში მაყურებელთა ერთი ნაწილისთვის
ფორუმ-თეატრი ნაცნობი იყო, თუმცა ზოგიერთმა პირველად ნახა ეს ჟანრი და გაუკვირდა კიდეც
მსახიობთა ასეთი სითამამე.
ხონის ცენტრალურ პარკში ბევრი ახალგაზრდობა
აღმოჩნდა, მათ თვითონ ითამაშეს წარმოდგენებში და დისკუსიაშიც აქტიურად ჩაერთნენ.
განსაკუთრებით საინტერესო იყო წარმოდგენები საზღვაო
კურორტებზე - ურეკსა და ბათუმში.
წარმოდგენების შემდეგ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ფორუმ-თეატრის „ბიოგრაფიით",
ძალადობის თემით. მსახიობებმა უამბეს ბევრი რამ...
ერთ-ერთმა მაყურებელმა, თბილისელმა თიკომ აღნიშნა:
„ეს საუცხოო წარმოდგენაა, ნატურალური, თავისუფალი, და რაც მთავარია, ძალიან
ამაფორიაქებელი. რადგან რაღაც მომენტში (ურთიერთობა ბებიასა და შვილიშვილს შორის)
საკუთარი თავი წარმოვიდგინე. გმადლობთ ასეთი საინტერესო წარმოდგენებისათვის".
აგვისტოს თვეში ფორუმ-თეატრის მსახიობებმა უამრავი
ფოტო და საინფორმაციო მასალით გაამდიდრეს თავიანთი ფეისბუქ-გვერდი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
Brot für die Welt –
Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |