ოთხშაბათი, 27.11.2024, 21:01
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

ქუთაისის 30–ე სკოლაში გაიმართა ფორუმ–თეატრის წარმოდგენები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფორუმ–თეატრების ფესტივალის მონაწილეებმა.

6  წარმოდგენა ჩატარდა - საინტერესოდ, პროფესიონალურად, შთამბეჭდავად, მაყურებელთა აქტიური ჩართვით, თითქოს ერთი ამოსუნთქვით...

წარმოდგენას ესწრებოდა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი მარტინ ჰიტჰა. წასვლის წინ მან თქვა, რომ ბევრი ინფორმაცია აქვს ფორუმ–თეატრზე,  ყოველთვის ეცნობა საიტს, მაგრამ ადამიანმა ეს თავად უნდა ნახოს, რადგან ამ შეგრძნების გადმოცემა შეუძლებელია...

 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის

„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის"  ხარდაჭერით 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 832 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2013

ბათუმში გრძელდება ახალგაზრდული ფორუმ–თეატრების დრო!

ქალაქის სამ სკოლაში მსახიობთა შერჩევა დასრულდა. შემდეგ იყო რეპეტიციები და  წარმოდგენების ჯერიც დადგა.

ძალიან საინტერესი სცენარები გამოვიდა: მეორე სკოლის მოსწავლეებმა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გაამახვილეს ყურადღება, პირველი სკოლის სცენარი სკოლაში ძალადობას ეხებოდა, მეშვიდე სკოლას კი ჰქონდა სხვადასხვა სცენა და მათ შორის - მეგობრებს შორის ძალადობა.

წარმოდგენებს დაესწრნენ სკოლის ხელმძღვანელები, მათ ძალიან მოეწონათ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა.  

პატარა პროექტი თავის მისიას ასრულებს - სკოლებში ფორუმ–თეატრები ჩამოყალიბდა. აწი მათი დახვეწაა საჭირო ტექნიკურად და შინაარსობრივად. ამაში ახალბედა მსახიობებს ტრენინგები და მასტერ–კლასები დაეხმარებათ.

მანამ კი - ისევ რეპეტიციები, რომელთაც დამოუკიდებლად ჩაატარებენ...

 

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 851 | დაამატა: admin | თარიღი: 06.11.2013

ბათუმში გრძელდება ახალგაზრდული ფორუმ–თეატრების დრო.

ამჯერად მუშაობა ახალ ეტაპზე გადადის. ქალაქის სამ სკოლაში ჩატარდა მსახიობთა შერჩევა. პირველ სკოლაში 8 მოსწავლემ გამოთქვა მსახიობობის სურვილი, მეორე სკოლაში - 14-მა, მეშვიდე სკოლაში კი კასტინგში 21 მოსწავლე მონაწილეობდა.

მათთვის მასტერ–კლასები ჩაატარეს ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის რეჟისორმა და მსახიობებმა, რამაც ძალიან დააინტერესა თითოეული მონაწილე.

სულ მალე ბათუმში სამი სასკოლო ფორუმ–თეატრი ჩამოყალიბდება. თითოეულში 5 ბავშვი უნდა იყოს, თუმცა პროექტში ყველა მათგანს უნდა  დარჩენა...

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხhttps://www.facebook.com/axalgazrduli.forumteatri?fref=ts

 

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2013

ოქტობერში ჩატარდა ფორუმ–თეატრის ორი წარმოდგენა წყალტუბოსა და ქუთაისში.

მაყურებელმა დაინახა ახალგაზრდა მსახიობების შერჩეული თემების აქტუალობა.  თვითონაც აქტიურად ჩაერთო და  დისკუსიის დროს ცდილობდა ეპოვა გამოსავალი რთული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან. ეს ადვილი არ არის, მაგრამ წარმოდგენის შემდეგ მაყურებელი მიხვდა, რომ არ შეიძლება მისი გულგრილობა, პასიურობა, რადგან ძალადობა კონკრეტული ადამიანების პრობლემა არ არის მხოლოდ...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია

Brot für die Welt – Evangelischer  Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 702 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2013

ამ დღისთვის ფონდ „სოხუმში" სპეციალურად გაკეთდა პოსტერი „ბათუმში ახალგაზრდული ფორუმ–თეატრის დროა!"

ნამდვილად - ბათუმში ფორუმ–თეატრის დრო დადგა...

მუშაობა წარიმართება პატარა პროექტის „ახალგაზრდობა არაძალადობრივი კულტურისთვის ბათუმში" ფარგლებში, რომელიც დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

პირველ, მეორე და მეშვიდე სკოლებში წარმოდგენები გამართა ფონდი „სოხუმის" უკვე გამოცდილმა ახალგაზრდულმა ფორუმ–თეატრმა. ბათუმელი მოსწავლეები დაინტერესდნენ ამ ახალი ფორმით და საკმაოდ საინტერესო მუშაობაში ჩართვის სურვილი გაუჩნდათ. შემდეგში მათთვის მასტერ–კლასები ჩატარდება და სასკოლო ფორუმ–თეატრებიც შეიქმნება.

ერთ–ერთ შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყველგან დარიგდა პოსტერები და პრეს–რელიზი პროექტის შესახებ. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ
https://www.facebook.com/axalgazrduli.forumteatri?fref=ts

 

პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

 განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 841 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2013

პირველი ემოციები რეპეტიციაზე დაიხარჯა, როცა ყველანი ფონდ „სოხუმში" შეიკრიბნენ.

აქ იყო ბოლო რჩევები მეგობრებისგან,  რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის შენიშვნები...

მერე ყველანი სიყვარულის პარკისკენ გაემართნენ.

და ფესტივალიც დაიწყო... უჩვეულო, ამაღელვებელი, შთამბეჭდავი. რაღაც ახალი, რაც ჯერ არავის უნახავს ქუთაისში...

ქალაქის ყველა პარკში უთამაშია ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრს, მათ ბევრნი იცნობენ, მაგრამ ასე ერთად რამდენიმე ფორუმ-თეატრი, ასე ერთად - ათობით ახალგაზრდა მსახიობი - ეს მართლაც გასაოცარი რამ იყო!

ულამაზეს პარკში, მდინარე რიონის პირას, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქუთაისის მე-5, 23-ე, 30-ე და 31-ე სკოლაში ჩამოყალიბებული ფორუმ-თეატრების ახალგაზრდა მსახიობები, ხონის მეოთხე სკოლის მოსწავლეები.

რა თქმა უნდა, წარმოდგენები გამართა ფონდის ფორუმ-თეატრმა - ფესტივალის ავტორმა და ორგანიზატორმა. ფორუმ-თეატრმა, რომელმაც ვირუსივით შეჰყარა ყველას ეს უჩვეულო ფორმა...

უამრავი ცხოვრებისეული დრამა გათამაშდა - ძალადობა დედაზე, შვილზე, ცოლ-ქმრის კონფლიქტი, კონფლიქტი სკოლაში...

მაყურებელი გაოგნებული იყო. ქალაქის მცხოვრებნი თუ ტურისტები ტაშს უკრავდნენ მსახიობებს, ეფერებოდნენ, თვითონ ერთვებოდნენ თამაშში, დისკუსიაში, იღებდნენ ფოტოებს. ბევრმა მათგანმა თავისი თავი შეიცნო მსხვერპლისა თუ მოძალადის როლში... ბევრიც დაფიქრდა და ცხოვრების სტილის შეცვლაც გადაწყვიტა.

თეატრალური ენით ნათქვამმა დიდი საქმე გააკეთა - მით უმეტეს, როცა ამდენი ფორუმ-თეატრი ერთად შეიკრიბა...

ფესტივალი გაშუქდა ტელევიზიით, რადიოთი, დაიბეჭდება სტატიებიც და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ...

დამატებითი ინფორმაციისათვის იხhttps://www.facebook.com/axalgazrduli.forumteatri?fref=ts

როექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის"  ხარდაჭერით
კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 888 | დაამატა: moderatori | თარიღი: 16.10.2013

„მსგავსი რამ ჩემს ახალგაზრდობაში რომ ყოფილიყო, ბევრ შეცდომას ავცდებოდით. ძალიან რეალური სურათებია."

ასეთი რამ თქვა წარმოდგენების დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მაყურებელმა, ასაკოვანმა მამაკაცმა.

წარმოდგენას ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პარკში 40-მდე მაყურებელი ესწრებოდა. 

ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის მეორე გამოსვლა წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში გაიმართა. მაყურებელთა უმეტესობა მამაკაცი იყო, მათ არ მოეწონათ ძალადობის საჯაროდ წარმოჩენა და განაცხადეს: „ჩვენთან ძალადობა არ არის. ეს სპექტაკლია და თქვენ ხართ მსახიობები!"

ამ მოსაზრებამ მაყურებელი ქალები გააღიზიანა. მათ თქვეს, რომ სპექტაკლში წარმოდგენილი ფაქტები მათ თვალწინ ხშირად ხდება...

მეორე წარმოდგენამ - მოხუცების მიმართ დამოკიდებულებამ - ყველა ერთნაირად ააღელვა, რაც კომენტარებში აისახა. ახალგაზრდებმაც დაინახეს ამ სცენებში თავიანთი თავი და აღიარეს, რომ არ მოსწონთ ეს საქციელი.

ასეთ გავლენას ახდენს მაყურებლებზე ფორუმ-თეატრის ენით ნათქვამი მწარე სიმართლე... 

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის „დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის"  მხარდაჭერით

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 831 | დაამატა: admin | თარიღი: 27.09.2013

« 1 2 3 4 5 6 ... 10 11 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0