კვირა, 24.11.2024, 06:55
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

- როცა წარმოდგენას უყურებ,ასე გგონია, პრობლემა ადვილი გადასაჭრელია. მაგრამ როცა ერთ-ერთი მსახიობი შევცვალე  და გადავწყვიტე სცენარი სხვა მიმართულებით წამეყვანა, მივხვდი, რომ ასე ადვილად არაფერი გამომივიდოდა.

ეს აზრი ერთ-ერთ მონაწილეს გაუჩნდა მას შემდეგ, როცა ფონდი „სოხუმის" ფორუმ- თეატრის წარმოდგენას დაესწრო. წარმოდგენა ფოთში - ახალ რაიონში ჩატარდა. ორმოცამდე სხვადასხვა ასაკის ადამიანი დაესწრო. მაყურებელი დისკუსიაში ადვილად ჩაერთო. აზრთა სხვადასხვაობა შეიმჩნეოდა. შედარებით  ასაკოვანი ქალები ამტკიცებდნენ, რომ ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება უფროსი თაობის დამსახურებაა, ხოლო ახალგაზრდების აზრით ოჯახური კონფლიქტების არსებობას არასწორი კომუნიკაცია განაპირობებს. 

მაყურებელთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა ფორუმ-თეატრის საქმიანობა და აღნიშნა, რომ ეს წარმოდგენები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს, რადგან ცოცხალი სცენების ნახვის შემდეგ უფრო კარგად ჩანს პრობლემის სიმწვავე და უფრო მეტი აქტიურობით ცდილობ იპოვო გამოსავალი  კონფლიქტური სიტუაციებიდან.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 837 | დაამატა: admin | თარიღი: 11.07.2012

- სცენები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რეალურია, ყოველდღიურობიდან არის აღებული, ეს ყველაფერი ჩვენს ოჯახებში ხდება. უბრალოდ არ ვარქმევთ სახელებს, ყველაფერს ვფუთავთ და ვალამაზებთ. ამიტომაც არ ჩანს ეს პრობლემები ასე მწვავედ.

- განსაკუთრებით აქტუალურია ოჯახური კონფლიქტები. სცენარშიც გამოჩნდა, რომ ასეთ ოჯახში ვერც ერთი წევრი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად. განსაკუთრებით მძიმე დღეში ბავშვები არიან. გამოიკვეთა ისიც, რომ ოჯახური კონფლიქტების განვითარებას ხშირად მესამე მხარე ეხმარება.

მსგავსი მოსაზრებები გამოითქვა ხონის სამხედრო დასახლებაში ფორუმ-თეატრის მიერ ჩატარებული სცენების შემდეგ. დასაწყისში მაყურებლები მხოლოდ მოსმენით შემოიფარგლნენ. მაგრამ წამყვანმა შეძლო აუდიტორიის ჩართვა დისკუსიაში. მათი აზრით, ახალგაზრდა ოჯახები ცალკე უნდა ცხოვრობდნენ, რაც შეამცირებს ოჯახური ძალადობის ფაქტებს.

 იყო განსხვავებული მოსაზრებებიც. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალადობა იმდენად მრავალმხრივია, რომ მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან სტერეოტიპებზეა დაფუძნებული და მის დასამსხვრევად ერთობლივი კომპლექსური მუშაობაა აუცილებელი.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 870 | დაამატა: admin | თარიღი: 21.06.2012

ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი წყალტუბოში, დევნილთა ახალ დასახლებას ეწვია. პირველი სცენის შემდეგ მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა. ზოგიერთი მათგანი აივნიდან აევნებდა თვალს  სცენების მიმდინარეობას.

 გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. უფროსი ასაკის ქალბატონები მიიჩნევენ, რომ  მსგავსი სცენები მათ თვალწინ ხდება - მაგრამ არ ხმაურდება. ესმით, მათ მეზობლად როგორ სცემს  მეუღლე ცოლს, მეორე დღეს კი ცოლი გარეთ ისე გამოდის, თითქოს არაფერი მომხდარა. 

ახალგაზრდებს განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენიათ, მხოლოდ ერთმა მათგანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და მთელი თაობის სათქმელი თქვა: ი მიიჩნევს რომ გოგონებმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები და ნაკლებად იქნებიან ძალადობის მსხვერპლნი.

ფორუმ-თეატრი უკვე ტოვებდა დასახლებას, ზურგს უკან ისევ გვესმოდა მსჯელობა აღნიშნული პრობლემის გარშემო. ოჯახური კონფლიქტების სცენამ შეძლო აუდიტორიის დაფიქრება.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 870 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2012

 

ბესიკ გაბაშვილის სახელობის პარკში უჩვეულო სანახაობა გაიმართა: ფონდი „სოხუმის"  ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობები პარკში მყოფთ  ახალგაზრდული თეატრის მუშაობის ამსახველ ჟურნალებს, ბუკლეტებსა და საინფორმაციო ფურცლებს ურიგებდნენ.

 წარმოდგენის დაწყებამდე, რეჟისორმა მაგდა ჩიხლაძემ შეკრებილთ ფორუმ-თეატრის შესახებ მოკლედ და საინტერესოდ მოუთხრო. შემდეგ ახალგაზრდა მსახიობებმა  ძალადობის ამსახველი 5 სცენა  წარმოადგინეს. მაყურებელთა შორის  უცხოელებიც (გერმანელები) იყვნენ. ფორუმ-თეატრის მსახიობმა თამუნა იოსელიანმა გერმანელებს სცენებიდან დიალოგები უთარგმნა.

 „კარგია, როდესაც ძალადობის ამსახველი სცენები მეტი თვალსაჩინოებისთვის პარკში  - საზოგადოების თავშეყრის ადგილას იმართება. ეს თავისუფლების ერთგვარი გამოხატულებაა." (გერმანელი სტუმრის კომენტარი).

„მსგავსი ცოცხალი წარმოდგენები აუცილებელია, რათა ჩვენს ირგვლივ ( ოჯახსა თუ საზოგადოებაში) არსებული ძალადობის შემთხვევები გავითავისოთ და  მათი თავიდან აცილებისთვის თუნდაც ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ" , - თამარ თუთისანი  ( 22-ე საჯარო სკოლა).

უცხოელმა სტუმრებმა ფორუმ-თეატრის სცენები ფოტოფირზე აღბეჭდეს და ფონდი „სოხუმის" იმ ვებ-გვერდით დაინტერესდნენ, რომელზეც ფორუმ-თეატრის შესახებ ინფორმაციების განთავსება ხდება.

 

პროექტი ხორციელდება „სოროსის" , ღია საზოგადოება, საქართველო.

მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 964 | დაამატა: admin | თარიღი: 24.05.2012

 

ფორუმ-თეატრის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული წარმოდგენები გრძელდება. ამჯერად შეხვედრა ახალგაზრდობის პარკში ჩატარდა. მაყურებელთა შორის იყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები. მაყურებელმა  სცენებისადმი დიდი ინტერესი გამოამჟღავნა.

ფორუმ-თეატრის სცენებს თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა ჟურნალისტებიც დაესწრნენ, თეატრალური სანახაობის შემდეგ გამართულ დისკუსიაში ჩაერთნენ, ფორუმ-თეატრის მსახიობებისგან და რეჟისორისგან ინტერვიუ აიღეს. სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩნენ იმით, რომ ქუთაისში მსგავსი ხასიათის წარმოდგენები იმართება.

ლიკა ჩიქოვანი (ჟურნალისტი თბილისიდან): „ფორუმ-თეატრის წარმოდგენები - ეს არის სიახლე, რომელიც თავისი რეალურობით,  თავისუფლებითა და შემოქმედებითი მიდგომით გვხიბლავს. ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ახალგაზრდებისათვის".

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 831 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2012

 

 ფორუმ-თეატრის სცენები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში იქნა ნაჩვენები. მასში მონაწილეობა  ორმოცდახუთმა სტუდენტმა და სამმა პედაგოგმა მიიღო. წარმოდგენილი იყო ხუთი ეპიზოდი, რომელიც  დედა-შვილსა და ახალგაზრდა წყვილებს შორის ურთიერთობებს ასახავდა.

წარმოდგენის შემდეგ დისკუსიაში ახალგაზრდები ჩაერთნენ. მათ დასმული პრობლემების მოგვარების განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. ყველაზე მძაფრი დისკუსია გამოიწვია  ეპიზოდმა შეყვარებულების თემაზე. ნანა გოლეთიანი (კინდღი) - „ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. ბევრი გოგონა დარჩა გაწბილებული პირველი სიყვარულისგან. წარმოდგენილი სცენა, ვფიქრობ, ახალგაზრდებისათვის კარგი მაგალითია მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად".

ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ურუშაძე: „ფორუმ-თეატრი არის თვალსაჩინოება, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებაში არსებული პრობლემების წარმოჩენა ისე, რომ დაგვაფიქროს".  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 908 | დაამატა: admin | თარიღი: 27.04.2012


ფორუმ-თეატრმა სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლაში ხუთი სცენა აჩვენა.   

მაყურებელმა ახალგაზრდული თეატრის მიერ წარმოდგენილი სცენები ინტერესით მიიღო.  დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა  აღნიშნული სკოლის მოსწავლეეებმა, მასწავლებლებმა და დირექტორმა.

 ნინო ჩერქეზიშვილი ( სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე): „წარმოდგენილი სცენები ძალიან საინტერესოა და, რაც მთავარია, საშუალებას გვაძლევს, საკუთარ ქცევებზე დავფიქრდეთ.  ამ პრობლემების გარშემო დისკუსიები კი  სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც ახალგაზრდებს გვეხმარება ვიყოთ უფრო  ყურადღებიანები, თავაზიანები უფროსებთან და თანატოლებთან  ურთიერთობაში."

ფორუმ-თეატრის წარმოდგენას  მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის ოცდათხუთმეტი მოსწავლე ესწრებოდა.

 


კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 874 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.03.2012

« 1 2 ... 5 6 7 8 9 10 11 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0