|
ძალადობის თემა, რომელიც ფორუმ-თეატრის რეპერტუარის მთავარი ნაწილია კამპანიის ფარგლებში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ქუთაისში, მე-5 სკოლაში გამართულ წარმოდგენას ამავე სკოლის უფროსკლასელები დაესწრნენ.
მონაწილეები ინფორმაციას ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე ინტერესით გაეცნენ.
წარმოდგენის ჩვენების შემდეგ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ და მსოფლიო პროტესტს შეუერთდნენ. მათი აზრით, ძალადობა დანაშაულია და მისასალმებელია, რომ მთელი მსოფლიო ხმას იმაღლებს მის წინააღმდეგ. |
|
|
რას ნიშნავს ტრეფიკინგი, როგორ ხდებიან ადამიანები
„თეთრი მონები" სხვადასხვა ქვეყანაში, რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ არ გავხდეთ
ძალადობის მსხვერპლნი საზღვარგარეთ, - ახალგაზრდა გოგონებთან ჩატარებულ საინფორმაციო
შეხვედრებზე ამ თემებმა საინტერესო დებატებით ჩაიარა.
- შეხვედრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კარგი
ატმოსფერო იქმნება იმისათვის, რომ ღიად და გახსნილად ვისაუბროთ. რაც შეეხება
ტრეფიკინგის თემას. ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ. აუცილებელია, ახალგაზრდებმა
თავიდანვე ვიცოდეთ საკუთარი უფლებები, აუცილებელია ვიცნობდეთ იმ საერთაშორისო
დოკუმენტებსა და კონვენციებს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება. ეს
ყველაფერი დაგვეხმარება სამართლებრივად სწორი ნაბიჯები გადავდგათ. დავეხმაროთ
საკუთარ თავს და სხვებსაც, არ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი - აღნიშნეს
შეკრებილებმა.
შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, ხონში, სენაკში, ფოთში,
კოკსა და წყალტუბოში. მასში ასამდე ახალგაზრდა გოგონამ მიიღო მონაწილეობა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|
|
|
ძალადობის თემაზე შექმნილი ექვსი სხვადასხვა სცენარი. - ასეთი რეპერტუარით წარსდგა ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა და
პედაგოგთა დიდი ნაწილი შეიკრიბა.
მონაწილეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტები დაასახელეს:
- თუ ყველაფერს ცივი გონებით გავაანალიზებთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ემოციები ასეთ დროს გვერდზე უნდა გადავდოთ.
- ძალადობა ყოველთვის ცუდად მთავრდება, ამიტომ მანამდე უნდა ვიყოთ აქტიურები, სანამ ნეგატიურ შედეგებს მივიღებთ.
- თუ მსხვერპლის როლში საკუთარ თავს წარმოვიდგენთ. მაშინ უფრო გაგვიადვილდება პრობლემის მოგვარება.
ახალგაზრდები საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ცვლილება და არაძალადობრივი საზოგადოების შექმნა მათი აქტიურობით უნდა მოხდეს, რისთვისაც ისინი მზად არიან. |
|
|
- ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მსგავსი რამ არსებობდა, მსახიობები თითქმის ჩვენი
ტოლები არიან. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მთავარი გააკეთონ: გვიჩვენონ
ძალადობის პრობლემა და მისი შედეგები. მათ ეს შეძლეს! - ასეთი კომენტარი გააკეთა
ფორუმ-თეატრის წარმოდგენის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ.
განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია მიგრაციის თემამ. სცენარში კარგად
წარმოჩინდა, იმ ოჯახების პრობლემა, რომლის ერთი წევრი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ
წასული.
მაყურებლები მიიჩნევენ, რომ პრობლემა ბევრისთვის ნაცნობია, რადგან ასეთი
ოჯახები საქართველოში ძალიან ბევრია.
პრობლემის უარყოფითი შედეგების გარჩევის შემდეგ ისაუბრეს გამოსავალზე, საერთო
მოსაზრებით, მიგრაცია ერთი კონკრეტული ოჯახის კი არა, მთელი საქართველოს პრობლემაა
და მისი გადაჭრა კონკრეტულ პირებზე არ არის დამოკიდებული. სახელმწიფომაც გარკვეული
ნაბიჯები უნდა გადადგას დასაქმების თვალსაზრისით.
|
|
|
- საოცარი სანახაობა ვნახეთ. ყველა სცენარი დამაფიქრებელი იყო. ეს წარმოდგენები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს.
- ის, რაც ვნახეთ, ბევრისთვის ალბათ არ იყო ახალი, მაგრამ ძალადობის პრობლემა, რომელსაც ვერ აღვიქვამდით, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით, მთელი მისი ნეგატიური მხარეებით თვალწინ დაგვიდგა.
- რაც უფრო მეტჯერ ნახულობ ამ სცენებს, მით უფრო მეტს ფიქრობ ძალადობის პრობლემის მასშტაბურობაზე.
ასეთი რეაქციები მოჰყვა ხონის მე-4 საჯარო სკოლაში გამართულ ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს, რომელსაც ამავე სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელები და მშობლები ესწრებოდნენ.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ფორუმ-თეატრის მიერ ნაჩვენებმა წარმოდგენამ შეძლო მაყურებლის დაფიქრება, ყველას დაანახა ძალადობის ნეგატიური მხარეები. ცალსახად დაფიქსირდა, რომ აუცილებელია საზოგადოებამ უფრო ხმამაღალი პროტესტი გამოთქვას ამ პრობლემის წინააღმდეგ. |
|
| წყალტუბოში,
სანატორიუმ „სამგურალში" ფორუმ-თეატრმა მორიგი წარმოდგენა გამართა. წარმოდგენილმა
სცენარებმა მაყურებლებში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. შეკრებილები დისკუსიაში
ჩაერთნენ და საკუთარი შეხედულებები ღიად დააფიქსირეს. განსაკუთრებით უფროსი თაობა
აქტიურობდა:
-
შეუძლებელია წარმოდგენილმა სცენებმა არ
დაგაფიქროს. განსაკუთრებით ოჯახური დრამა მომეწონა. თითქოს ცოცხლად ხდება ეს
ყველაფერი. კარგად ჩანს, შვილებისა და მოხუცი მშობლების დამოკიდებულება. არაფერი
არ არის გაზვიადებული, მსგავსი ფაქტები რამდენიც გინდა იმდენია და ეს საშინელებაა.
- რაც
შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა ნახოს ეს წარმოდგენები, რათა დაფიქრდნენ და მეტი პატივისცემით მოეპყრონ
მშობლებს.
სანატორიუმ „სამგურალში" თემის გარშემო დისკუსია სცენარების დამთავრების
შემდეგაც გაგრძელდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
| წარმოდგენები გვეხმარება ყველაფერი რეალურად აღვიქვათ, თითქოს
ჩვენ თვითონ ვმონაწილობთ ძალადობის სცენებში და არაფერს ვაკეთებთ მის შესაჩერებლად.
- ის რაც ვნახეთ, ძალიან ახლოს არის რეალობასთან. უფრო მეტიც, ამაზე მძიმე ფაქტებიც გვინახავს, მაგრამ ხშირად
საკუთარ თავს არ ვთხოვთ, რომ ხმა ავიმაღლოთ მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ.
ასეთი მოსაზრებები დაფიქსირდა
მაყურებელთა შორის ქუთაისსა წყალტუბოში ფორუმ-თეატრის წარმოდგენების შემდეგ გამართულ
დისკუსიებში.
მაყურებელთა შორის ერთსულოვანი დამოკიდებულება იყო იმასთან დაკავშირებით,რომ
ძალადობა ნებისმიერი ფორმით ბოროტებაა და მის წინააღმდეგ მთელი საზოგადობა უნდა იბრყოდეს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
| « 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 10 11 » |