ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 7 წარმოდგენა გაიმართა. 30-მდე ადამიანი  ესწრებოდა, უმეტესობა - მამაკაცები (მათ შორის - დამსვენებლები აზერბაიჯანიდან, რომელთაც მიიღეს მოკლე ინფორმაცია ფონდი „სოხუმისა“და ფორუმ-თეატრის შესახებ).

დისკუსია პირველი წარმოდგენის შემდეგ გააქტიურდა.

ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგიმ აღნიშნა: „მე საჯაროდ ამ პრობლემის გამოტანას არ ვეთანხმები. ცოლ-ქმარი იჩხუბებს, მორიგდება და მესამე პირი დამნაშავე იქნება. დასანგრევად განწირული ოჯახი კი მაინც დაინგრევა“.

რა თქმა უნდა, იყო საპირისპირო მოსაზრებებიც.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 776 | დაამატა: admin | თარიღი: 10.06.2014

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ პარკში, ნაჩვენები იყო 7 წარმოდგენა, მათგან 5 ახალი  წარმოდგენა.

ერთ-ერთმა წარმოდგენამ გამოიწვია საიტერესო და აქტიური დისკუსია. ნაჩვენები იყო ძალადობა ქალზე, რომელიც სამუშაოდ ხვდება მდიდრების ოჯახში.

მაყურებელმა ქალებმა ბევრი მსგავსი შემთხვევა გაიხსენეს. ისინი მესამე პირში საუბრობდნენ, მაგრამ რამდენიმე ქალი ისე განიცდიდა, აშკარა იყო, რომ საკუთარ ისტორიას ყვებოდა.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 686 | დაამატა: admin | თარიღი: 03.06.2014

...მიმდინარეობს წარმოდგენა „ძალადობა ოჯახში“. ამ დროს პარკთან ჩაიარა ქალბატონმა, რომელსაც ნამდვილი  ჩხუბი ეგონა და დაიწყო ყვირილი: „რას დგახართ? რას უყურებთ? გააშველეთ!“ როცა მიხვდა, რომ ეს  დადგმული სცენა იყო, ბევრი იცინა.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, ნინოშვილის პარკში გამართულ  წარმოდგენებზე შემოიკრიბა მაყურებელი, რომელმაც 6 სცენა ნახა.

 „საინტერესო, რეალური და საჭირო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - ასე შეაფასა მაყურებელმა ფორუმ-თეატრის მუშაობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2014

ქუთაისის ცენტრში, სიყვარულის პარკში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის 7 წარმოდგენა, მათგან 4 ახალი იყო. რაც ეხება ჩართულობას, მაყურებლებმა ვერ გაბედეს  ღია ცის ქვეშ თამაში, მაგრამ დისკუსია საინტერესო აღმოჩნდა. მაყურებელი დიდხანს იყო შთაბეჭდილების ქვეშ, მსახიობების თამაშით განსაკუთრებული აღტაცება გამოხატეს უფროსი თაობის წარმომადგენლებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 06.05.2014

07.04.14 - აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ფორუმ-თეატრმა 8 წარმოდგენა გამართა. მას თან სდევდა დისკუსია, მასწავლებელთა აქტიურობა.

საინტერესო იყო ეჭვიანობის სცენა, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო 4 მოსწავლემ.

ახალგაზრდებმა მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები - სწორედ ასეთი მაგალითებით იქმნება ფორუმ-თეატრის ახალი სცენები.

 

16.04.14 - ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

გათამაშდა 5 სცენა, მათ შორის ახალი სცენები და დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა.

მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია მამისა და ბიჭის დამოკიდებულებამ ოჯახში.

ბიჭების დიდმა ნაწილმა სცენებში საკუთარი თავი დაინახა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 704 | დაამატა: admin | თარიღი: 16.04.2014

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ქუთაისის 23-ე სკოლაში გამართა წარმოდგენები.

ნაჩვენები იყო 8 სცენა, აქედან - 4 ახალი.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, გაიმართა საინტერესო დისკუსია.

„ეს სანახაობა ბევრ რამეზე გვაფიქრებს, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვცეთ პატივი უფროსებს, როგორ ვომოქმედოთ კონკრეტულ ვითარებაში. მომწონს და ბევრ რამეს ვითვალისწინებ“, - აღნიშნა ერთმა მაყურებელმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია   Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 744 | დაამატა: admin | თარიღი: 20.03.2014

- ეს არის ძალიან კარგი მეთოდი, დაანახო მაყურებელს ჩვენი საზოგადოების სენი, ძალადობა,  გულგრილობა, ამპარტავნობა, უფროსების მიმართ უპატივცემულობა, რომელიც ასე  შემოიჭრა ჩვენში, - ასეთი იყო მასწავლებელთა შეფასება.

მოსწავლეებიც კმაყოფილები იყვნენ ნანახითა და გაგონილით. წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა გამართა შეხვედრა, წარმოადგინეს 5 სცენა, აქედან 3 ახალი.

მაყურებელთა რაოდენობა 50-მდე იყო. ისინი აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

სკოლის დირექციის თხოვნით  კიდევ დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც არა მარტო 1-ლი, არამედ მე-2 და მე-3 სკოლების მოსწავლეებიც დაესწრებიან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 834 | დაამატა: admin | თარიღი: 14.02.2014

« 1 2 3 4 5 ... 10 11 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0