კვირა, 24.11.2024, 01:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

 

 

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი, ტრადიციულად, აქტიურადაა ჩართული 16-დღიან კამპანიაში.

პირველი წარმოდგენა გამართა 26 ნოემბერს წყალტუბოს  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ესწრებოდა 20 ადამიანი და წარმოდგენილი იყო 6 სცენა.

ერთ-ერთმა მაყურებელმა აღნიშნა: „დღეს არის პროპაგანდა, რომ გოგონებმა არ უნდა მოითმინონ ქმრისგან არაფერი. მე არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება. ქალი არის ოჯახის ნამუსი, ჩვენს დროს ესე იყო და ეხლა ყველაფერი შეიცვალა“.

27 ნოემბერს ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში ჩატარდა ფორუმ-თეატრის 6  წარმოდგენა. 30 მოსწავლე დაესწრო და  დისკუსიაც გაიმართა. ერთ-ერთმა გოგონამ განაცხადა: „სურვილი მაქვს, მეც მივიღო მონაწილეობა წარმოდგენებში. მე და ჩემი  მეგობრები მზად ვართ, ვიაროთ რეპეტიციებზე.”

ეს არის  ფორუმ-თეატრის მუშაობის შედეგი - მსურველთა რაოდენობა იზრდება.

1 დეკემბერს სენაკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 სკოლაში ჩატარდა  ფორუმ-თეატრის წარმოდგენები. იყო 30 მაყურებელი, აქტიური ჩართულობა, ახალი სცენები,  განცდები და  საინტერესო დისკუსიები...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 767 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2014

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის 7 წარმოდგენა ჩატარდა ქუთაისის ერთ-ერთ პარკში (აღმაშენებლის გამზირზე). მიუხედავად იმისა, რომ დამსწრეთა რაოდენობა არ იყო ბევრი, იყო დაინტერესება და აქტიური ჩართულობა. მაყურებელი ბიჭები ბევრ რამეს ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა მათზე ძალადობის თემაზე დადგმული სცენები დადებით გავლენას ახდენს.

ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგიმ აღნიშნა: „რატომ არის ყველა სცენაში მსხვერპლი ქალი. ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, სადაც ქალი არის კონფლიქტის მიზეზი“.

რაზეც გაიცა შემდეგი პასუხი: „მიზეზი შეიძლება იყოს ქალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდეს“.

ეს არგუმენტი, რა თქმა უნდა,  მისაღები აღმოჩნდა მათთვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 731 | დაამატა: admin | თარიღი: 03.10.2014

ფორუმ-თეატრმა 6 წარმოდგენა გამართა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის (პრობაციის ეროვნული სამსახურის იმერეთის ბიუროსთან თანამშრომლობით). ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

იყო საინტერესო დისკუსიები და ფსიქოლოგის ანალიზი. ერთ მომენტში, როცა მიმდინარეობდა მამა-შვილის კონფლიქტის სცენა, გამვლელმა დაიწყო ყვირილი, ახლავე პატრულს გამოვიძახებო, მაგრამ აუხსნეს, რომ ეს ღონისძიება იყო. ეს შემთხვევა მიანიშნებს ფორუმ-თეატრის მსახიობების პროფესიონალიზმზე და იმაზეც, რომ ადამიანები არ არიან გულგრილნი ძალადობის ფაქტების მიმართ.

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, ფონდი „სოხუმი“ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 687 | დაამატა: admin | თარიღი: 10.09.2014

 

ფორუმ-თეატრმა მორიგი წარმოდგენა  ქუთაისის  პარკში  ჩაატარა. მაყურებელს წარმოადგენდნენ  ახალგაზრდები, მათ შორის უკრაინელი ბიჭი, რომელიც მთელ წარმოდგენას დაესწრო.  მაყურებელთა ძირითადი ნაწილი - ვაჟებიც და გოგონებიც -  აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში.  გოგონები, მეტწილად, ბრალს დებდნენ მამაკაცებს,   ვაჟების აზრით კი ძალადობის მიზეზი ხშირად არის ქალი, რომელიც კონფლიქტის პროვოცირებას არ ერიდება  და ზოგჯერ, როგორც იტყვიან,  „ცეცხლზე ნავთს ასხამს“.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია

BrotfürdieWelt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 767 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2014


 

ფორუმ-თეატრის წარმოდგენა გაიმართა ქუთაისის პარკში. საინტერესო იყო ის, რომ მაყურებლის ნაწილი დემონსტრაციულად არ ჩაერთო წარმოდგენაში, რადგან მათი აზრით, მსგავსი რამ არ ხდება ჩვენთან. ასეთი არაერთგვაროვანი გამოხმაურება, დისკუსიები ოჯახში ძალადობის მასშტაბებზე, მის შედეგებზე არის რეზულტატი ფორუმ-თეატრისა, რადგან  მაყურებელი აუცილებლად  დაფიქრდება მსგავს ფაქტებზე. ახალგაზრდებმა მათ ირგვლივ მომხდარი ბევრი საგანგაშო შემთხვევა  დააფიქსირეს. როგორც წესი, სწორედ  აქედან იქმნება ახალი სცენები მომდევნო წარმოდგენებისათვის.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

 

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 28 მაყურებლის წინაშე გაითამაშა სცენები: ძალადობა ოჯახში, ძალადობა შვილზე. მათმა ნახვამ აქტიური დისკუსიისკენ უბიძგა დამსწრეებს. ერთი ქალბატონი, რომელმაც გვთხოვა, სურათი არ გადაეღოთ მისთვის, აცრემლიანებული მივიდა რეჟისორთან და უთხრა: „ძალადობის მსხვერპლი ვიყავი ძალიან დიდი ხანი, 28 წელი. ვიცოდი რომ ჩემ ქმარს არ ვუყვარდი... საშინელ რამეებს ვითმენდი, რადგან სახლში დაბრუნება არ შემეძლო. მაშინ არ ვიცოდი, თუ არსებობდა სხვა გზა, გარდა მოთმენისა. ყველა მამაკაცი ამ სცენებში საკუთარ თავს ხედავს, მაგრამ არასდროს გამოტყდება, ნახეთ - ის მამაკაცი როგორ ნერვიულად იცინის...“

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 799 | დაამატა: admin | თარიღი: 15.07.2014

 

 

ქუთაისში, კიკვიძის ძეგლთან არსებულ პარკში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა 8 ახალი სცენა  გაითამაშა. სხვადასხვა თაობის მაყურებელებს მოსაზრებებიც სხვადასხვა ჰქონდათ, ამიტომაც დისკუსია აქტიური და საკმაოდ ხმაურიანი იყო.

ერთმა ქალბატონმა აღნიშნა: „ეს არის ძალადობის, როგორც საზოგადოებრივი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ძალიან საინტერესო ფორმა. მე ბევრი რამ არ მომწონს დღევანდელ ოჯახებში: საჯარო განხილვები, მესაკუთრული დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის დეფიციტი. ოჯახის დანგრევა  ძალიან ადვილი გახდა, რაც ჩემი თაობისთვის მიუღებელია“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 689 | დაამატა: admin | თარიღი: 08.07.2014

« 1 2 3 4 ... 10 11 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0